დიდი ბრიტანეთის პოლიციამ საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს პოლ პოგმას ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა. საუბარია მოდელზე Rolls-Royce Wraith Black Badge. როგორც ირკვევა ფრანგი ნახევარმცველი ავტომობილს ფრანგული ნომრებით ატარებდა, არადა ადგილობრივი კანონდებლობით მას ორი კვირა ჰქონდა კუპე ბრიტანეთში აღრიცხვაზე დაეყენებინა.
ბრიტანული პრესა წერს, რომ როგორც ბრიტანეთის რეზიდენტი პოგმა ვალდებული იყო ავტომობილი შემოყვანიდან ორ კვირაში ადგილზე აღერიცხა. კანონის დარღვევისთვის 27 წლის ფეხბურთელს 150 გირვანქა სტერლინგის ჯარიმა დაეკისრა და ამას ემატება ყოველ აღურიცხავ დღეზე 20 გირვანქა, თუმცა ეს მილიონერი ფეხბურთელ
ისთვის გროშებიც კი არ არის. Forbes-ის ინფორმაციით ის კონტრაქტის თანახმად 19 მილიონს გამოიმუშავებს წლიურად. თუმცა მას ჯარიმის გადახდამდე ავტომობილი მაინც ჩამოართვეს. ის ამავდროულად იძულებული გახდა ეს მდიდრული კუპე ადგილზე გააფორმოს.