ფრანგული ავტომარათონის თავისებურებანი
ფრანგული ავტომარათონის თავისებურებანი
22.11.2011

წელს ლე მანის ლეგენდარულ 24-საათიან რბოლაში კვლავ აუდი და პეჟო დომინირებდნენ

«ლე მა­ნის 24 სა­ა­თი» ლე­გენ­და­რუ­ლი რბო­ლა­ა, რო­მელ­ზეც ერ­თხელ მა­ინც აუცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­ვ­დეს ავ­ტოს­პორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი.


ლე მა­ნი სარ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცენ­ტ­რი და საფ­რან­გე­თის შვი­დი უდი­დე­სი ქა­ლა­ქი­დან ერთ­-ერ­თი­ა, ასე რომ, იქ სას­ტუმ­რო­ე­ბის სიმ­ცი­რე არ შე­იმ­ჩ­ნე­ვა, მაგ­რამ ქა­ლა­ქი ისეა გან­თ­ქ­მუ­ლი თა­ვი­სი რბო­ლით, რომ სას­ტუმ­როს და­ჯავ­შ­ნას მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე იწყე­ბენ, რა­თა სა­გა­ი­სო რბო­ლას და­ეს­წ­რონ. ასე რომ, მათ, ვინც საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის პოვ­ნა ვერ მო­ას­წ­რო, ორი ვა­რი­ან­ტი აქვთ: ტრა­სას­თან კემ­პინ­გის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კარ­ვის გაშ­ლა ან მე­ზო­ბე­ლი ქა­ლა­ქე­ბის სას­ტუმ­რო­ში მოწყო­ბა.


ავ­ტოს­პორ­ტის ფა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კა­რავ­ში ცხოვ­რე­ბას არ­ჩე­ვს. ისი­ნი ლე მან­ში თა­ვი­ან­თი «ფე­რა­რე­ბით», «პორ­შე­ე­ბი­თა» და სხვა ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბით ჩა­დი­ან. მთე­ლი კვი­რა კემ­პინ­გის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნი­სას მარ­ტო რბო­ლის სტუმ­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა გარ­თო­ბა - ეს ერ­თ­გ­ვა­რი უფა­სო გა­მო­ფე­ნა­ა.


ავ­ტოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მან­ქა­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც. ტრა­სა­ზე შეს­ვ­ლის­თან­ვე თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბათ «ა­უ­დის» სტენ­დი, სა­დაც სარ­ბო­ლო მან­ქა­ნის გარ­და მი­სი საგ­ზაო ვერ­სი­აც არის გა­მო­ფე­ნი­ლი. მე­ზობ­ლად «ნი­სა­ნი» დგას, შემ­დეგ BMW და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე ჩქეფს ტრა­სის მე­ო­რე მხა­რეს, სა­დაც მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლე­ლით ან «დან­ლო­პის» ცნო­ბი­ლი ხი­დით, რო­მე­ლიც ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­სახ­ვე­ვის თავ­ზე გა­დის.


რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თო­ბას, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია ტრა­სა­ზე წრის გავ­ლა, რაც ხუ­თი ევ­რო ღირს - შე­გიძ­ლი­ათ დატ­კ­ბეთ ტრა­სის ბრწყინ­ვა­ლე ხე­დე­ბით, ხო­ლო თუ ამას ღა­მით გა­ა­კე­თებთ, და­უ­ვიწყა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ.


რბო­ლის სა­ყუ­რებ­ლად ად­გი­ლის შერ­ჩე­ვის­თ­ვის ად­რი­ა­ნად უნ­და იზ­რუ­ნოთ, რად­გან სტარ­ტამ­დე ერ­თი სა­ა­თით ად­რე, გარ­შე­მო ბორ­ც­ვე­ბი მა­ყუ­რებ­ლით არის სავ­სე. სა­ჭი­როა ამაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის პოვ­ნა, რად­გან დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და თუ დაბ­ლა დას­ხ­დე­ბით, მან­ქა­ნის მოძ­რა­ო­ბას მხო­ლოდ ძრა­ვის ხმით თუ აღიქ­ვამთ.


წლე­ვან­დელ­მა, რი­გით 79-ე მა­რა­თონ­მა მა­ყუ­რე­ბელს თვალ­სა­სე­ი­რო სა­ნა­ხო­ბა უჩ­ვე­ნა. კი­დევ ერ­თხელ დამ­ტ­კიც­და, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა სა­ი­მე­დო­ო­ბა, სის­წ­რა­ფე და აკუ­რა­ტუ­ლო­ბა.


