Scuderia Ferrari-მ ფორმულა 1-ის პილოტს კიმი რაიკონენს ბოლიდი აჩუქა, რომელზეც ფინელმა პილოტმა მოიპოვა გამარჯვება 2018 წელს ამერიკის გრანპრიზე. ეს გამარჯვება  სპორტსმენი უკანასკნელი გამარჯვებაა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონის კარიერაში. იტალიური კომპანიის მიერ ნაჩუქარ ძვირფას საჩუქარზე რაიოკენენმა ინსტაგრამიდან გვამცნო.

40 წლის კიმი რაიკონენისთვის 2018 წლის სეზონი ბოლო იყო Scuderia Ferrari-ის გუნდში და მან ბოლიდით  SF71H იტალიის გრანპრიზე და ამერიკის ოსტინის ტრასაზე იმარჯვა.  ისე კი 11-ჯერ ავიდა სეოზნის მანძილზე მოდიუმზე. ამ დროისთვის რაიკონენი Alfa Romeo-ს გუნდში გამოდის, შესაბამისად დაბალია იმის ალბათობა, რომ Ferrari SF71H-ის
საჭესთან მიღწეული სიმაღლეები მის კარიერაში ბოლო იქნება.



კიმი რაიკონენი რჩება ბოლო პილოტად Ferrari-სთვის რომელამც 2007 წელს შეძლო ტიტულის მოპოვება გუნდისთვის მარანელოში, მას შემდეგ ვერც ფელიპე მასამ, ვერც ფერნანდო ალონსომ და ვერც სებასტიან ფეტელმა და ვერც თავად კიმიმ ვერ შეძლეს მარანელოში გამარჯვების ტროფეის მოპოვება.