როგორც გამოცემა Detroit Free Press წერს, ახალ „ვეტეში“ სტაბილიზაციის სისტემა არამხოლოდ იმას განსაზღვრავს, როდის კარგავენ ავტომობილის ბორბლები მოჭიდებას გზის საფარზე, არამედ იმასაც ადგენენ რა დროს ვარდება ავტომობილი მაღლა და იმყოფება ჰაერში. ასეთ დროს ავტომობილი შესაბამისად ანაწილებს ბორბლებს შორის მოჭიდების მომენტს. საქმე იმაშია, რომ მოჭიდების სისტემა როგორც წესი ამუხრუჭებს ბორბლებს, რომლებიც განიცდიან მოჭიდების სიმცირეს გზასთან - მაგალითად თოვლზე, ყინულზე ან
თუმცა ეს ნამდვილად არაა ის რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, სადაც ყოველ წამს თავისი მნიშვმნელობა აქვს. „ფრენის“ რეჟიმი Chevrolet Corvette-ს სწორედ ასეთ დროს სჭირდება, შედეგად კი ადაპტირებული ამორტიზატორების Magnetic Ride Control სისტემა, როცა ბორბლები ჰაერშია კი არ ამუხრუჭებს მათ, არამედ ნებას რთავს ჰაერში იტრიალოს ბორბალმა უწინდებური სიჩქარით. ნუ, ეს ფუქნცია ალბათ უიშვიათესად თუ ჩაირთვება, თუმცა მათთვის ვინც საკუთარ „ვეტეს“ ხშირად აჭენებს ტრეკზე ამ სისტემას სათანადოდ შეაფასებენ.