ბენცი ზღაპრების წიგნიდან
ბენცი ზღაპრების წიგნიდან
05.11.2011

ხანგრძლივი ტესტი: 200 000 კილომეტრი Mercedes C180-ით

ამ თეთრმა მერსედესმა Auto Bild-ის ყველა თანამშრომლის გული დაიპყრო. ჩვენ მას 200 000 კილომეტრი გავატარეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა “მერსედესი” ისეთი უნდა იყოს, როგორიც ეს C 180 Kompressor-ია


 


როგორც წესი, ხანგრძლივი ტესტი 100 000-კილომეტრიანია ხოლმე და ზოგიერთი ავტომობილი ამასაც ვერ უძლებს. ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, მანქანას 68 000-იან გარბენზე ძრავა რომ გაუხდა შესაკეთებელი. 100 000-ის შემდეგ ხანგრძლივი ტესტის გაგრძელება მხოლოდ რამდენჯერმე გავრისკეთ – ბოლო წლებიდან მკითხველს “ფოლკსვაგენ გოლფისა” და “ოპელ ასტრას” 200 000-კილომეტრიანი ტესტები ემახსოვრება. და აი, ეს დისტანცია ახლა Mercedes C კლასმაც დაფარა, თანაც ისე, რომ დაღლა არ დასტყობია!


Mercedes C180 Auto Bild-ში 2007 წლის ზაფხულში ვიყიდეთ. ჩვენი შენაძენის შესახებ “მერსედესში”, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ. ეს იყო საბაზო ვერსიის მქონე C კლასი ერთადერთი დამატებითი ოფციით (კოდი 525): Audio 50 Aps, რაც 1 560 ევრო ღირდა და ჩვეულებრივ CD Player-თან ერთად, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ნავიგაციას გულისხმობდა. ხანგრძლივი ტესტის ჩატარების სურვილის გარდა, ამ მანქანის ყიდვის მიზანი ის იყო, რომ მას ჩვენთვის ცხოვრება უნდა გაემარტივებინა. ჩვენ მას “რედაქციის ჯოკერი” შევარქვით და ყველანაირ შავ სამუშაოს ვასრულებინებდით – რაც კი ზოგადად რედაქციას სჭირდება. საბურავების ტესტზე საფრანგეთში მიგვყავდა, ზამთრის ტესტზე ალპებში, მომაცემებს ნიურბურგრინგზე ვუზომავდით, ფოტოგრაფები და მომსახურე პერსონალიც ამ ავტომობილს დაყავდა. ვისაც სადმე საქმე ჰქონდა, ყველა ამ “მერსედესით” მგზავრობდა. რედაქციაში თითქმის ყოველთვის ცაიტნოტსა და ფორსმაჟორში ვართ ხოლმე და შესაბამისად, მანქანას ამ 4 წლის მანძილზე უმძიმესი ჯაფა დაადგა.


რაკი სტატია მე უნდა დამეწერა, რედაქციაში გადაწყვიტეს, რომ ამ ავტომობილს ოთხი წლის მანძილზე არ უნდა გავკარებოდი და მხოლოდ ბოლოს უნდა მეტარებინა. სტატიის დაწერამდე ერთი კვირით ადრე გადმომცეს და სიმართლე გითხრათ, მაქსიმალურად შელახულ მანქანას ველოდი, მაგრამ არაფერიც: ოთხი წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, რომელსაც 200 000 კილომეტრი აქვს გავლილი, ახალივითაა! ჰო, რა თქმა უნდა, მოხვევის სისტემა ცოტა არაპირდაპირი გახდა, დაკიდებაც უფრო მომჯდარია, ვიდრე სპორტული და ერთ დროს 31 844 ევროდ ნაყიდი “ბენცი” კალფაკებითაც ღარიბულად გამოიყურება, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...


C 180 Kompressor იდეალური სამოგზაურო ავტომობილია, ათიათასობით კი არა, ასიათასობით კილომეტრებსაც ბეჯითად ყლაპავს და ასეთი კარგი ავტომობილი რომაა, ამას მისი პერსონალური წიგნიც მოწმობს, სადაც ყველა მტესტავს თუ მძღოლს ეს მანქანა მხოლოდ კარგი ეპითეტებით ყავს შემკული.


