ჩემი პატარა, პიკანტური საიდუმლო
05.11.2011

ხუმრობის გარეშე: ახალმა Kia Picanto-მ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

ხუმრობის გარეშე: ახალმა Kia Picanto-მ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!


 


როგორია?


- პატარა, საყვარელი, ანცი, მხიარული, აზარტული, თავგადასავლების მოყვარული და რაც მთავარია მომხიბვლელი!


- საიდანაა?


- მის ქვეყანას საოცარი ისტორია, ლამაზი ბუნება და დიდი მომავალი აქვს!


- ვინაა?


- ჩემი პატარა, პიკანტური საიდუმლო!


 


სამხრეთ კორეელებმა ავტოწარმოებაში დიდ წარმატებებს რომ მიაღწიეს და რაც მთავარია, მიღწეულით არ კმაყოფილდებიან, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ “კია პიკანტოს” ახალი თაობის წარმომადგენელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.


ყოველგვარი ხუმრობის გარეშე! როდესაც თბილისში Kia-ს წარმომადგენლობაში ოდნავ შეიცვალა გეგმები და გასატესტი “ოპტიმას” ნაცვლად ახალი “პიკანტო” შემომთავაზეს, ცოტა ხასიათი კი გამიფუჭდა, მაგრამ უკან დასახევი დრო აღარ იყო. სიმართლეს ვიტყვი და ამ A კლასის ავტომობილისგან ბევრს არაფერს ველოდი. ვიფიქრე, ალბათ ისევ ხისტი დაკიდება, “მკვდარი” ძრავა, არაინფორმატიული საჭე - ასეთი რამეებისათვის მომიწევდა გამკლავება და წინასწარვე ნეგატიურად განვეწყვე. იმიტომ კი არა რომ ეს “კია” იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ კლასს მსგავსი რამეები სჩვევია. არადა, მანამდე ხშირად შემიმჩნევია ქალაქში ეს ავტომობილი და გარეგნულად ძალიან მომწონდა - ბოლოს და ბოლოს გერმანელი დიზაინერის ხელი ურევია... Es lebe Peter Schreyer!


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვკალათდი ახალ “პიკანტოში” და მექანიკური რეგულირებით სავარძელი ისე მოვირგე, რომ თავი საკმაოდ კომფორტულად და კარგად ვიგრძენი. ინტერიერში ბევრი პლასტმასია, მაგრამ მართალი გითხრათ, გაღიზიანებას არ იწვევს. მაჩვენებელთა დაფა და ციფერბლატები მშვენივრად გამოიყურება, სკამები კარგი ნაჭრითაა შეკერილი, საჭე ძალზე მოსახერხებელია. მართალია პლასტმასისაა, მაგრამ სამაგიეროდ, სადაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველგან ხელისგულში ჯდება. აქვე ჩემი საყვარელი USB პორტიც ვიპოვნე და საკუთარი მუსიკის სმენის საშუალებაც მომეცა.


 


A კლასი, რომელიც “სხვაკლასურად” იქცევა


 


ახლა კი საქმე! ძრავა ძალიან ჩუმად მუშაობს და ავტომობილი ადგილიდან საკმაოდ ადვილად იძვრება. სატერფულს დაბლა ვაწვები და მოულოდნელად კარგ აჩქარებას ვიღებ - 1.2 ლიტრი მოცულობის აგრეგატი ხომ 87 ცხენს “აჭიხვინებს”! გადაცემები სწრაფია და დროული, საჭე ძალიან ინფორმატიული, დაკიდება რბილი და ადეკვატური… ეს მცირელიტრაჟიანთა კლასია? თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობ, რომ ინსტინქტურად თითები საჭეზე “სავარაუდოდ” არსებული ღილაკების საძებნად გამირბის, რათა მუსიკის ხმას მოვუმატო, მაგრამ ღილაკები არაა. ჰოო, A კლასია, მაგრამ რა “სხვაკლასურად” იქცევა?!


მომწონს! ძალიან ცქვიტი და მოუსვენარია, მუდმივად პროვოცირებას გიკეთებს, რომ სადმე გაძვრე, ვიღაცას უცებ გაასწრო, მოულოდნელი მანევრი გააკეთო და რაც მთავარია, ამ ყველაფერს გაკეთებინებს! მაღალ ბრუნებზე ძრავის მსუბუქი “ბღუილიც” ისმის, რაც აზარტს გმატებს და უფრო გაბედულად მიისწრაფი წინ.


ხმაურიზოლაცია საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვიბროიზოლაციისათვისაც დიდი ყურადღება მიუქცევიათ! საოცარია, პატარა “პიკანტოს” უფროსი ძმა “სპორტიჯი” სულ სხვანაირ შეგრძნებებს ბადებდა. მართალია, ის ქროსოვერია, მაგრამ მაინც...


