ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზივი: სუბარუ ამ კლასშიც სუბარუა!
ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზივი: სუბარუ ამ კლასშიც სუბარუა!
04.07.2012

ახლა მოდაში კომპაქტური SUV-ებია, მოზრდილი ქროსოვერები კი პოპულარობას კარგავენ. VW Tiguan-ის, Nissan Qashqai-ს, Audi Q3-ს, Toyota RAV4-ისა და სხვა პატარა SUV-ების ლიგაში მარტიდან ახალი, ძალიან საინტერესო ავტომობილი გამოჩნდება: Subaru XV, რომელიც ასევე რომში გავტესტეთ

ახლა მოდაში კომპაქტური SUV-ებია, მოზრდილი ქროსოვერები კი პოპულარობას კარგავენ. VW Tiguan-ის, Nissan Qashqai-ს, Audi Q3-ს, Toyota RAV4-ისა და სხვა პატარა SUV-ების ლიგაში მარტიდან ახალი, ძალიან საინტერესო ავტომობილი გამოჩნდება: Subaru XV, რომელიც ასევე რომში გავტესტეთ


რა თქმა უნდა, მასაც Boxer ძრავა აქვს და რა თქმა უნდა, სრული ამძრაობითაა წარმოდგენილი — მნიშვნელობა არ აქვს, გჭირდება ეს არა. «სუბარუსთვის» ეს ორივე დეტალი აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში «სუბარუ» «სუბარუ» არ იქნება.


სრულიად ახალი მოდელი, Subaru XV პირველ რიგში იმიტომაც მომეწონა, რომ ეს მარკა თავის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს არ ღალატობს. შესაბამისად, ის უკვე ყველა იმ მოდელისგან განსხვავებულია, რომლებიც ამ ლიგაში თამაშობენ — კომპაქტური SUV-ების კლასს ვგულისხმობ. ჯერ ერთი, XV-ის ძრავას სულ სხვანაირი ხმა აქვს და კონკურენტებისგან უკვე ამით გამოირჩევა. თანაც, ეს ხმა აღარ არის ისეთი, რომ ვინმე შეწუხდეს — გაცილებით ჩუმია, მაგრამ მაინც გაგრძნობინებს, რომ «სუბარუს» ძრავასთან გაქვს საქმე.


იმისათვის, რომ კომპაქტური SUV-ების კრიტიკოსებმა ეს მოდელიც აგდებით არ მოიხსენიონ და არ თქვან, «ყურით მოთრეული», «თითიდან გამოწოვილი», «ძალად ყველგანმავალიაო», «სუბარუს» ინჟინრებმა XV-ის იატაკი მიწისგან 22 სანტიმეტრით დააშორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი თავს უგზოობაზეც კარგად იგრძნობს. ამრიგად, Subaru XV-ის კლირენსი Volkswagen Tiguan-ისაზე ორი სანტიმეტრით მეტია.


ცხადია, მასაც ხისტი დაკიდება აქვს და ზოგადადაც ხისტი ავტომობილია, რადგან იაპონელებს უნდათ, რომ სპორტულობაც შეინარჩუნონ. კარგია ის, რომ სავარძლები უფრო კომფორტული გახდა და პირდაპირ მძღოლზეა მორგებული — ახლებურმა პოზიციონირებამ შედეგი გამოიღო.


რაც შეეხება მინუსს: ელექტრომექანიკური მოხვევის სისტემა არაა ისეთი მგრძნობიარე და პირდაპირი, როგორიც ჩვეულებრივი, ჰიდრავლიკური იყო და არის. მექანიკური კოლოფით სარგებლობა ტრადიციულად სასიამოვნოა მათთვის, ვისაც კონუსზე ფეხის დაჭერა უყვარს, ხოლო რაც შეეხება ავტომატიკას: უსაფეხურო Lineartronic (2000 ევრო, იწარმოება მხოლოდ ბენზინისძრავიანი XV-ებისთვის) აჩქარებისას ძრავას უსიამოვნოდ ძაბავს და აგიჟებს. ავტომატური კოლოფით აღჭურვილი Subaru XV-ის მაქსიმალური აჩქარებისას, ძრავა ისეთ ხმას გამოსცემს, როგორსაც ნებისმიერი მანქანა მექანიკური კოლოფით, რომელზეც დამწყები და ამავდროულად აგრესიული მძღოლი ზის, კონუსს უაზროდ რომ აწვალებს.


მართალია, ჩვენ მანქანებს სხვანაირად ვატარებთ, მაგრამ არა ისე, როგორც დამწყები მძღოლები...


 


მოგვწონს


სუბარუ თავისი სტილის ერთგულია: Boxer-ძრავა და სრული ამძრაობა — გაუმარჯოს განსხვავებულობას!


არ მოგვწონს


კომფორტის ნაკლებობა: ვფიქრობთ, რომ Subaru XV-ს ოდნავ მეტი კომფორტი და ოდნავ რბილი დაკიდება მოუხდებოდა


გვაკვირვებს


მისაღები ფასი: Subaru XV კარგი კომპლექტაციით 2600 ევროთი იაფია, ვიდრე აბსოლუტურად «შიშველი» VW Tiguan


 


დასკვნა


«სუბარუს» საკუთარი, განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული ხასიათი აქვს და კარგია, რომ ამ მარკამ თავისი გზიდან არც კომპაქტური SUV-ის შექმნისას გადაუხვია. მეტი კომფორტი ნამდვილად დაამშვენებდა, მაგრამ... სხვების არ ვიცი და მე მისი ტარებისას თავი ისე ვიგრძენი, როგორც «საკუთარ სახლში». არადა, «სუბარუ» არასდროს მყოლია...


შალვა ბუაჩიძე

carusel_title
  • Subaru XV სიგრძეში 4.45 მეტრია, როგორც «ტიგუანი», მაგრამ მასზე 13 სანტიმეტრით დაბალია
  • Subaru XV-ის კოკპიტი კარგადაა მოწყობილი, მასალები ხარისხიანია
  • შავი კანტებით გაცილებით ვაჟკაცურად გამოიყურება, ვიდრე სხვა კომპაქტური SUV-ები
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
4 ახალი BMW: თქვენ რომელი შეგეფერებათ? (+ VIDEO)
02.02.2015
BMW-ს პოპულარობა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უსაზღვროა. თქვენ წინაშეა ბავარიული კონცერნის ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ახალთახალი მოდელი.
სრულად
Lexus NX: მდიდრულობა ჰო, მაგრამ დინამიკა?
22.01.2015
ახალი კომპაქტური SUV იაპონიიდან: Lexus NX შესანიშნავად გამოიყურება, ეკონომიური ჰიბრიდული ამძრაობით გამოირჩევა, მაგრამ მისი მართვით დიდად ვერ ისიამოვნებთ
სრულად
ბიზნეს-კლასი ამერიკულად
15.01.2015
მაინც რატომ არ ვაფასებთ ქართველები კადილაკს?
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Jeep Liberty. 50 $
Opel Vectra 450 $
Mercedes-Benz C 180 2500 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $