რომპეტროლის მეექვსე წელი წარმატების გზაზე
რომპეტროლის მეექვსე წელი წარმატების გზაზე
19.12.2011

ტრანსნაციონალური კომპანია «რომპეტროლი»  საქართველოს ბაზარზე ექვსი წელია მოღვაწეობს

ტრანსნაციონალური კომპანია «რომპეტროლი»  საქართველოს ბაზარზე ექვსი წელია მოღვაწეობს და ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია. საქართველოში მუშაობის განმავლობაში, „რომპეტროლმა“ 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო კომპანიის მიერ  ბიუჯეტში გასულ წელს შეტანილმა თანხამ 78 მილიონ ლარს გადააჭარბა.  «რომპეტროლ ჯგუფის» მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 19 ქვეყანაში  50-მდე კომპანიას აერთიანებს.


კომპანიისა და მის მიერ საქართველოში განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ «რომპეტროლ საქართველოს» გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი საუბრობს:


- «რომპეტროლი» საქართველოში უკვე ექვსი წელია წარმატებით მოღვაწეობს, როგორ შეაფასებდით განვლილ ეტაპს?


- გასული წლების განმავლობაში, საწვავის მაღალი, ევროპული ხარისხისა და დანერგილ სერვისებში „ნოუ ჰაუს“ შედეგად, ჩვენმა კომპანიამ დაიმკვიდრა  ავტორიტეტი მომხმარებლებს შორის. საქართველში განხორციელებულ პროექტებს შორის, ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად თბილისში მდებარე ჩვენი უნიკალური ნავთობბაზა მიმაჩნია. ბაზა ეკოლოგიური თვალსაზრისით, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით უახლესია და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ ნავთობბაზის რეკონსტრუქციის პროექტი 2010 წელს, ძალიან მოკლე ვადებში, სულ რაღაც 6 თვეში განხორციელდა.


- რამდენი ბენზინგასამართი სადგურია „რომპეტროლის“ ქსელში და რამდენი თამნამშრომელი ჰყავს კომპანიას?


- ამჟამად კომპანიის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის, მათ შორის 11 პარტნიორი სადგურია. ჩვენი ქსელი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით მაღალი დონის საწვავს აწვდის. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს სადგურების ქსელს კიდევ შეემატება ახალი ობექტები. რაც შეეხება დასაქმებას, კომპანიაში ამჟამად 600-მდე ადამიანი მუშაობს. ქსელის გაფართოებასთან ერთად, პროპორციულად თანამშრომელთა რაოდენობაც იმატებს.


- როგორ ახორციელებს „რომპეტროლი“ საწვავის ხარისხის კონტროლს, რა პროცედურას გადის საწვავი გადამუშავებიდან ქსელში მოხვედრამდე?


- «რომპეტროლი» საწვავის ტრანსპორტირებას მხოლოდ საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან («პეტრომიდია», რუმინეთი) ახორციელებს. აქ წარმოება ევროსტანდარტებს სრულად პასუხობს და ჩვენი თანამედროვე ლაბორატორიები გვაძლევს საშუალებას, რომ ავიღოთ სინჯები და ვაწარმოოთ საწვავის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე, სანამ მას მომხმარებელი მიიღებს. «რომპეტროლის» უნიკალური ტექნოლოგია Q-Protect და ჩვენი მობილური ლაბორატორია უზრუნველყოფს იზოტოპების ზუსტ გაზომვას ჩვენს საწვავში. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს  ჩვენი საწვავის ხარისხში რაიმე ცვლილებას, ან ჩვენივე ბენზინგასამართი სადგურების ქსელში სხვა საწვავის მოხვედრას. «რომპეტროლის» საწვავის ხარისხი აბსოლუტურად  აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და სერტიფიცირებულია, ამიტომ, ყოველთვის  მზად ვართ ნებისმიერი სახის ოფიციალური შემოწმებისთვის. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ „რომპეტროლის“ ქსელში არსებული ყველა სახის საწვავი იმ ხარისხისაა, რა ხასისხზეც ვსაუბრობთ და რომ რეგულარით დაწყებული, სუპერით დამთავრებული, ყველა საწვავი რუმინეთიდანაა იმპორტირებული და შემოწმების ყველა ინსტანცია აქვს გავლილი.