პატარა გადახვევა: ჩემი კომპიუტერი ამ ავტომობილისგან რადიკალურად განსხვავდება. მე მაქვს ნოუთბუქი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. გამყიდველი მიხსნიდა, ამით ატომური ბომბის მართვაც კი შეგიძლიაო, მაგრამ როგორ ვიყენებ? როგორც საბეჭდ მანქანას! სხვა ყველაფერი კი არ მჭირდება!


წესით, მანქანებზეც ასეა. ავტომობილმა უნდა იაროს და არ უნდა დაგვიღალოს ტვინი სხვადასხვა ფუნქციებით, რომელთაგან მხოლოდ ნაწილს ვიყენებთ და ისიც იშვიათად. Mercedes C180 სწორედ ამას აკეთებს და თანაც იდეალურად. საბაზო ვერსიის სალონი ხარისხიანი, მაგრამ ულამაზოა, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 200 000-იანი გარბენის შემდეგ ცვეთა დიდად არ ეტყობა - არავითარი ჭრაჭუნი, რაც “მერსედესში” ასეც უნდა იყოს. ფუნქციურობა და ხარისხი ხომ ამ მარკის ტრადიციაა.


თუკი პირველ 100 000 კილომეტრზე ძრავას არაფერი დასტყობია, მეორე 100 000-ის გავლის დროს რაღაც-რაღაცები მოხდა, თუმცა მანქანა უბრალო იყო, მომხდარი კი მძღოლის ბრალი გახლდათ. ზეთის მდგომარეობას ძრავაში ორ კვირაში ერთხელ ვამოწმებდით, ერთხელ კი, ზეთის გამოცვლის შემდეგ მძღოლს ავზის სახურავის შემოწმება დაავიწყდა და რამდენიმე დღეში ძრავა გარედან ზეთით რომ დაითხუპნა, გულმა რეჩხი გვიყო, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ სახურავი მყარად არ ჰქონდა დაფარებული და დაითხუპნებოდა, აბა რა იქნებოდა?


კომპრესორიანი აგრეგატი 1.8-ლიტრიანია და 156 ცხენის ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ლიტრ მოცულობაზე 86.7 ცხენის ძალა მოდის – ამ აგრეგატს უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ!


სამაგიეროდ, ნაღდად მანქანის ბრალი იყო, მაგალითად, დღის განათების მარჯვენა ნათურა, რომელიც გადაიწვა. ჩვენც აღმოვაჩინეთ რა, დეფექტი... სამუხრუჭე სისტემას ხელი მხოლოდ 151 000 კილომეტრის შემდეგ შევავლეთ: უკანა დისკები, ხუნდების მორიგი გამოცვლა. საბოლოო დემონტაჟამდე კი, როცა ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა გვქონდა დარჩენილი, ერთი სამწუხარო ამბავი მაინც მოხდა: ძრავა ავარიულ რეჟიმში მუშაობაზე გადაერთო – მაჩვენებელთა დაფაზე “ჩეკ ენჯინ” აენთო. გამოვრთეთ, თავიდან დავქოქეთ და ჩაქვრა. მას მერე აღარც ანთებულა, თუმცა მაინც შევამოწმეთ და არანაირი დეფექტი არ აღმოჩნდა. უბრალოდ, ცოტა შეგვაშინა, გაგვეხუმრა.


სხვამხრივ, C 180-ს პრობლემები არ ჰქონია – არადა, წელიწადში 50 000 კილომეტრს გადიოდა. ვინც კი ეს მანქანა ატარა, დაბრუნების შემდეგ კმაყოფილებას ვერ მალავდა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ ავტომობილს კიდევ დიდხანს არ შეველევით. გამორიცხული არაა, რომ 2017 წელს ამ მანქანაზე კიდევ ერთი სტატია დავწეროთ და გამცნოთ, რომ Mercedes C 180-მა ნახევარი მილიონი კილომეტრი გაიარა...


