კლინტ ისტვუდი, ბადრიჯანი და 1000 სისულელე
კლინტ ისტვუდი, ბადრიჯანი და 1000 სისულელე
23.01.2012

ერთხელ, დიდი ხნის წინ, ამხანაგთან ერთად ლონდონის ქუჩაში მივაბიჯებდი. თუ სწორად მახსოვს, რაღაცნაირ შუქნიშანზე მწვანედ აენთო სიტყვა «პედესტრიან» და ამხანაგმა მითხრა, აი, შენი გადასვლის ჯერიაო. ის იყო, ჩხუბი დავუპირე, «პედესტრიანი» თავი გაბია, ეგ შენზე იქნება-მეთქი, რომ გამახსენდა - ინგლისურად ეს სიტყვა ფეხით მოსიარულეს ნიშნავს

ერთხელ, დიდი ხნის წინ, ამხანაგთან ერთად ლონდონის ქუჩაში მივაბიჯებდი. თუ სწორად მახსოვს, რაღაცნაირ შუქნიშანზე მწვანედ აენთო სიტყვა «პედესტრიან» და ამხანაგმა მითხრა, აი, შენი გადასვლის ჯერიაო. ის იყო, ჩხუბი დავუპირე, «პედესტრიანი» თავი გაბია, ეგ შენზე იქნება-მეთქი, რომ გამახსენდა - ინგლისურად ეს სიტყვა ფეხით მოსიარულეს ნიშნავს. გამახსენდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინგლისელები საოცრად ჭკვიანი ხალხია - რა ზუსტად იციან შერქმევა!


Auto Bild-ში, რამდენიმე თვის წინ, შესანიშნავი წერილი ეწერა იმაზე, თუ რა საზიზღრები ვართ ეს მძღოლები, როდესაც... მანქანებიდან გადმოვდივართ და ფეხით ვაგრძელებთ გზას. ვხუმრობ, რასაკვირველია. იმ წერილში მთლად ასე არ ეწერა, მაგრამ... ასეც გამოდიოდა. და მართლაც, თუ დავსვამთ კითხვას, ვინ უფრო არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მძღოლი თუ ფეხით მოსიარულე, ვფიქრობ, უმეტესობა ფეხით მოსიარულეს უპასუხებს. დიახ, მძღოლები (BMW-ს პატრონების 30-40 პროცენტს თუ არ ჩავთვლით) წითელზე მაინც ვაჩერებთ, ფეხით მოსიარულეები კი, როგორც მოეპრიანებათ, ისე იქცევიან. შეიძლება ვინმე შემედავოს, ყველა ასე არ არისო. კი ბატონო, ყველა არა, მაგრამ, ფაქტია, რომ მათ «პედესტრიან» ნაწილს ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, «პედესტრიანები» კი უი, უი რამდენი არიან!


ყველა ქუჩა გამზირი ხომ არ არის, თეთრად დახაზული გადასასვლელი და შუქნიშანი რომ იყოს. არადა, დაკვირვებიხართ, ჩვეულებრივ ქუჩებზე როგორ გადადიან, მაგალითად, ახალგაზრდა ვაჟები? როგორ და თუ შეამჩნევენ, რომ მანქანა უახლოვდებათ, ნაბიჯს განზრახ ანელებენ, თავიანთი «კოვბოობა» რომ დაამტკიცონ. ზოგადად, ნებისმიერი მძღოლი ვალდებულია, ფეხით მოსიარულეს პატივი სცეს, მაგრამ, თავის მხრივ, ფეხით მოსიარულესაც ხომ მოეთხოვება რაღაც? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ჩემს მოახლოებაზე კლინტ ისტვუდივით რომ იწყებ ქცევას, მერე ნუ გეწყინება, «პედესტრიანს» თუ გიწოდებ.


