ზოგიც შენ დაამატე, მკითხველო!
ზოგიც შენ დაამატე, მკითხველო!
12.11.2011

რა სამწუხაროა, რომ თბილისის მერიაში დიდუბელი არავინ მუშაობს...

რა სამწუხაროა, რომ თბილისის მერიაში დიდუბელი არავინ მუშაობს. თუ მუშაობს და, ალბათ, მანქანა ჰყავს, ნუ, როდესაც მანქანა უფუჭდება, ეტყობა, სამსახურში საქალაქო ტრანსპორტით დადის.  მოკლედ, “ვახუშტის ხიდზე” ფეხით არასდროს გადასულა. მე კი, როგორც ექსტრიმის მოყვარული, ბევრჯერ გადავსულვარ და კითხვაც გამჩენია: ხომ ვერ მეტყვით, როგორ უნდა შედგეს ფეხით მოსიარულე ვახუშტის ან ქუთაისის ქუჩიდან ხიდზე? ერთი ვარიანტია, ჩემსავით მარდი თუ არის და აწყვეტილ მანქანებს გადაურბენს, თორემ ისე შანსი არ აქვს.


არადა, მართლა რა საინტერესოა, ჯერ კიდევ დალოცვილი კომუნისტები ამ ხიდს რომ აშენებდნენ, რას ფიქრობდნენ? ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარი მოაწყვეს, მოაჯირიც მიამაგრეს - ხალხი მდინარეში არ ჩაგვიცვივდესო - ხიდზე ასავლელი გზა კი... არ გაუკეთებიათ. ერთი სიტყვით, დღეს, როდესაც კომუნისტების მერე კიდევ ცხრა მთავრობა გამოიცვალა, ასეთი მდგომარეობაა: თუ “ვახუშტის ხიდზე” ფეხით გადასვლა გინდა, მთავარია მანქანა არ დაგეჯახოს, თორემ წყალში ნაღდად აღარ გადავარდები.


ისე, მერიაში დიდუბელი მართლა არავინ მუშაობს, ხო იცი?! ერთი კაცი მაინც რომ ყოფილიყო, არ იკითხავდა, “წერეთლის მეტროს” შემდეგ სტადიონის ცენტრალურ შესავლელთან (მუსკომედიასთან, მუშტაიდთან) რომ გზაჯვარედინია, იქამდე, შუქნიშანი რატომ არ არისო? არადა, ამ ადგილებში პროსპექტს ძალიან ბევრი ხალხი კვეთს - ზოგი “დინამოს” მხრიდან ბაზრობისკენ გადადის, ზოგიც აქეთ, ავტობუსში ჩასაჯდომად თუ სამარშრუტო ტაქსის გასაჩერებლად გადმოდის, ბავშვები სკოლაში მიდი-მოდიან და ეს ყველაფერი ისევ და ისევ აწყვეტილი მანქანების წინ გადარბენით ხდება. ეტყობა, მანქანების წინ გადარბენა დიდუბელების ხვედრია. რამდენიმე წელიწადში, ამ უბნიდან, მსოფლიოს ჩემპიონს უნდა ველოდოთ მოკლე დისტანციებზე რბენაში.


ჰო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა: მსოფლიოს სხვა ქალაქებში როგორ არის არ ვიცი და ჩვენთან, ძალიან ბევრ გზაჯვარედინზე, ფეხოსანთა “მწვანე” და ავტომობილებისთვის შეხვევის (და არა პირდაპირ წასვლის) ნების დამრთავი ისარი ერთდროულად ინთება. ეს ასე უნდა იყოს? წარმოიდგინეთ, ხომ? აინთება აქეთ “მწვანე კაცუნა”, იქით ისარი და ფეხით მოსიარულეცა და მძღოლიც გახარებულები, არიქა ჩვენი გზააო, მოძრაობას იწყებენ. იწყებენ და ჰოპ! თან, მე შენ გეტყვი, პირდაპირ კუთხეში რაღაც მანქანა არ იქნება თბილისურად დაყენებული? ვერც მძღოლი ხედავს რა ხდება მოსახვევში და ვერც ფეხით მოსიარულე. მოკლედ, ჰოპ! და მერე იწყება: “შენ მოუკვდი შენ პატრონს” და “ამას შეხედე, მე ამის სულელი...”


...და, ვთქვათ, საბურთალოს ქუჩიდან ბახტრიონისკენ მანქანამ როდის უნდა შეუხვიოს, “მწვანეზე” თუ “წითელზე”? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ბევრი ასე აკეთებს და ბევრიც, ისე. კაცმა რომ თქვას, ორივე მოქმედებას თავისი ლოგიკა აქვს: ”მწვანე შუქის” მომხრეთა მოქალაქეობრივი პოზიცია გასაგებია, მაგრამ მათ პირდაპირ დაძრული ნაკადის გატარება და ფაქტობრივად ხელახლა გაწითლებულზე შეხვევა უხდებათ, ”წითლის ” მოყვარულები კი მართალია, სასურველი მიმართულებით თავისუფლად უხვევენ, მაგრამ რად გინდა _ წითელია.


ბოლოს კი, ზაფხულია და იქნებ, იმ ადგილებში, სადაც ჭადრის ფოთლებმა შუქნიშნები დაფარა რამე მოვიმოქმედოთ...


ილია ბაბუნაშვილი

carusel_title
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
სადაა ჩემი საჩუქარი?
31.12.2013
ავტომობილამდე იყო ცხენი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხენს სატრანსპორტო საშუალებად თითქმის აღარავინ იყენებს, მანქანასთან მიმართებაში მაინც ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე.
სრულად
თბილისური ავტოჩანახატი
26.03.2013

სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს? არადა, ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა, ფანჯრიდან არ იყურებიან

სრულად
ჩემი «ოპელ ასტრა» გავათხოვე
17.10.2012

იმ დღესაც ვზივარ სამსახურში და დასცხო ჩემმა ტელეფონმა «ბლექ დოგი». დავხედე - უცხო ნომერია. გისმენთ-მეთქი. განცხადების თაობაზე ვრეკავო

სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 29°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება
Opel Vectra
Mercedes ML350
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3