Auto Bild-მა შუშების საწმენდი საშუალების ათი სახეობა გატესტა. ახლა კი გვინდა გაგიზიაროთ, რომელია საუკეთესო და უვნებელი. ამ ათიდან სამი შამპუნი მაშუქებს ჭამს, ერთი კი თუნუქსაც ანადგურებს
წლის ყველაზე ცხელი პერიოდიც დადგა და ყვავილის მტვერი და მწერებიც თან მოყვა. ავტომობილის მძღოლებიც იძულებულები არიან, შუშის საწმენდი პროდუქტები გამოიყენონ. Auto Bild-მა ათი საზაფხულო შამპუნი გატესტა და აქვე მნიშვნელოვან კითხვებსაც უპასუხებს.
არ შეიძლება, რომ ზაფხულში ზამთრის შამპუნი გამოვიყენო?
შესაძლებელია, მაგრამ არ არის სასურველი. ზამთრის საწმენდებს უჭირთ მწერების მოშორება. ზაფხულის შამპუნები კი სწორედ ამისთვისაა შექმნილი. შედეგს ეს ტესტიც დაამოწმებს.
საზიანოა, როცა ავზში ზამთრის შამპუნია დარჩენილი და მას ზაფხულისას ვამატებ?
როგორ წესი, არა. ჩვენ ყველა შამპუნს დავუმატეთ ათი პროცენტი ზამთრის საწმენდი, რომლებიც მინუს 20 გრადუსზე იყო დაყენებული. რასაც არანაირი პრობლემები გამოუწვევია.
რატომ ჭირდება შამპუნს საღებავთან და პლასტმასთან თავსებადობაზე შემოწმება?
გარეცხვა-გაწმენდის პროცესში საწმენდი ხსნარი მარტო წინა ან უკანა საქარე მინაზე კი არ ესხურება, არამედ სახურავზეც და ჩამოყვება გვერდით კარებზეც. ასევე, შამპუნით იწმინდება მაშუქებიც, რომლებიც, როგორც წესი, მზადდება მაკროლონით, ძვირიანი პლასტმასით. გამწმენდის გაშრობიდან უკვე ორი დღის შემდეგ ზოგიერთი შამპუნი მასალაში ბზარებს იწვევს - მაშუქები ყვითლდება. საღებავზე ტოვებენ კვალს, რომელიც პოლირებით თუ მოშორდება. ჩვენს ტესტშიც გამოჩნდა, როცა ერთ-ერთმა მხოლოდ ერთსაათიანი მოქმედების შემდეგ საღებავი გამოუსწორებლად გაბერა.
რას ნიშნავს ხისტი წყლის მიმართ სტაბილურობა?
ზოგიერთი წყლის საქაჩი ძალიან ხისტ და კირით სავსე წყალს მოაწოდებს, რომლის კალციუმის იონები შამპუნებს ებმიან. ზოგჯერ მხოლოდ სითხეს ამღვრევს, არასასურველ შემთხვევებში კი ავზის ძირზე დანალექებს წარმოქმნის, რომელიც საწმენდის პომპას და მილებს ჭედავს.
რატომ გატესტა Auto Bild-მა მხოლოდ შუშის შამპუნის კონცენტრატები?
რადგან მხოლოდ ესენი გვთავაზობენ ფასი-შედეგის საუკეთესო თანაფარდობას. ერთი 250 მლ-იანი ბოთლი იძლევა 25,25 ლიტრ მზა სარეცხ სითხეს, რაც ლიტრზე 14-დან 35 ცენტამდე გამოდის. ამდენი არცერთი მზა ნაზავი არ ღირს, თან ეკოლოგიის მხრივაც, გაზავებულებს მეტი შეფუთვაც ჭირდებათ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრ მძღოლს გაზავება უჭირს. ვისაც არ შეუძლია დოზიმეტრის თავიდან (25 მლ) კონცენტრანტი და 2,5 ლიტრი წყალი მიყოლებით ავზში ჩაუშვას, ჯობია მზა ნაზავი შეიძინოს.
