საჭესთან მხოლოდ ქალიშვილები არიან
20.02.2015
რო­გორ და­დი­ან ასეთ მა­ღალ ქუს­ლებ­ზე? წო­ნას­წო­რო­ბას რო­გორ იცა­ვენ?

- სიმ­ძი­მის ცენ­რი აქვთ სხვა ად­გილ­ზე.

- ქვე­ვი­და­ნაც რომ უბე­რავს... ალ­ბათ, სულ გრი­პი სჭირთ.

აი, ასე გე­ნი­ა­ლუ­რად და­ა­ხა­სი­ა­თეს ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჯო­ზე­ფი­ნად და ჯე­რალ­დი­ნად გა­დაც­მულ­მა ჯომ და ჯე­რიმ 1929 წელს, ჩი­კა­გოს ვაგ­ზ­ლის ერ­თ­-ერთ ბა­ქან­ზე. რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ისი­ნი ამე­რი­კის გან­გ­ს­ტე­რულ ის­ტო­რი­ა­ში «წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღის ჟლე­ტად» შე­სუ­ლი ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბის (ან მისი კი­ნო­ა­ნა­ლო­გის) უნებ­ლიე მოწ­მე­ე­ბი ხ­დებიან და ქა­ლე­ბის ჯაზ­-­ბენდს მიტ­მას­ნი­ლე­ბი ფლო­რი­და­ში გარ­ბი­ან. ერ­თი ტრომ­ბო­ნის­ტი­ა, მე­ო­რე კონ­ტ­რა­ბა­სის­ტი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, გა­გახ­სენ­დათ ბი­ლი უაილ­დე­რის უკ­ვ­და­ვი ფილ­მი Some Like it Hot («ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან»). ჯო, იგი­ვე ჯო­ზე­ფი­ნა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ტო­ნი კერ­ტი­სი­ა, ჯე­რი, ანუ ჯე­რალ­დი­ნა კი ბრწყინ­ვა­ლე ჯეკ ლე­მო­ნი.

Auto Bild

მაშ, სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რი სხვა ად­გი­ლას აქ­ვ­თო. შე­საძ­ლო­ა, მარ­თა­ლიც იყოს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი ეჭ­ვი მეც გა­მიჩ­ნ­და იმ დღეს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნუ­რი სიჩ­ქა­რით ჩემს ზოლს მი­ვუყ­ვე­ბო­დი, წი­ნა მან­ქა­ნა კი არ მიშ­ვებ­და _ სა­ნა­ხევ­როდ აქეთ ზოლ­ში მი­ტა­ა­ტებ­და და სა­ნა­ხევ­როდ იქი­თა­ში. გვერ­დი ვე­რაფ­რით ავუქ­ცი­ე, ორ­მაგ ხაზს ხომ არ გა­დავ­კ­ვეთ­დი. ნუ, ერ­თი და ორი წა­მით, თბი­ლის­ქა­ლაქ­ში, ასე­თი რამ ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც გარ­დი­გარ­დ­მო სი­ა­რულს ბო­ლო არ უჩანს, ადა­მი­ა­ნი უნებ­ლი­ეთ და­აკ­ვირ­დე­ბი წი­ნა მან­ქა­ნის მძღოლს და და­ი­ნა­ხავ, რომ... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი­ა.

Auto Bild

ჩემს კო­ლე­გას კი ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტ­ზე შე­ემ­თხ­ვა ასე­თი რამ: შუქ­ნი­შან­ზე გა­ა­ჩე­რა და უცებ, ბრახ! უკ­ნი­დან გა­ზიმ­ზი­მე­ბუ­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. აი, იმ მარ­კის, ყვე­ლა ნაღდ თბი­ლი­სელს რომ უნ­და ჰქონ­დეს. ღერ­ძი გა­ი­ღუ­ნა, ბორ­ბა­ლი მო­იბ­რი­ცა... გად­მო­ვი­და ჩე­მი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი კო­ლე­გა მან­ქა­ნი­დან და ხელ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი, თა­ნაც შე­ში­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნი შერ­ჩა. და ავა­რი­ის მი­ზე­ზი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტონს თვა­ლი ვა­კის ბუ­ტი­კე­ბის მწკრივ­მა მოს­წყ­ვი­ტა. ასე ვთქვათ, წინ ყუ­რე­ბას ვიტ­რი­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

რა გინ­და ქნა? ან­და, რო­გორ გინ­და ქალს ვიტ­რი­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა აუკ­რ­ძა­ლო?

