Scuderia Ferrari დაადასტურა ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გავრცელებული იფნორამცია კარლოს საინსთან. ესპანელი პილოტი გუნდში სებასტიან ფეტელს შეცვლის და გახდება შარლ ლეკლერის მეწყვილე, ის მეორე პილოტის სტატუსს მოირგებს. ესპანელისა და მონაკოელის დუეტი ფორმულაში ყველაზე ახალგაზრდა წყვილი იქნება ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე.

კარლოს საინსის გადასვლა Ferrari-ში McLaren-დან, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იტალიურმა საჯინიბომ ვერ შეძლო კონტრაქტის გაფორმება სებასტიან ფეტელთან.

თავად საინსს კი McLaren-ში ჩააანცვლებს პილოტი Renault-დან დანიელ რიკარდო, რომელიც ლანდო ნორისის მეწყვილე გახდება.

სად გააგრძელებს კარიერას სებასტიან ფეტელი უცნობია, თუმცა ჟურნალი Auto
Bild გვარწმუნებს, რომ ფეტელი ვაბანკზე წავიდა და უარი თქვა McLaren-ში გადასვლაზე და მხოლოდ Mercedes-ში გადასვლა სრუს, თუარადა დაასრულებს კარიერას.