- ცნობილია, რომ «რომპეტროლს» ეკუთვნის ევროპაში 2 ყველაზე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რითაა უნიკალური ეს ქარხნები?


- დიახ, «რომპეტროლის» საკუთრებაა უახლესი სტანდარტის ქარხანა რუმინეთში - „პეტრომიდია“, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს და უფრო მცირე მასშტაბის ქარხანა „ვეგა“. გარდა ამისა, კომპანია რამდენიმე ნავთობქიმიურ კომპლექს ამუშავბს. ბოლო წლებში მოხდა „პეტრომიდიას“ სრული რეკონსტრუქცია, რაშიც 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ქარხანა საკმაოდ რთულია - მიმდინარე გადამუშავებისას ნელსონის მოცულობის ინდექსი 10.5-ს შედგენს. მაშინ, როდესაც საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით, ამერიკაში ეს ინდექსი 9.5-ია, ხოლო ევროპის მასშტაბით, საშუალოდ 6.5. ქარხანას შეუძლია ყველა ტიპის ნავთობის გადამუშავება, რომელიც შავი ზღვის რეგიოში მოიპოვება. წელს დასრულდება ამ ქარხნის მოდერნიზაცია, რაზეც 400 მილიონი დოლარი იხარჯება. ამ პროცესს უძღვებიან ისეთი წამყვანი და ლიცენზირებული კომპანიები, როგორიცაა Axens (საფრანგეთი), Jacobs, Technip (ჰოლანდია). მოდერნიზაციის შედეგად იმატებს არა მხოლოდ გადამუშავების სიმძლავრე, არამედ ქარხანა წელსვე იქნება მზად, გამოუშვას სტანდარტი ევრო-6, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 2014 წლიდან შემოიღებენ. «რომპეტროლ ჯგუფის» მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 19 ქვეყანაში  50-მდე კომპანიას აერთიანებს. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. «რომპეტროლ ჯგუფის» მფლობელია კომპანია «ყაზმუნაიგაზი».


- უკვე რამდენიმე წელია, «რომპეტროლი» აქტიურადაა წარმოდგენილი სოციალური კუთხით, განსაკუთრებით სპორტის მხარდაჭერისა და ქველმოქმედების მიმართულებით...


-  დიახ, „რომპეტროლი“ საქართველოში ცნობილია, როგორც ავტოსპორტის უცვლელი სპონსორი და მხარდამჭერი. უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიამ ამ სპორტის პატრონაჟი ითავა. ამჟამად, საავტომობილო სპორტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია არამარტო პროფესიონალებში, არამედ მოყვარულებშიც. გარდა ამისა, «რომპეტროლი» საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასაც ეხმარება. საუნივერსიტეტო სპორტის სპონსორობა საქართველოში „რომპეტროლიადას“ სახელს ატარებს და სპორტის ათეულობით სახეობას აერთიანებს. რაც შეეხება საქველმოქმედო - სოციალურ პლატფორმას: საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა საბავშვო პროექტი „ვხატავთ რომპეტროლს“, რომელიც თავისი არსით, არა მსოლოდ გასართობია, არამედ შემეცნებითიცაა და მიუსაფარი თანატოლებისადმი ტოლერანტობის განვითარებას უწყობს ხელს.

carusel_title
  • «რომპეტროლი» საწვავის ტრანსპორტირებას მხოლოდ საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან («პეტრომიდია», რუმინეთი) ახორციელებს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
სხვა სიახლეები
ინტერვიუ წლის კაცთან, Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
05.01.2015
გაიცანით Tesla-ს შეფი ელონ მასკი, რომელიც AUTO BILD-მა საავტომობილო სამყაროს წლის ადამიანად აღიარა და საპატიო ოქროს საჭე გადასცა
სრულად
23.04.2014

სიცოცხლე ჯავშნიანი მერსედესისგან, უარი გერმანულ რეკლამას და სტუმრად ფიდელ კასტროსთან - ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან

სრულად
ელექტრომობილების დრო მალე მოვა!
26.02.2014
Tesla-ს შეფი ელონ მასკი სამომავლო გეგმების, Model S-ისა და ზოგადად ელექტრომობილების პერსპექტივაზე საუბრობს
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Astra 5400 $
Nissan Skyline 2700 $
Mercedes-Benz C 180 2800 $
Mercedes-Benz E 240 3500 $