ნიდერლანდების გრანპრის პრომოუტერებმა ფორმულა 1-ის ამ ეტაპის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ის მომავალ წლამდე არ გაიმართება. პირველადი გადაწყევტილებით ამ ქვეყანაში გრანპრი 1-3 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაავადეს, ახლა კი უკვე ცნობილი გახდა რომ ის წელს საერთოდ არ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ზენდფორტის ტრასაზე რბოლა პირველად უნდა გამართულიყო ბოლო 35 წლის მანძილზე, თუმცა მისმა ორგანიზატორმა იან ლამერსმა განაცხადა, რომ ჯობია კიდევ ერთი წელი მოვითმინოთ ვიდრე რბოლა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს.

ცნობისთვის ნიდერლანდების გრანპრი გახდა მეოთხე გაუქმებული გრანპრი მიმდინარე
წელს ავსტრალიის, მონაკოს და საფრანგეთის შემდეგ. ამ დროისთვის ორგანზატორებმა მხოლოდ 1 თარიღი დაადასტურეს,ე ს არის ავსტრიის გრანპრი რომელიც 5 ივლისს გაიხსნება, ამის შემდეგ კი დიდი ცირკი ან დიდ ბრიტანეტში გადაინაცვლებს ან გერმანიაში.