კომპანიამ Volkswagen მის ჩინელ პარტნიორ FAW-თან ერთად ჩინეთში მოქემდ ქარხანაში ახალი მოდელის წარმოება დაიწყო, რომლის სხელწოდებაც ჯერ არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის რომ ეს იქნება კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე დიდი ზომის ქროსოვერი, რომელიც ამჟამინდელ გიგანტს Teramont-საც კი აღემატება ზომით.
უსახელო ქროსოვერი სიგრძეში 5 160 მმ იქნება, მაშინ როცა Teramont 5 036 მმ-ია. სიახლე მოირეგბს ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი Volkswagen SMV კონცეპტის იერს, რომლის დებიუტიც შანხაის ავტოსალონზე გასულ წელს გაიმართა. მოდელი აწყობილია მასშტაბურ პლატფორმაზე MQB და ამ დროისთვის იწარმოება კოდური სახელწოდებით VW416.
რაც შეეხება ძრავების ხაზს, მისთვის რამდენიმე ბენზინის ძრავია გათვალისწინებული. თავდაპირველად ქროსოვერის წარმოება 2021 წლიდან იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ჩანს კომპანიამ გეგმები შეცვალა. არაა გამორიცხული ის ავტოსალონებში მიმდინარე წელს გამოჩნდეს.