მე ჩინელი პანდა ვარ!
17.11.2011

დიდი პანდა, იგივე ბამბუკის დათვი (ლათ.Ailuropoda melanoleuca) დათვისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ბეწვის თავისებური შავ-თეთრი შეფერილობით, ენოტისებრთა ზოგიერთი თვისებების მატარებელია

დიდი პანდა, იგივე ბამბუკის დათვი (ლათ.Ailuropoda melanoleuca) დათვისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ბეწვის თავისებური შავ-თეთრი შეფერილობით, ენოტისებრთა ზოგიერთი თვისებების მატარებელია. დიდი პანდები ცენტრალური ჩინეთის მთიან რეგიონებში ბინადრობენ: სიჩუანსა და ტიბეტში. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, პანდა ჩინეთის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ჩინური სახელი “დათვ-კატას” ნიშნავს, ადრე მას ასევე კოპლებიან დათვსაც უწოდებდნენ.


სიმაღლეში 1.2-1.5 მეტრი იზრდება, წონაში კი 30-დან 150 კილოგრამამდეა. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებელ ცხოველად ითვლება, ძირითადად მაინც ვეგეტარიანელია და ბამბუკით იკვებება.


მე პანდა ვარ, თანამედროვე ჩინეთის სიმბოლო. თუ მოსკოვის ოლიმპიადას ქონდა თავისი დათუნა სიმბოლო, რატომ არ შეიძლება ჩვენს ცისქვეშეთსაც ქონდეს მსგავსი რამ? მითუმეტეს, რომ მე ოლიმპიურ დათუნაზე ბევრად სიმპათიურად გამოვიყურები. არ გჯერათ? კარგად დააკვირდით ჩემს ფოტოებს. მე ისეთი მომხიბვლელი და საყვარელი ვარ, რომ ხანდახან, ხანშიშესულ, სენტიმენტალურ ქალბატონებს ჩემი დანახვისას თვალზე ცრემლი ადგებათ. ანდა რა არის გასაკვირი? მე ხომ ბავშვური და ამავდროულად სექსუალური გამოხედვაც მაქვს! დააკვირდით ჩემს ფარებს, მცირე კაპოტს, ლამაზ ალუმინის დისკებს და უჩვეულო უკანა მაშუქებს. ნუთუ ეს ყველაფერი ლამაზი არაა?


გასაგებია, რომ ვერ დავიკვეხნი ისეთი წარმომავლობით როგორც ჩემი ზოგიერთი ევროპელი, ან იაპონელი კონკურენტი, მაგრამ როდესაც მათ ათვალიერებთ, განა ასეთი გრძნობები გიჩნდებათ მათ მიმართ, ან რამდენად დარწმუნებული ხართ რომ ისინი იმ ქვეყნის ნამდვილი შვილები არიან, რომელსაც წარმოადგენენ? როგორც დიდი კომბინატორი იტყოდა - “მთელი კონტრაბანდა, ჩვენთან, ოდესაში კეთდებაო”! და მე კი დასამალი არაფერი მაქვს. ჩინელი ვარ და იქიდან ჩამოვედი თქვენი ქვეყნისა და გულების დასაპყრობად.


ბევრს საუბრობენ, ჩემი თანამემამულეების ხარისხიანობა-უსაფრთხოებაზე, მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე ისტორიას ჩაბარდა. ჩემი შემქმნელები ამ საკითხებზე ზედმიწევნით მუშაობდნენ. არც კი იცით, ჩემმა წინაპრებმა რა ტანჯვა-წამება გამოიარეს კონვეიერზე ადგილის მოსაპოვებლად! რამდენჯერ დალეწეს და დაკუჭეს მათი სხეულები! რას აღარ გვიშვრებოდნენ, როგორ არ გვაწვალებდნენ, მაგრამ ჩემმა გვარმა მაინც მოახერხა წარმოების კვარცხლბეკზე აცოცება და იქ კარგადაც მოკალათდა. დღესდღეობით, ცისქვეშეთში, ჩვენს კლასში ნამდვილი ლიდერები და იმპერატორები ვართ! მე ხომ პანდა ვარ, ბამბუკის ტყის მეფე! სამშობლოში ჩემს კლასში უსაფრთხოების ტესტებში მყარი ხუთიანი მაქვს! ჩემში მჯდომი მგზავრები ყველანაირად დაცულნი არიან. არ გჯერათ? შედით ინტერნეტში და ნახეთ პანდას C-NCAP ტესტები. ნახეთ? სარეკლამო ტრუკი გგონიათ? ასე რომ იყოს, ჩემთვის ევროპაში კარს ვერავინ გაჭრიდა! არადა მშვენივრად ვიყიდები ევროპაში. ბევრი თაყვანისმცემელიც მყავს.