ჩაფიქრებული ქალბატონები ცალკე თემაა. მოდის საწყალი, ორივე ხელში ჩანთა უჭირავს და ფიქრობს, ხომ არ მოტყუვდა, ბადრიჯანი ამ გამყიდველთან რომ იყიდა - სამი კილომეტრის იქით ხუთი თეთრით იაფი იყო. მოაბიჯებს ასეთი ფიქრებით დამძიმებული ქალბატონი და არც აკვირდება, რომ უკვე ნახევარი საათია, ავტომობილების სავალ ნაწილზეა და ზურგიდან რომელიღაც მანქანის კაპოტი, დიდი ხანია, სკამივით აქვს მიდგმული. იმ საწყალ მძღოლსაც გავლა უნდა, ვინ იცის, სად ეჩქარება, მაგრამ ქალბატონი გზას არ უთმობს. ბადრიჯანზე ჩაფიქრებულს არც მანქანის საყვირის ხმა ესმის. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ქალბატონს მიბჯენილ ავტომობილს უკან სხვები მიდგომიან და, რაც ძალა და ღონე აქვთ, ასიგნალებენ - თავიანთ ჭკუაში ამ მანქანის მძღოლს აქეზებენ. არც ერთი არ იტყვის უარს, ეს კაცი რომ გადმოვიდეს, ქალბატონს ორლულიანი თოფი დაახალოს და გზა გაწმინდოს. მართალია, მერე გაირკვევა, რომ საბრალო ქალბატონი მეოთხე მანქანის პატრონის ბიცოლა იყო, მაგრამ ამას იმწუთას მნიშვნელობა არ აქვს. ვერც ბიცოლას ცნობს ვინმე და ვერც მამიდას...


აბა, პრანჭია ქალებზე ლაპარაკიც ზედმეტია - ზემოთ ნახსენები კოვბოისა არ იყოს, რომ მიუახლოვდები, ესენიც მაშინ იწყებენ შენელებულ «კლაკვნას». თუმცა, ამათ კიდევ აიტან კაცი («კლაკვნაში» შოუს ელემენტი მაინც არის), აი, ის დედები კი, ბავშვები მოძრაობის მხარეს რომ ამოუყენებიათ და ქუჩაზე გადარბიან, ნამდვილი «პედესტრიანები» არიან. რას რისკავენ, ნეტავ, თუ დაფიქრებულან? თუ ფიქრი ჩვევად არ აქვთ?


ცალკე კასტაა ის ხალხი, რომელიც შუქნიშნებთან დახაზულ გადასასვლელზე კი არ გადადის, არამედ ათი-თხუთმეტი მეტრის მოშორებით მიაბოტებს, იქ, სადაც მოძრაობა ჯერ არ გაჩერებულა - უკვე დამდგარ მანქანებს ახლები ჯერ კიდევ უახლოვდებიან და ჩერდებიან. ზოგი უფრო შორსაც გადარბის.


კიდევ მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ, უბრალოდ, მოსაბეზრებელია.


და გამოსავალი?


თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი-სამი საუკუნის წინ ჩვენი ერი ასეთი პრობლემების წინაშე არ იდგა _ ავტომობილები არ არსებობდა და როგორ იდგებოდა - ერთ-ერთი გამოსავალი ბოროტ თანამედროვეობაზე უარის თქმა და  უკან, «ფესვებთან» დაბრუნებაა, თუ არადა, რამენაირად «ამ ცხოვრებას» უნდა ავუწყოთ ფეხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი სისულელე გამოდის.

carusel_title
  • ზოგადად, ნებისმიერი მძღოლი ვალდებულია, ფეხით მოსიარულეს პატივი სცეს, მაგრამ, თავის მხრივ, ფეხით მოსიარულესაც ხომ მოეთხოვება რაღაც? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ჩემს მოახლოებაზე კლინტ ისტვუდივით რომ იწყებ ქცევას, მერე ნუ გეწყინება, «პედესტრიანს» თუ გიწოდებ...
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
სადაა ჩემი საჩუქარი?
31.12.2013
ავტომობილამდე იყო ცხენი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხენს სატრანსპორტო საშუალებად თითქმის აღარავინ იყენებს, მანქანასთან მიმართებაში მაინც ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე.
სრულად
თბილისური ავტოჩანახატი
26.03.2013

სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს? არადა, ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა, ფანჯრიდან არ იყურებიან

სრულად
ჩემი «ოპელ ასტრა» გავათხოვე
17.10.2012

იმ დღესაც ვზივარ სამსახურში და დასცხო ჩემმა ტელეფონმა «ბლექ დოგი». დავხედე - უცხო ნომერია. გისმენთ-მეთქი. განცხადების თაობაზე ვრეკავო

სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes C240
Mercedes ML350
Mercedess E320
Hyundayi Tucson