 


ხმაურიზოლაცია საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და ვიბროიზოლაციისათვისაც დიდი ყურადღება მიუქცევიათ


 


პატარა, მოქნილი და ანცი ურბანული ავტომობილი სწორ გზაზე ისე კარგად იქცევა, რომ სიჩქარის მატების სურვილს მიჩენს. ამის საშუალებაცაა: ამინდი ძალიან ცუდია, გვერდითი ქარი უბერავს და ტრასა ფაქტობრივად ცარიელია. აჩქარების სატერფული ძირს და სპიდომეტრის ისარი მარჯვნისაკენ გარბის! 140 კმ/სთ! კურსი სტაბილურია და მიუხედავად იმისა, რომ გვერდიდან ქარის საკმაოდ მძლავრი “მუშტები” ხვდება, პატარა ონავარი თავისი აეროდინამიკური მაჩვენებლების და დინამიკის ხარჯზე, ადვილად გაურბის დარტყმებს! ეს ცეროდენა არც გრძელ გზაზე დაღლის თავის პატრონს, ვფიქრობ გულში და უკვე ვგრძნობ, რომ ამ ავტომობილის საჭესთან ჯდომა და მისი მართვა სიამოვნებას მანიჭებს. საწვავის ხარჯი არც თუ ისე დიდია, შერეულ ციკლში 6 ლიტრი ბენზინი და ისიც იმიტომ, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფი გვაქვს, მაგრამ ტარების მანერასაც გააჩნია. ჩემი სტილით ამ “ბიჭუნამ” შეიძლება 5 ლიტრიც იმყოფინოს.


 


დასკვნა


მთლიანობაში, ავტომობილით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მხოლოდ ერთმა რამემ შემიქმნა დისკომფორტი - კარზე განლაგებულმა იდაყვის საყრდენმა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ სხვა, ამაზე უფრო მაღალი კლასის ავტომობილებშიც შემხვედრია. თვითონ საყრდენზე ხელის მოსასვენებლად სიმაღლე დაბალია, ხოლო ჩამოწეული მინის ადგილას, ოდნავ მაღალი. ამას კი ადამიანი ძალიან ადვილად გადაიტანს.


მძღოლი და ყველა მგზავრი, ახალ “პიკანტოსთან” ერთად, დარწმუნებული ვარ, ყოველდღე სხვადასხვა, ახალ-ახალ აღმოჩენებს გააკეთებენ, ხოლო რა ტიპის იქნება ეს აღმოჩენები, ეს ჩემი პატარა პიკანტური საიდუმლოა...


დემურ აფციაური

carusel_title
  • მცირელიტრაჟიანთა კლასის ახალი გმირი: "კია პიკანტომ" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
  • მცირელიტრაჟიანთა კლასის ავტომობილში ასეთი მიმზიდველი და გემოვნებით შესრულებული სალონი იშვიათობაა. "აუდის" ყოფილმა შეფ-დიზაინერმა პეტერ შრაიერმა, რომელმაც არცისე დიდი ხნის წინ "კიაში" გადაინაცვლა, თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ გამოავლინა
  • მაჩვენებელთა დაფაზე ფერთა შეხამება მართლაც საუცხოოა
  • სამხრეთ კორეელებმა ავტოწარმოებაში დიდ წარმატებებს რომ მიაღწიეს და რაც მთავარია, მიღწეულით არ კმაყოფილდებიან
  • ახალმა "პიკანტომ" მცირელიტრაჟიანთა კლასში სასიამოვნო არომატი შემოიტანა
  • საერთო სურათს ავტომობილის სვლის მანერაც ესადაგება. მოხვევის სისტემაც მოხდენილად მუშაობს და დაკიდებაც ისეთია, როგორიც ამ კლასის ავტომობილს უნდა ჰქონდეს
  • სალონის უკანა ნაწილში სამი მგზავრო მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის დროს მოთავსდება, ორი კი საკმაოდ ნორმალურად იმგზავრებს
  • საწვავის ხარჯი არც თუ ისე დიდია, შერეულ ციკლში 6 ლიტრი ბენზინი და ისიც იმიტომ, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფი გვაქვს, მაგრამ ტარების მანერასაც გააჩნია. ჩემი სტილით ამ “ბიჭუნამ” შეიძლება 5 ლიტრიც იმყოფინოს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
28.11.2013
ახალი "ტოიოტა კოროლა": რევოლუცია და ევოლუცია იაპონურად
სრულად
ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
05.11.2013
პირველი შეხვედრა ახალ Chevrolet Captiva-სთან, რომლის ფასი ”შევროლეს” ცენტრში 21 900 დოლარიდან იწყება
სრულად
ქაშქაი აქ, ქაშქაი იქ...
22.10.2013
...ქაშქაი ყველგან! აი, რატომაა ის ნისანის ბესტსელერი...
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3
Mercedes CLK240
Opel Vectra
HONDA Hr-v