ბერნჰარდ შმიდტი


 


დასკვნა


ხარისხი ეფექტის ნაცვლად: აი, ასეთი უნდა იყოს მერსედესი!


ეს არის ავტომობილი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში გაუჩერებლად იარა. თამამად უნდა ვთქვათ, რომ Mercedes C 180 არავინ დაინდო და მანქანა დღემდე უპრობლემოა. ეს არის ავტომობილი, რომელმად დაგვიმტკიცა, რომ დაიმლერის ხარისხი დღემდე სამაგალითოა. პირდაპირ გეტყვით: ამ ავტომობილშიც ეჭვი გვეპარებოდა, რადგან წინა “მერსედესმა” (W203), რომელსაც ხანგრძლივი ტესტი 2000-დან 2007 წლამდე ჩავუტარეთ, იმედები გაგვიცრუა, მაგრამ როგორც ჩანს, კრიზისი წარსულს ჩაბარდა.


მას მერე, რაც “მერსედესში” ბოსი შეიცვალა და კონცერნი დიტერ ცენტშემ ჩაიბარა, შტუტგარტელთა საქმე ისევ კარგად წავიდა. “ყველაფერი, ან არაფერი!” - ასეთი იყო ცეტშეს დევიზი და ჯერჯერობით მხოლოდ პროგრესი ჩანს. ეს ტესტი კი ამის დამადასტურებელი საბუთია: “C კლასმა 200 000 კილომეტრი ფაქტობრივად უპრობლემოდ გაიარა. ამ ავტომობილით აბსოლუტურად ყველა მძღოლი კმაყოფილია – ვინც გაატარა, ყველამ საუკეთესო ეპითეტებით შეამკო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 200 000 კილომეტრის გავლა ამაზე უკეთესი შედეგით წარმოუდგენელია. ახლა გადავწყვიტეთ, რომ C კლასს კიდევ 100 000 კილომეტრი გავატაროთ. როგორც ხედავთ, დაშლილის ფოტო არსად ჩანს – ეს იმიტომ, რომ მანქანა ვერ გავიმეტეთ. გვაინტერესებს, სადამდე გაქაჩავს ეს “ბენცი”.


მანფრედ კლანგვალდი, ბერნჰარდ შმიდტი


 


ტექნიკური მონაცემები


ძრავა: 4-ცილინდრიანი კომპრესორი; სარქველები/გამ. ლილვი: 4 თითო ცილინდრზე/2; მოცულობა: 1796; კვტ (ცხ. ძ)/ბრ-წთ: 115 (156)/5200; ბრუნის მომენტი (ნმ): 230/2500; მაქს. სიჩქარე: 223 კმ/სთ; გამონაბოლქვი: 182 გ/კმ; გადაცემათა კოლოფი: 6-საფ. მექანიკა; ამძრაობა: უკანა; ავზი/რეკ. საწვავი: 66 ლ/Super; საბარგულის მოცულობა: 475 ლ; წონა/ტვირთამწეობა: 1555კგ/415 კგ


 


რა შევაკეთეთ


55 130 კმ


გამოვცვალეთ წინა სამუხრუჭე ხუნდები 182.12 ევრო


 


79 171 კმ


საბარგულის კარის რეზინა (საგარანტიო)


 


102 605 კმ


ბზარი სამუხრუჭე სისტემაში წინ (საგარანტიო)


 


წინა სამუხრუჭე დისკები 408.46 ევრო


 


151 036 კმ


უკანა სამუხრუჭე დისკები და სისტემის შეკეთება 363.26 ევრო


 


მორიგი ბზარი სამუხრუჭე სისტემაში წინ 474.07 ევრო


 


177 247 კმ


სხვადასხვა სამუშაოები წინა ხიდის სამუხრუჭე სისტემაში 184.42 ევრო


 


188 723 კმ


 