მომწონს თქვენი ქვეყანა და იმის იმედიც მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებით! სუსტიაო? მე ვარ სუსტი? მე პანდა ვარ, 1.3 ლიტრი მოცულობის გული მაქვს და 86 ცხენისძალას ვანვითარებ. წონა კი იმდენიც არ მქვს, რომ სირბილში ხელი შემიშალოს, ათლეტური და ტანადი ვარ. საწვავის ხარჯი ხომ არ გაინტერესებთ? ძალიან სასაცილოდ დაბალი ხარჯი მაქვს, ქალაქში 5 ლიტრსაც კი არ ვწვავ! კი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მაქვს, მაგრამ მის ხარჯზე ისეთი ცელქობა შემიძლია, რომ შეიძლება ბევრ ჩ კლასის ავტომობილსაც შეშურდეს! არ გჯერათ? კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ესტუმროთ ჯადოსნურ ინტერნეტს და ყოუტუბე-ზე ჩემი ვიდეოებიც ნახოთ. მოკლედ გართობაც შემიძლია და კომფორტული სიარულიც. დაკიდება რბილი მაქვს და მსუბუქად გადავდივარ ყოველგვარ საფარზე. ყოველდღიური საქმეებისთვის და ქალაქში სასირბილოდ იდეალური პარტნიორი ვარ, თანაც მიმზიდველი და საყვარელი! მე პანდა ვარ, უპრეტენზიო, ცელქი, ტევადი, კომფორტული, მუსიკალური და ამავდროულად მუშა. ასეთი მეგობარი თუ გჭირდებათ, ნუ დაიზარებთ და შემომიარეთ, ადვილად მიპოვნით. ფასი? ყველა კონკურენტზე დაბალი მაქვს! მობრძანდით და შემაფასეთ. ყველას გელით გასართობად.


 


დასკვნა


ამ ავტომობილით ძალიან ვიხალისე. იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ერთგვარი მოთხობაც კი მივუძღვენი. ყოველდღიურობაში მართლაც კარგი ტიპი უნდა იყოს, იმედია ის ხარისხი, რაც გარეგნულად ჩანს, წლების მანძილზეც შენარჩუნდება.


ავტომობილი სხარტია, საკმოდ კომფორტული დაკიდებით, კონდინციონერით, კარგი საუნდსისტემით და კომფორტული სავარძლებით. ოდნავ შეზღუდულია უკანა ხედვის არე, მაგრამ, ალბათ ეგ მიჩვევის ამბავია. ქრაშ-ტესტებშიც კარგი მაჩვენებლები აქვს, მის გარეგნობას კი ყველა თვითონ შეაფასებს. რაც მთავარია ძალიან ეკონომიურია!


დემურ აფციაური


 


 


ტექნიკური მაჩვენებლები


ძრავა: 1342 cc (DOHC);სიმძლავრე: 85 ცხენის ძალა; ამძრაობა: წინა; საწვავის ხარჯი: 7ლ ქალაქში; სიგრძე: 3600 მმ;სიგანე: 1630 მმ; სიმაღლე: 1465 მმ; გარანტია: 2 წელი ან 50 000 კმ.


ფასი: 8 900 დოლარი (მექანიკა), 9 900 დოლარი (ავტომატიკა)

carusel_title
  • ამ ავტომობილით ძალიან ვიხალისე. იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ერთგვარი მოთხობაც კი მივუძღვენი. ყოველდღიურობაში მართლაც კარგი ტიპი უნდა იყოს
  • ოდნავ შეზღუდულია უკანა ხედვის არე, მაგრამ, ალბათ ეგ მიჩვევის ამბავია
  • იმედია ის ხარისხი, რაც გარეგნულად ჩანს, წლების მანძილზეც შენარჩუნდება
  • ქრაშ-ტესტებშიც კარგი მაჩვენებლები აქვს, მის გარეგნობას კი ყველა თვითონ შეაფასებს. რაც მთავარია ძალიან ეკონომიურია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
28.11.2013
ახალი "ტოიოტა კოროლა": რევოლუცია და ევოლუცია იაპონურად
სრულად
ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
05.11.2013
პირველი შეხვედრა ახალ Chevrolet Captiva-სთან, რომლის ფასი ”შევროლეს” ცენტრში 21 900 დოლარიდან იწყება
სრულად
ქაშქაი აქ, ქაშქაი იქ...
22.10.2013
...ქაშქაი ყველგან! აი, რატომაა ის ნისანის ბესტსელერი...
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Elgrand 5400 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Opel Astra 5400 $
Mercedes-Benz E 240 3500 $