ბოლო წვეთამდე საქმეს ნუ მიიყვანთ!
ბოლო წვეთამდე საქმეს ნუ მიიყვანთ!
23.01.2012

რატომ უნდა შევამოწმო ძრავის ზეთის მდგომარეობა რეგულარულად — თუ რამე წესრიგში არ არის, მაჩვენებელთა დაფაზე ზეთის ნათურა ხომ ისედაც გაწითლდება? ბევრი მძღოლი ასე ფიქრობს და თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, თქვენს ავტომობილს საფრთხეში აგდებთ

რატომ უნდა შევამოწმო ძრავის ზეთის მდგომარეობა რეგულარულად — თუ რამე წესრიგში არ არის, მაჩვენებელთა დაფაზე ზეთის ნათურა ხომ ისედაც გაწითლდება? ბევრი მძღოლი ასე ფიქრობს და თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, თქვენს ავტომობილს საფრთხეში აგდებთ. ძრავის ზეთების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის, «კასტროლის» უახლესი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მძღოლების უმრავლესობა ზეთის მდგომარეობას ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ამოწმებს. არადა, დიდია იმის შანსი, რომ პრობლემა მანამდე წარმოიქმნას, სანამ მაჩვენებელთა დაფაზე ზეთის ნიშანი აინთება. გადავწყვიტეთ, ძრავის ზეთთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ.


 


რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევამოწმო ზეთი?


უმჯობესია ხშირად, ვიდრე იშვიათად. რაც უფრო ახალია მანქანა, მით უფრო იშვიათად ჭირდება ზეთის მდგომარეობის შემოწმება. ძველი ავტომობილების შემთხვევაში (თუ მანქანის ასაკი 4-5 წელზე მეტია), ზეთის მდგომარეობის შემოწმება კვირაში ერთხელ საჭიროა, ორ კვირაში ერთხელ კი — აუცილებელი. ძველი ავტომობილების მფლობელებს ჩასამატებელი ზეთი საბარგულში აუცილებლად უნდა ედოთ.


 


რატომ უნდა ვცვალო ზეთი?


ზეთი ძველდება და ყველა საჭირო მახასიათებელს კარგავს. ძრავასთან ერთად, ზეთსაც აფუჭებს დილაობით მანქანის დაქოქვისთანავე დაძვრა — განსაკუთრებით ზამთარში. ძრავის ხშირ დაქოქვასა და გამორთვას ზეთის სადინრებრში წყლის წარმოქმნა მოყვება ხოლმე, რაც შეზეთვის ხარისხს ამცირებს. თუ თქვენი ავტომობილი ძველია და ზეთის დამატება ხშირად ჭირდება, არ იფიქროთ, რომ მთლიანი გამოცვლა საჭირო აღარ არის.


 


ავნებს თუ არა ძრავას ზეთის მარკების არევა?


ეს სასურველი არ არის, მაგრამ არც საშიშია — თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთში სინთეტიკას და მინერალს არ აურევთ.


 


რას უნდა მივაქციო ყურადღება ზეთის შერჩევისას?


ყველა ავტომობილს წიგნში უწერია, თუ რა დროს რომელი ზეთი ჭირდება მის ძრავას. წიგნში მოცემულ კოდებს ნებისმიერი ზეთის შეფუთვაზეც ნახავთ და თუ დაემთხვა, ესე იგი, ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ.


 


ამცირებს თუ არა კარგი ხარისხის ზეთი საწვავის ხარჯს?


ამცირებს, ოღონდ ეს ეხება სინთეტიკას და გარკვეულწილად ნახევრადსინთეტიკასაც. რაც უფრო კარგი ხარისხისაა ზეთი, საწვავის ხარჯის შემცირება შესამჩნევი ხდება.

carusel_title
  • ზეთის რაოდენობის შემოწმებისას, საზომი ჯერ ნაჭრით კარგად გაწმინდეთ, რადგან ზუსტ მდგომარეობას მხოლოდ ასე დააფიქსირებს
  • ნებისმიერი ზეთის ჩასხმა არ შეიძლება - ყველა ძრავას თავისი ზეთი ჭირდება
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
მანქანას მოვლა უნდა - 8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
15.05.2014
ჩვენთან ავტომობილების უდიდესი ნაწილი მეორადი და ძალიან ძველია, მაგრამ რაც არ უნდა ძველი იყოს მანქანა, ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ მოსალოდნელზე დიდხანს გაძლოს.
სრულად
რა დროს რა უნდა გამოვუცვალოთ მანქანას?
09.10.2013
ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ფილტრები - ყველა სითხეს თუ დეტალს თავისი ვადა აქვს.
სრულად
დისკების შვიდი საპრიალებლის ტესტი
11.01.2013

არსებობს დისკების საწმენდი სითხის უამრავი მწარმოებელი - ზოგი მართლა ხარისხიანია, ზოგიც - უვარგისი. ჩვენ შვიდი პროდუქტი გავტესტეთ

სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 25°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Vectra
Mercedes E320
Mercedes Vito
Hyundayi Tucson