მოდი, მანქანით გავისეირნოთ...
მოდი, მანქანით გავისეირნოთ...
24.08.2012

მას მერე, რაც მსოფლიო ცივილიზაციას კიდევ ერთი საოცრება, შიგაწვის ძრავა, და შესაბამისად, ავტომობილი შეემატა, კაცობრიობის ცხოვრების ტემპი ერთიორად აჩქარდა

მას მერე, რაც მსოფლიო ცივილიზაციას კიდევ ერთი საოცრება, შიგაწვის ძრავა, და შესაბამისად, ავტომობილი შეემატა, კაცობრიობის ცხოვრების ტემპი ერთიორად აჩქარდა — გახდა უფრო დინამიკური, ხმაურიანი, ემოციური და მრავალფეროვანი. ავტომობილის გამოჩენით, კინოხელოვნებამ, ფოტოგრაფიამ, ლიტერატურამ და გამომსახველობითი ხელოვნების სხვა დანარჩენმა მიმართულებებმა ახალი სახის რომანტიკა, შთაგონების განსხვავებული წყარო და გამორჩეულად ორიგინალური ესთეტიკა შეიძინეს. მსოფლიო კინემატოგრაფია იმთავითვე ავტომობილის რომანტიკითა და ესთეტიკით გამდიდრებული მოევლინა ქვეყნიერებას — იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც, თითქმის ერთდროულად გაჩნდნენ. კინემატოგრაფთან ერთად, ავტომობილი გამოჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისის მსოფლიო ლიტერატურაში, ფოტოგრაფიასა და სპორტში, და რაც ყველაზე მთავარია — ყოფით ცხოვრებაში!


კინოხელოვნებაში, ფოტოგრაფიასა და ლიტერატურაში ავტომობილის რომანტიკულ «ხატებაზე» საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და ასევე უსაზღვროა ვარიაციები ამ თემაზე, მაგრამ ამჯერად შევეცდები, ავტომობილის ერთგვარი ანატომია სულ სხვა კუთხით დაგანახოთ. შევეცდები გაგიზიაროთ საკუთარი ნააზრევი, ასოციაციები და ემოციები, რომლებიც მეტალის ამ ფენომენს უკავშირდება და გარდა უმთავრესი — გადაადგილების ფუნქციისა, სხვა, არანაკლებ საინტერესო «უნარები» და «საიდუმლოებანიც» აქვს.


დავიწყოთ იმით, რომ ავტომობილი, თუ ოდნავ პოეტურად, გრძნობისმიერად შევხედავთ, «თავიდან ფეხებამდე» რომანტიკაა, სენტიმენტებია, გრძნობებისა და ვნების «კიდობანია», რომელიც მის ირგვლივ და მის სალონში სუფევს და ტრიალებს... და კიდევ: ავტომობილში ნათქვამი სიტყვა ყოველთვის განსხვავებული იქნება, სხვა ნებისმიერ ადგილას ნათქვამისგან; ავტომობილიდან დანახული წვიმა, თოვლი, ღამე და განთიადი სულ სხვაა, ვიდრე სხვაგან ნანახი ეს ყოველივე; ავტომობილში ადამიანები ემოციებს აბსოლუტურად სხვაგვარად გამოხატავენ, იმიტომ, რომ ავტომობილი საკუთარი «ნატურით» 100 პროცენტიანი დინამიკაა, ვიზუალიზაციისა და შეგრძნებების მრავალფეროვნების კასკადია, რომელიც მუდმივად იცვლება - მეტ-ნაკლები ინტენსივობითა და მრავალფეროვნებით.


უფრო კონკრეტულად: ავიღოთ ავტომობილის სალონი, სადაც ადამიანები სხდებიან და მიემგზავრებიან, ჩერდებიან, გადმოდიან, ისევ სხდებიან, სძინავთ, მიირთმევენ, სექსით არიან დაკავებული, არღვევენ წესრიგს, მისდევენ ან გაურბიან ვინმეს, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.


ავტომობილის სალონი თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც ურთიერთობები ერთგვარად, კამერულ, ინტიმურ ხასიათს იძენს — ლოკაციის სპეციფიკურობის გამო. ის თითქოს მიკროსამყაროა დიდ სამყაროში, სადაც შეიძლება ისხდნენ ცოლ-ქმარი, შეყვარებულები, დედა-შვილი, მამა-შვილი, ბოსი და მისი მძღოლი, მარტოსული ადამიანი, და ვინ მოთვლის, კიდევ ვინ აღარ...


სწორედ მანქანის სალონის ინტიმურობის «ბრალია», როდესაც ვსხედვართ მანქანაში, გარეთ თავსხმა წვიმაა, ავტობანზე ზომიერი სიჩქარით მივდივართ. საქარე მინის საწმენდები მონოტონურ ხმას გამოსცემენ და წყლის ნაკადს ვეღარ ერევიან. ქალი მამაკაცს აეროპორტში აცილებს და გულში უზომოდ უხარია, რომ არასაფრენი ამინდის გამო, შესაძლოა რეისი გადაიდოს და მისი შეყვარებული კიდევ ცოტა ხანს დარჩეს მასთან...


