SUP(E)RA!!!
SUP(E)RA!!!
29.11.2011

ნებისმიერ ავტომობილისტს აქვს ოცნება, რომელიმე განსაკუთრებულ ავტომობილს მართავდეს, ან თვითონ შექმნას კონკრეტული მოდელი, ან გააუმჯობესოს უკვე არსებული და ასე შემდეგ

ნებისმიერ ავტომობილისტს აქვს ოცნება, რომელიმე განსაკუთრებულ ავტომობილს მართავდეს, ან თვითონ შექმნას კონკრეტული მოდელი, ან გააუმჯობესოს უკვე არსებული და ასე შემდეგ. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ამ «დაავადებით» შეპყრობილი ადამიანები მიღწეულით ვერასდროს კმაყოფილდებიან. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის, დავით ჭავჭანიძის სიტყვებითაც, «ეს ნარკოტიკივითაა, როდესაც იწყებ და ვერ ჩერდები, ვეღარ ეშვები...»


Tuned on Dyno Dynamics; Turbocharger GT3582R; 46MM Wastgate; ViPEC Engine Management-V44model; Metal Head Gasket 2.5mm; Intercooler 600*300*100; Intercooler Piping Couplers Kit Blue Silicone 3.0mm; Handmade Race Intake; Race 2JZ Exhaust Manifold; Fuel Pump – Bosch 044; Apexi Boost solenoid; Jasma Exhaust; Fuel Injector Clinic 650CC; Blow Off Valve; New Engine Bearings; New Piston Rings; New Kit Lightweight Underdrive Crank Pulley V2.0, 6061 Aluminum; NGK Iridium Spark Plugs; New 2JZ Flywheel Bolts; LSD Differential A01B; Transmission W58 Manual; Race Turbo Manifold; Ignition Wire Set for 2JZ-GTE; New Distributor Rotor for 2JZ-GTE; Boost Gauge; 2JZ New Timing Belt;  2JZ Timing Belt Idler Pulley; Sustec Damer Shocks For Street Use; R19 AXIS Wheels; Rear Wheel Spacers; Audio – Alpine 9853R; Alpine Speakers; Soundstream Amplifier; Double Amplifier; JBL Subwoofer; Big Dog Power Capacitor.


დეტალებისა და აპარატურის ჩამონათვალი ნამდვილად შთამბეჭდავია. სიმართლეს გეტყვით და თავიდან მეც ვერ გავერკვიე ყველაფერში, მაგრამ მერე დათომ ამიხსნა და მივხვდი, სად რა ეყენა. დასამალი არაფერია, სწრაფმავალი ავტომობილები ჩემი სტიქია არაა და კონკრეტული Toyota Supra 2JZGE, რომელიც 1994 წელსაა გამოშვებული და იაპონიაშია დამზადებული, საქართველოში მოხვედრის შემდეგ, საგრძნობლად შეიცვალა. გარეგნულად დიდს ვერაფერს შეამჩნევთ, მაგრამ საკმარისია კაპოტი ახადოთ, რომ ყველაფერი გასაგები გახდება.


პროექტის ხორცშესხმას დაახლოებით 11 000 დოლარი და ერთი წელი დაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაქმნილი ავტომობილი უკვე Toyota Supra 2JZGENA-T-ედ იქცა და ყოფილი 224 ცხენის ძალის ნაცვლად უკვე 422 აქვს, მისი მფლობელი ფიქრობს, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ არაა დასრულებული. სწორია, ეს ხომ ნარკოტიკია!


ყველაზე მთავარი მსგავს პროექტზე მუშაობისას ისაა, რომ ყოველი დამატებული დეტალი, ახლად აღმოჩენილი მიდგომა, ან უბრალოდ კიდევ ორი დამატებითი ცხენისძალა, ისე გახალისებს და იმდენ სიამოვნებას განიჭებს, რომ ამას ვერაფერი შეედრება.


დავითის ჩანაფიქრი განხორციელდა და ახლა მას უკვე განსაკუთრებული ავტომობილი ყავს, რომელსაც ჩვენც უნდა გავუგოთ გემო და ვნახოთ, რის მაქნისია ეს «სუპერქარი». ამ ტესტის ჩასატარებლად კი ერთადერთი ადგილი რუსთავის ავტოდრომია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ჯერ დამთავრებული არაა, მაგრამ ხელმძღვანელობასთან დაკავშირების შემდეგ, ჩვენდა გასახარად, ავტოდრომზე შესვლის უფლება მივიღეთ.