ჩემს მანქანას ბრტყელი ჯაგრისები აქვს. ამისთვის ცალკე შამპუნი უნდა გამოვიყენო?
არა, გამწმენდი ჯაგრისის ფორმას შამპუნისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
არ გამოიყენოთ საოჯახო სარეცხი საშუალებები!
რატომ არ შეიძლება, უბრალოდ ავიღოთ დედას სარეცხი ბოთლი და პირდაპირ შუშების სარეცხ ავზში ჩავუშვათ? პასუხი მარტივია: ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს ევალებათ შესაწვავი ცხიმის მოშორება და არა - მწერების ან დიზელის ჭვარტლის. გარდა ამისა, ისინი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობენ. მანქანაში კი შამპუნი ნელთბილია და მისი მოქმედების დროც მცირეა - მისხურებიდან საწმენდებით გადაწმენდამდე რამდენიმე მეათედი წამია. ამას გარდა, ჭურჭლის სარეცხი თავისი ცხიმის გამხსნელების გამო აზიანებს ლაქს და რეზინებს, როგორებიცაა დამამკვრივებლები და ჯაგრისები. ასევე პლასტმასსაც აქვს ალერგია ჭურჭლის სარეცხზე და იბზარება, როგორც ცუდი ხარისხის შუშის შამპუნების შემთხვევაში.
ასე გავტესტეთ
შუშის შამპუნები Auto Bild-მა Sonax-ში გატესტა, რადგან ამ ამოცანისთვის საჭირო ავტომატური საცდელი სტენდი მხოლოდ ნოიბურგელებს გააჩნიათ. ჩვენ იქ გამოვიკვლევთ და შევაფასებთ, მაგრამ ფირმისგან სრულიად დამოუკიდებლად. საცდელი სტენდი შედგება Mercedes SLK-ს წინა საქარე მინის მოდულისა და გადამწმენდი დანადგარისგან, ასევეა მრავალი დამხმარე აპარატურა კლიმატიზაციისთვის (20 გრადუსი ზაფხულის, 0 გრადუსი ზამთრის პროდუქტებითვის) და ჭუჭყის დასატანად. ციფრული ვიდეო ანალიზის საშუალებით შესაძლებელია წმენდის შედეგი ჯაგრისის ყოველ მოძრაობაზე განისაზღვროს. არსებობს გაჭუჭყიანების ორი ვარიანტი: ერთი მხრივ ქუჩის ჭუჭყი, რომელსაც წყალი ტოვებს და დიზელის ჭვარტლი, ასევე გაშრობის დამხმარეები - ავტომატური სამრეცხაოებიდან.
მწერების ნარჩენების ჭუჭყი: შედეგი გაწმენდის ქულებით სამგვარად ითვლება. სათითაოდ ითვლება ქიმიური გამოცდები, სადაც საღებავთან, ან პლასტმასთან თავსებადობაზე „ნაკლოვანი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“ შეფასებების მიღება, საბოლოო შედეგშიც „ნაკლოვანს“ ანიჭებს. არ იქნა გათვალისწინებული არომატი, რადგან თითოელი ადამიანი მას განსხვავებულად შეიგრძნობს - ასევე საბოლოო ნაზავის ღირებულება ლიტრზეც, ხარისხთან კავშირში არ არის.
დასკვნა
Sonax-მა გაიმარჯვა, Dr. Wack-ი მეორეა და მათ Aral მოყვება. ასევე მეც, როგორც მომხმარებელს, მაინტერესებს, ჩემს ავტომობილს რომელი პროდუქტები გააფუჭებს, საღებავს და მაშუქს დააზიანებენ. ჩვენი გამოკვლევა გვაჩვენებს: ამგვარი ათიდან სამია, რაც ძალიან ბევრია და გვაძლევს საფუძველს, ტესტირებები გავაგრძელოთ.
ჰენდრიკ დიკმანი