მო­რი­გი 24-სა­ა­თი­ა­ნი რბო­ლა, წე­სით, სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. შარ­შან­დელ­მა ლი­დე­რებ­მა - «ა­უ­დიმ» და «პე­ჟომ» ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი მო­ამ­ზა­დეს და წი­ნას­წარ შე­იძ­ლე­ბო­და იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ სწო­რედ ეს ორი კონ­ცერ­ნი გა­მარ­თავ­და ბრძო­ლას გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის. მათ გარ­და, «მთა­ვარ» კლას­ში ისევ გა­მოჩ­ნ­და ან­რი პეს­კა­რო­ლოს «ჩა­უ­ძი­რა­ვი» გუნ­დი, «ას­ტონ მარ­ტი­ნის» აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, სა­ჯი­ნი­ბო «ჰო­უპ რე­ი­სინ­გის» პირ­ვე­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი პრო­ტო­ტი­პე­ბი... ისი­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბის პრე­ტენ­დენ­ტე­ბად არ მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, მაგ­რამ რბო­ლის მსვლე­ლო­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტ­რი­გის შე­ტა­ნა შე­ეძ­ლოთ.


კვა­ლი­ფი­კა­ცია Audi R18-მა მო­ი­გო, რო­მელ­მაც სტარ­ტ­ზე პირ­ვე­ლი რი­გი და­ი­კა­ვა. შემ­დეგ იყო ორი «პე­ჟო 908», მათ კი მოყ­ვე­ბო­დათ იმა­ვე «ა­უ­დი­სა» და «პე­ჟოს» ქარ­ხ­ნუ­ლი გუნ­დე­ბის კუ­პე­ე­ბი. «ა­უ­დიმ» პირ­ვე­ლი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა კონ­კუ­რენტს, მაგ­რამ ორი­ვე გუნ­დის რი­გებ­ში კარ­გად იცოდ­ნენ, რომ მო­გე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ბევრს არა­ფერს ნიშ­ნავ­და.


სტარ­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად ფრან­გუ­ლი დრო­შის დაქ­ნე­ვით მის­ცეს და მან­ქა­ნე­ბი 24-სა­ა­თი­ა­ნი მა­რა­თონს შე­უდ­გ­ნენ. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ პე­ლო­ტონ­მა პირ­ვე­ლი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და - ბრძო­ლას გა­მო­ე­თი­შა «ას­ტონ მარ­ტი­ნის» ორი­ვე პრო­ტო­ტი­პი - მათ სა­ი­მე­დო­ო­ბამ უმ­ტყუ­ნა. მაგ­რამ თუ ამ «რუ­ხი» მან­ქა­ნის პრობ­ლე­მე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო, «ა­უ­დის» ინ­ცი­დენტს ნამ­დ­ვი­ლად არა­ვინ ელო­და.


მა­რა­თო­ნის დაწყე­ბი­დან ერ­თი სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ გერ­მა­ნულ­მა კონ­ცერ­ნ­მა თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეკი­პა­ჟი და­კარ­გა. გა­მოც­დი­ლი ალან მაკ­ნი­ში თა­ნა­გუნ­დელ ტი­მო ბერ­ნ­ჰარდს უს­წ­რებ­და და ამ დროს წინ მყო­ფი «ფე­რა­რი» ვერ შე­ამ­ჩ­ნი­ა. მო­სახ­ვევ­ში ორი მან­ქა­ნა ვერ და­ე­ტია და მაკ­ნი­ში მთე­ლი ძა­ლით შე­ე­ჯა­ხა «ფე­რა­რის», რომელიც ჰა­ერ­ში აფ­რინ­და და ბა­რი­ერს და­ე­ცა. მან­ქა­ნა ნა­წი­ლე­ბად და­იმ­ს­ხ­ვ­რა და სა­ბედ­ნიე­როდ, ნარ­ჩე­ნებ­მა იქ­ვე მდგა­რი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და მსა­ჯე­ბი არ და­ა­ზი­ა­ნა. მაკ­ნი­შიც გა­და­ურ­ჩა ტრავ­მებს, მაგ­რამ ინ­ცი­დენ­ტ­მა ტრა­სა­ზე პე­ის­კა­რის გა­მოს­ვ­ლა გა­მო­იწ­ვი­ა.


რვა სა­ა­თის შემ­დეგ ისევ გა­მო­ი­ჩი­ნეს თა­ვი «ა­უ­დის» მრბო­ლე­ლებ­მა - შარ­შან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნი მა­იკ რო­კენ­ფე­ლე­რი წრე­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლის გას­წ­რე­ბი­სას, ისევ შე­ე­ხო «ფე­რა­რის» და სა­ბო­ლო­ოდ, მი­სი მან­ქა­ნის­გან პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი დარ­ჩა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პი­ლო­ტი აქაც არ და­ზიანე­ბუ­ლა. ტრა­სა­ზე ისევ გა­მოჩ­ნ­და უსაფ­რ­თხო­ე­ბის მან­ქა­ნა, რო­მელ­მაც ორი სა­ა­თი ატა­რა პე­ლო­ტო­ნი. პირ­ვე­ლად რბო­ლის ის­ტო­რი­ა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს პე­ის­კა­რის შეც­ვ­ლა მო­უ­წი­ათ, რად­გან უსაფ­რ­თხო­ე­ბის მან­ქა­ნას საწ­ვა­ვი გა­უ­თავ­და.


