ის მაგნიტური ბიძგის წყალობით ვაგონების შემადგენლობის აწევას იწყებს და განაპირობებს მათ მოძრაობას. ფაქტიურად, მატარებელი დაცურავს ჰაერის ბალიშზე, რომელიც წარმოიქმნება კორპუსსა და მაგნიტის რელსს შორის.

მატარებელი 600 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, რაც მას ყველაზე სწრაფ ტრანსპორტის სახეობად აქცევს ხმელეთზე და ამოქმედების შემთხვევაში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება გახდება. დღეს პეკინიდან შანხაიმდე მანძილის დაფარვას სწრაფმავალი მატარებლი 5 საათს
მატარებლის პროტოტიპი მიმდინარე წლის მაისში ქალაქ ცინდაოში უჩვენეს. იდეის შესახებ კი პირველად 2015 წელს გაცხადდა. კომპანია მის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს, ხოლო ექსპერიმენტული ტრასა უკვე შექმნილია.