მანქანა ავარიულ რეჟიმში გადავიდა, მაგრამ ძრავის გამორთვისა და თავიდან დაქოქვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა

carusel_title
  • ამ თეთრმა მერსედესმა Auto Bild-ის ყველა თანამშრომლის გული დაიპყრო. ჩვენ მას 200 000 კილომეტრი გავატარეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა “მერსედესი” ისეთი უნდა იყოს, როგორიც ეს C 180 Kompressor-ია
  • ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ მანქანა აუცილებლად უნდა გააჩერო და გარბენს ფოტო გადაუღო. ჩვენი კოლეგა ბოდო ფურკესიც სწორედ ასე მოიქცა
  • 2009 წლის ოქტომბერში ამ ავტომობილზე პირველი სტატია დავწერეთ – მაშინ C კლასს 100 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი და საუკეთესო ეპითეტებით შევამკეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეშალა და ხანგრძლივი ტესტი გაგვეგრძელებინა
  • მგზავრობა შორუელ გზაზე: C კლასი ლეკ დე სან-კრუაში – საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს ტბაზე
  • თეთრი სამყარო: C კლასმა Cortina d’Amprezzo-ც მოინახულა
  • შესვენება ელმსჰორნში (შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია), ფერმერის სახლის წინ
  • შესვენება ბირგარტენში: საინტერესოა, დალია თუ არა ლუდი მძღოლმა. ამტკიცებს, არ დამილევიაო, მაგრამ არ გვჯერა, რადგან იქ უგემრიელესი ლუდი აქვთ
  • ბენცის შეხვედრა ბოინგთან: Tyo Boeing PT-17A, რომელიც 1941 წელსაა გამოშვებული, ფიურშტენფელდბრუკთან ახლოს, სპორტულ აეროდრომზე შეგვხვდა
  • ოთხმა “მარილიანმა ზამთარმა” და 200 000 კილომეტრის გავლამ ჩვენს “მერსედესს” თავისი კვალი მაინც დაამჩნია - მაგალითად, ალუმინის დეტალებზე კაპოტქვეშ. წინა ხიდზე შესამჩნევი გახდა კოროზიული ადგილები. იგივე უნდა ვთქვათ, მოხვევის სისტემაზეც. ზოგ ადგილზე ლაქიც აძრვა. ცვეთა ქრომირებულ გრილსაც დაეტყო. სამაგიეროდ, საქარე მინა და ნისლსაწინააღმდეგო ფარები იდეალურ მდგომარეობაშია. სხვამხრივ, ტექნიკას არაფერი მოსვლია. გამონაბოლქვის სისტემა და კატალიზატორი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. სალონში სავარძლებზე ლაქები შეინიშნება, მაგრამ ეს 200 000 კილომეტრისა და 4-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ნორმალურია.
  • ვაღიარებთ, რომ ასეთი შედეგის მისაღწევად მანქანა ძალიან მშვიდად ვატარეთ, მაგრამ 5.4 ლიტრი 100 კილომეტრზე მაინც ძალიან კარგად ჟღერს. თანაც, ეს დიზელის კი არა, ბენზინის ძრავაა!
  • მერსედესის ტექნიკოსი გერჰარდ კირხერი, DEKRA-ს ექსპერტი გიუნტერ შილე და Auto Bild-ის ტესტ-რედაქტორი მანფრედ კლანგვალდი (შუაში)
  • ქვემოდან “მერსედესს” ოდნავადაც არ ეტყობა, რომ 4 წლისაა და 200 000 კილომეტრი აქვს გავლილი
  • სამაგიეროდ, ასაკი და ცვეთა კაპოტის საყრდენებს დაეტყოთ
  • მანფრედ კლანგვალდი და ბერნჰარდ შმიდტი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
ერთი წელი პორშე პანამერასთან ერთად (+ VIDEO)
18.03.2014
რამდენად შეესაბამება ამ პორშეს ხარისხი მის საკმაოდ მაღალ ფასს? ამ კითხვაზე მიახლოებითი პასუხის გასაცემად პანამერათი 60 000 კილომეტრი გავიარეთ
სრულად
Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
06.02.2014
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
09.12.2013
6 წელიწადში: დაწვა 29 000 ლიტრი ბენზინი, ჩავასხით 93 ლიტრი ზეთი, 8-ჯერ გამოვცვალეთ საბურავები
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 5000 $
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა:
BMW 335 15500 $