მართალია, ტრასა სრულად დამთავრებული არაა და ჯერ ასფალტის მხოლოდ პირველი ფენაა დატანილი, მაგრამ სამუშაოები განუწყვეტლად მიმდინარეობს. გაზაფხულის გადაუღებელ წვიმებს გვარიანად შეუშლია ხელი წინსვლისთვის, მაგრამ ახლა პაპანაქება სიცხე ვერაფერს აკლებს სამუშაო ბრიგადებს და ავტოდრომზე მუდმივი მოძრაობაა, თუმცა ჯერ მხოლოდ სამშენებლო ტექნიკის.


ტრასაზე შესულებს რამდენიმე მონაკვეთი დაგვითმეს, რომლებიც მეტნაკლებად გამოსადეგი იყო მაღალი სიჩქარეების გასავითარებლად და სხვადასხვა ტრიუკის საკეთებლად. ჩვენც დიდხანს არ დაგვიყოვნებია და ტესტირებაც გაჩაღდა.


პირველ ეტაპზე, მართალს ვიტყვი და საჭესთან დაჯდომას თავი ავარიდე. ისევ მერჩივნა, ავტომობილის მფლობელის გვერდით ვმჯდარიყავი და ასე მედევნებინა თვალი სპორტქარის ქცევისთვის. ეს შიში ნამდვილად არაა, უბრალოდ მარჯვენასაჭიანი და თანაც ასეთი მძლავრი ავტომობილით პირდაპირ ავტოდრომის მოსახვევებში რბოლა არაა ჩემი სტიქია. საერთოდ, ჯერ მანქანას კარგად უნდა გაეცნო, უნდა იგრძნო მისის გულისცემა, ნახო, როგორ მანევრირებს, როგორ ამუხრუჭებს და შემდეგ უნდა ეცადო მაქსიმალური სიჩქარეების განვითარება. აქ კი სიჩქარე საკმაოდ მაღალია, დამიჯერეთ!


ავტომობილი ბრწყინვალედ ჩქარდება! 4 წამამდე ყოფნის იმისთვის რომ 100 კმ/სთ-ს მიაღწიოს. მანევრირება ოდნავ მეძნელება, ჯერ ერთი, რომ საჭე უჩვეულო მხარეს აქვს და მერე მეორე, რომ საკმაოდ მძიმეა. ძრავა სასიამოვნოდ გრუხუნებს, მუდმივად ისმის ტურბინის და გამომშვები სარქველების საოცრად მომაჯადოვებელი ხმები. მოკლედ, ეს პატარა მონსტრი მართლაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მის საჭესთან მჯდომ, სისწრაფის მოყვარულ ადამიანს. რამდენჯერმე მოსახვევებს სიჩქარით ვიღებთ და გვერდულ ცურვაშიც ვუშვებთ მანქანას, თუმცა ყველაფერი იდეალურად მიდის და დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი მრბოლელის ხელში ეს ავტომობილი ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს!


 


დასკვნა


მართალია, პროექტი მისი ავტორის აზრით ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ ნამდვილად განხორციელებულად შეიძლება ჩაითვალოს. უახლოეს მომავალში დათო კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის წამოწყებას ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. ჩვენ კი აუცილებლად გაგაცნობთ შედეგებს!


დემურ აფციაური

carusel_title
  • პროექტის ხორცშესხმას დაახლოებით 11 000 დოლარი და ერთი წელი დაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაქმნილი ავტომობილი უკვე Toyota Supra 2JZGENA-T-ედ იქცა და ყოფილი 224 ცხენის ძალის ნაცვლად უკვე 422 აქვს, მისი მფლობელი ფიქრობს, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ არაა დასრულებული
  • «ტოიოტა სუპრას» სალონში 100 პროცენტით სპორტული გარემოა
  • JBL-ის Sound სისტემა საბარგულშია მოთავსებული
  • რუსთავის ტრასა ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ სლალომის ჩატარება უკვე შესაძლებელია
  • უახლოეს მომავალში დათო კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის წამოწყებას ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. ჩვენ კი აუცილებლად გაგაცნობთ შედეგებს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
28.11.2013
ახალი "ტოიოტა კოროლა": რევოლუცია და ევოლუცია იაპონურად
სრულად
ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
05.11.2013
პირველი შეხვედრა ახალ Chevrolet Captiva-სთან, რომლის ფასი ”შევროლეს” ცენტრში 21 900 დოლარიდან იწყება
სრულად
ქაშქაი აქ, ქაშქაი იქ...
22.10.2013
...ქაშქაი ყველგან! აი, რატომაა ის ნისანის ბესტსელერი...
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 240 3500 $
Honda Stream 2500 $
Nissan Elgrand 5400 $
Opel Astra 3500 $