სა­ნამ «ა­უ­დი» მან­ქა­ნას მან­ქა­ნა­ზე კარ­გავ­და, სა­მი­ვე «პე­ჟო» და­მა­ჯე­რებ­ლად გა­დი­ო­და წრე­ებს და თით­ქოს, ფრან­გულ კონ­ცერნს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ქონ­და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა. მაგ­რამ ვერც «პე­ჟო 908»-ის დიდ­მა ეკო­ნო­მი­უ­რო­ბამ, მის­მა მა­ღალ­მა სა­ი­მე­დო­ო­ბამ ხე­ლი ვერ შე­უ­შა­ლა Audi R18-ის სის­წ­რა­ფე­სა და სა­ბუ­რა­ვე­ბი­სად­მი ეკო­ნო­მი­ურ მუ­შა­ო­ბას. რბო­ლის დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში გერ­მა­ნუ­ლი მარ­კის ეკი­პაჟ­მა უშუ­ა­ლო დუ­ე­ლი­სას გა­მოს­ტა­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბა «პე­ჟოს» და მა­რა­თო­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.


მარ­სელ ფეს­ლერ­მა, ბე­ნუა ტრე­ლი­ომ და ან­დ­რე ლო­ტე­რერ­მა ერ­თა­დერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლი Audi R18-ით გა­უს­წ­რეს «პე­ჟო 908»-ის კვარ­ტეტს, რო­მელ­თა­გა­ნაც სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი იყ­ვ­ნენ სე­ბას­ტი­ან ბურ­დე, სი­მონ პა­ჟე­ნო და პედ­რო ლა­მი. 24-სა­ა­თი­ა­ნი რბო­ლის შემ­დეგ ორი ლი­დერს შო­რის სხვა­ო­ბა მხო­ლოდ 14 წამს შე­ად­გენ­და. «ა­უ­დის» ბოქ­სებ­ში სრუ­ლი სა­გი­ჟე­თი სუ­ფევ­და, «პე­ჟოს» გუნ­დ­ში - იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ეს გა­სა­გე­ბი­ა: სამ­მა მან­ქა­ნამ კონ­კუ­რენ­ტის ერთ ავ­ტო­მო­ბილ­თან წა­ა­გო.


2011 წლის «ლე მან­მა» და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბრძო­ლა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ორ სა­ქარ­ხ­ნო გუნდს შო­რის მი­დის, «კერ­ძო» სა­ჯი­ნი­ბო­ე­ბი კი მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნეთ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ით უნ­და დაკ­მა­ყო­ფილ­დ­ნენ და ლი­დერ­თა პრობ­ლე­მე­ბის იმე­დი უნ­და ჰქონ­დეთ.


უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვერ ახერ­ხებს გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას «მის­ტერ ლე მა­ნი» ტომ კრის­ტენ­სე­ნი - მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბულ რბო­ლებს მარ­თა­ვენ, რვაგ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და­ნი­ე­ლი კი თა­ვი­სი მი­ზე­ზით იძუ­ლე­ბუ­ლია ად­რე­ულ ეტაპ­ზე მი­ა­ტო­ვოს რბო­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გა­მოს­დის «პეს­კა­რო­ლოს» აღორ­ძი­ნე­ბულ გუნდს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად «ას­ტონ მარ­ტინს» უჭირს - ინ­გ­ლი­სუ­რი პრო­ტო­ტი­პე­ბის სა­ი­მე­დო­ო­ბა ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და თით­ქ­მის არ აქვთ სის­წ­რა­ფე.


წლე­ვან­დელ­მა ავ­ტო­მა­რა­თონ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სა­ერ­თო პრობ­ლე­მა - ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი­ა. რბო­ლამ თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მრბო­ლე­ლე­ბიც არ არი­ან დაზღ­ვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბის­გან, რაც მათ ძვი­რად უჯ­დე­ბათ. შეც­დო­მე­ბი პიტ­ს­ტო­პებ­სა და ტრა­სა­ზე, ავა­რი­ე­ბი არა­მარ­ტო ლე მა­ნის ახალ­ბე­დებს, არა­მედ ტი­ტუ­ლო­ვან პი­ლო­ტებ­საც მოს­დით. გუნ­დებს წინ ერ­თი წე­ლი აქვთ სა­კუ­თა­რი პი­ლო­ტე­ბის უკეთ გა­საწ­ვ­რ­თ­ნე­ლად და ახა­ლი ტექ­ნი­კის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ა, რა­თა სა­ი­უ­ბი­ლეო მე-80 «ლე მა­ნის 24 სა­ა­თი» უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, ვიდ­რე წი­ნა წლე­ბის რბო­ლე­ბი.


გია თვალაბეიშვილი

carusel_title
  • «ლე მა­ნის 24 სა­ა­თი» ლე­გენ­და­რუ­ლი რბო­ლა­ა, რო­მელ­ზეც ერ­თხელ მა­ინც აუცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­ვ­დეს ავ­ტოს­პორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი
  • ავტოდრომი ღამით
  • გამარჯვებული ეკიპაჟი
  • ალან მაკნიშის ავარია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Volkswagen Passat 6500 $
Honda Stream 2500 $
Opel Astra 3500 $
Nissan X-Trail 3400 $