გორდონ ვაგნერის თქმით ის არ არის რეტრო-დიზაინის მოყვარული, ამიტომ ის ვიზუალურად დიდად არ დაემსგავსება გასული საუკუნის ლეგენდარულ „თოლიას“, თუმცა ის სულ უფრო დისტანცირდება GT-მოდელის სტილისგან და დაუბრუნდება მის სპორტულ ფესვებს. მისივე თქმით AMG ამ პროექტში ძლიერადაა ჩართული.
„ჩემთვის ყველაზე ლამაზი SL ეს არის ორიგინალი 300. ვფიქრობ მისგან დნმ-ს ავიღებთ, თუნდაც პროპროციების სახით და ახალი SL
ამ დროისთვის მოდელის მხოლოდ 1 ისიც მძიმე კომუფლიაჟიანი და ზეწარგადაფარებული სურათია გავრცელებული, შესაბამისად რთულია შევიქმნათ რაიმე კონკრეტული წამროდგენა ახალ მოდელზე, თუმცა ცნობილია ის, რომ სიახლეს წინამორბედებისგან განსხვავებით ექნება რბილი ნაჭრის სახურავი.
სიახლე მოირგებს ახალი თაობის AMG GT-ის პლატფორმას. შესაბამის კითხვაზე ეს ხომ არ გამოიწვევს მათ შორის დიდ მსგავსებას, ვაგნერი პასუხობს რომ GT უფრო მეტად სარბოლო ავტომობილია, ხოლო SL უფრო მეტად სპორტული ავტომობილი იქნება. „თქვენ ნათლად დაინახავთ მათ შორის სხვაობას“ - განაცხადა მან.