მიმდინარე წელს ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების 57%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მაისი 1990 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც European Automobile Manufacturers Association-მა გაყიდვების აღრიცხვა დაიწყო, ის მაინც უკეტესია ვიდრე აპრილის მ78%-იანი კოლაფსი.
ზუსტი ციფრები ამ ეტაპზე უცნობია ვინაიდან ცალკეული კომპანიები ამის შესახებ ინფორმაციას მეორე კვარტლის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ, თუმცა ის ნამდვილად უკეთესია აპრილზე.
ავტოინდუსტრია უკეთესის მოლოდინშია და
გარდა ამისა ახალი ავტომობილების გაყიდვებს ხელი უდნა შეუწყოს იმ მრავალმილიარდიანმა პროგრამებმა რომელსაც წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ სექტორის გამოცოცხლებისთვის, მათ შორის ეს იქნება სუბსიდირების ნაწილში თუ სხვა.
ჯამში ანალიტიკოსები ევროპაში 2020 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვების მეხუთედით შემცირებას პრგნოზირებენ.