ვიტ­რი­ნე­ბი იქით იყოს და რო­გორ გინ­და, მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­კად­რო, რომ ის მან­ქა­ნა­ში არ ჩანს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მივ­დი­ვართ ქუ­ჩა­ში და ვხე­დავთ რომ წი­ნი­დან, გვერ­დი­დან ან სა­ი­დან­ღაც მო­დის მან­ქა­ნა და არა მი­სი მშვე­ნი­ე­რი მძღო­ლი. არა­და, ამ მძღოლ­მა იცის, რომ თა­ვად ქა­ლი­ა, ჩვენ კი კა­ცე­ბი ვართ და შე­სა­ბა­მი­სად გზა უნ­და და­ვუთ­მოთ - და­ახ­ლო­ე­ბით, რო­გორც სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის შე­სას­ვ­ლელ­ში, ისე.



თუმ­ცა, ამას­წი­ნათ სა­კუ­თარ ეზო­ში გავ­ხ­დი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის მოწ­მე: იმ­დე­ნი მან­ქა­ნა იდ­გა, მაცხოვ­რებ­ლებს ლა­მის გვერ­დუ­ლად უწევ­დათ სი­ა­რუ­ლი. მან­ქა­ნა ეზო­დან ქუ­ჩა­ში რომ გა­სუ­ლი­ყო, წინ, უკან, მარ­ცხ­ნივ და მარ­ჯ­ვ­ნივ ცხრა­ჯერ უნ­და მი­გო­რე­ბულ­-­მო­გო­რე­ბუ­ლი­ყო. და აი, ვხე­დავ, ერ­თი მათ­გა­ნი და­იძ­რა. ჯერ, ზუს­ტად გა­მოძ­ვ­რა გვერ­დით მდგო­მი ძმე­ბის ალ­ყი­დან, მე­რე კი, გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ ზურ­გით დამ­დ­გა­რი, ყო­ველ­გ­ვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე, უკუს­ვ­ლით (!) ვაჟ­კა­ცუ­რად გა­ვარ­და ქუ­ჩა­ში. და რო­გორ ფიქ­რობთ, ვინ იჯ­და სა­ჭეს­თან? ქა­ლი, ბა­ტო­ნე­ბო, ქა­ლი!

ჰო­და, ამი­ტო­მაც ვუხ­დი ბო­დიშს ამ წე­რი­ლის­თ­ვის ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს, ვი­საც «ჟიკ­ლი­ო­რი­სა» და «რაზ­ვალ­ნი ვტულ­კე­ბის» ამ­ბა­ვი ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით კარ­გად გა­ე­გე­ბა. იქ­ნებ, მთლად სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რ­შიც არ არის საქ­მე...
ილია ბაბუნაშვილი

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ქალი საჭესთან, ბლოგი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
გიორგი მერებაშვილი: გატუზომ მითხრა, დამელოდე, შენც თან წაგიყვანო...
სხვა სიახლეები
მუსიკალური სიზმარი კადილაკში
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
პირველი სიყვარული
08.03.2015
ოოო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა იყო – 80-იანი წლების დასაწყისში
სრულად
კაცი, რომელსაც მანქანის გაყიდვა არ შეუძლია
13.01.2015
ავტომობილების სიყვარული ხანდახან სიგიჟეში გადადის.
სრულად
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
როგორ ვისარგებლოთ ციფრული მაუწყებლობით
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 13°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Cube 3800 $
Honda HR-V 2000 $
BMW 518 1200 $
Nissan Teana 4000 $