აღსანიშნავია რომ ენდი პალმერის წასვლა კორონავირუსის პანდემიის პერიოდს დაემთხვა, რამაც თავის მხრივ ძალიან შეამცირა კომპანიის კაპიტალზიაცია, თუ 2018 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია 545 გირვანქა სტერლინგი ღირდა მაისის შუა რიცხვებში მისი ფასი 30 გირვანქად ივაჭრებოდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი
აღსანიშნავია, რომ Aston Martin-მა სულ ახლახან დაიწყო ქროსოვერ DBX-ის წარმოება, ასევე შუაძრავიანი ჰიპერქარები Valkyrie და Valhalla წარმოადგინა და პირველად ნახევარი საუკუნის მანძილზე დამოუკიდებლად დააპროექტა ძრავი, ააშენა ახალი საწარმო და მიიმხრო კანადელი მიალირდერის ლოურენს სტროლის სახით ახალი ინვესტორი, ასე რომ ახალ გენერალურ დირექტორს არ მოუწევს სამოდელო ხაზისა თუ ინფრასტრუქტურის განახლება.
ენდი პალემრის ტობიას მოერსით ჩანაცვლება კი აშკარად მიგვანიშნებს გერმანული კონცერნის ძალისხმევაზე. როგორც ცნობილია Daimler ოფიციალურად ფლობს ბრიტანულ კომპანიაში 5%-იან წილს, თუმცა 25%-იან წილს ფლობს ლოურენს სტროლი, რომელიც დაინტერესებულია Mercedes-Benz-თან და ფორმულა ერთის საჯინიბოს Mercedes-AMG F1-ის გუნდის ხელმძღვანელ ტოტო ვოლფთან თანამშრომლობით.
Daimler-მა უკვე გვამცნო ასევე მოერსის მემკვიდრის Mercedes-AMG-ის ხელძღვანელის პოსტზე. ეს იქნება ფილიპ შეიმერი, რომელიც ამ დროისთის Mercedes-Benz-ის ბრაზილიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ხოლო ტექნიკური დირექტორი გახდება იოჰენ ჰერმანი, რომელიც ამჟამად Mercedes-EQ-ს ძალისმიერ ნაწილს ხელმძღვანელობს..