გადავინაცვლოთ სხვაგან. სადაც არ წვიმს, კვირადღეა და ოჯახი დასასვენებლად ქალაქგარეთ მიემგზავრება. მანქანაში ნამდვილი ოჯახური იდილია სუფევს — მამა საჭეს უზის, დედა მის გვერდით მოკალათებულა და ბავშვებს თვალყურს ადევნებს, რომლებიც უკანა სავარძლებზე ლამისაა, ყირაზე გადადიან. მანქანის სალონი მათთვის კიდევ ერთი ოთახია, სადაც ყველანი ერთად შეკრებილან და სიცოცხლე უხარიათ.


მომდევნო ავტო: ღამე. ქალაქის ქუჩა. ისევ შეყვარებულები — გოგონას სახლთან ახლოს. სიყვარულის ახსნა მეათასედ და მოპარული კოცნა, სანამ გულმოსული გოგონა არ გადმოხტება მანქანიდან და ბიჭს კარს ბრაზიანად მოუჯახუნებს.


ძველი, საბჭოეთის ეპოქიდან შემორჩენილი მანქანა, რომელიც შესაშურად გამოიყურება — ასევე ხანდაზმული პატრონის მზრუნველი ხელის წყალობით. სალონში მოხუცი ცოლ-ქმარი სხედან და ქალაქის ქუჩებს ნელა, მშვიდად მიუყვებიან. დღეს ეტყობა, განსაკუთრებული დღეა, რაკი მოხუცმა მამაკაცმა მანქანა გამოიყვანა. მოხუცი ქალი ქმარს შესჩივის, რომ ამ ასაკისა ისე მოიყარა, მანქანის მართვა ვერ ისწავლა და ამქვეყნიდან ისე უნდა წავიდეს, რომ ავტომობილის საჭეს ვერ მიუჯდება. ბერიკაცი ცოლს პირდება, რომ მანქანის მართვას უსათუოდ შეასწავლის და საკუთარი ხელით გაპიწკინებულ, თოჯინასავით კოხტა მანქანას აყურადებს — რამე ხომ არ უჭირსო, თან ატიტინებულ მეუღლეს ანიშნებს, ცოტა ხანი ხმას ნუ ამოიღებო...


გადავინაცვლოთ მარტოსულებთან: მიდიან, ხან სწრაფად, ხან ნელა, ხან დღისით და ხან — ღამით. მაგრამ აქ მთავარი ის ინტიმია, რომელიც მათი მოვლილი მანქანის გაწკრიალებულ სალონში სუფევს. ზოგის მარტოსულობა ცოტა ხანს გრძელდება, ზოგის — მეტხანს. სხედან და თითქოს ოაზისიდან გასცქერიან თვალუწვდენელ უდაბნოს — ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს, სკვერებსა და კაფეებს. მარტოსული ქალი ნელა მიუყვება ახლადნაწვიმარ გზას და საბურავების შიშინი მოესმის. მისი ავტომობილის სალონშიც ინტიმია — თავისებური, მძაფრი, სიმარტოვითა და სენტიმენტალური გრძნობებით სავსე აურა, რომელიც მხოლოდ აქ, მანქანაში თუ შეგხვდებათ! სხვაგან ვერსად იპოვნით!


სხვანაირია მანქანის სალონში ნათქვამი «მიყვარხარ», «მძულხარ», «მენატრები» ან «თავი მომაბეზრე»... სხვანაირად ჩანს-მეთქი დღე და ღამე ავტომობილის ფანჯრიდან, სხვა ხმა აქვს წვიმას და ქარს, სხვანაირი ჟღერადობა გააჩნია სალონში ჩართულ მუსიკას, და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანს — მძღოლს და მგზავრს წინ უდევს... გზა, რომელიც უნდა გაიარონ.


თუ ჩემი არ გჯერათ, თვითონ მოსინჯეთ — როცა მანქანაში ჩასხდებით, დააკვირდით ყველაფერს: ურთიერთობებს, სიტყვას, ემოციურ ფონს და კავშირს დიდ სამყაროსა და მიკროსამყაროს შორის, რომელსაც ავტომობილის სალონი ჰქვია.


ახლა კი დროა, საკუთარ ავტოებს მივაშუროთ, ჩავსხდეთ და რამდენიმე წამით გავირინდოთ, ირგვლივ მიმოვიხედოთ, მივაყურადოთ და დაველოდოთ... იქნებ რაღაც ახალი გაიხსნას, დაიბადოს ჩვენში — რაც აქამდე არ ვიცოდით, რის შესახებაც წარმოდგენაც კი არ გვქონდა...


ამაში კი, ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი, განვითარებადი, და უბრალოდ, ადამიანებისთვის უზომოდ საჭირო გამოგონება — ავტომობილი დაგვეხმარება.


მაშ ასე!


მართეთ და იფიქრეთ!


მართეთ და მიაყურადეთ!


მართეთ და დააკვირდით!


მართეთ და გიყვარდეთ!


ადამიანები.


და ავტომობილი.


კეთილი მგზავრობა!


ბაჩო კვირტია

carusel_title
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
სადაა ჩემი საჩუქარი?
31.12.2013
ავტომობილამდე იყო ცხენი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხენს სატრანსპორტო საშუალებად თითქმის აღარავინ იყენებს, მანქანასთან მიმართებაში მაინც ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე.
სრულად
თბილისური ავტოჩანახატი
26.03.2013

სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს? არადა, ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა, ფანჯრიდან არ იყურებიან

სრულად
ჩემი «ოპელ ასტრა» გავათხოვე
17.10.2012

იმ დღესაც ვზივარ სამსახურში და დასცხო ჩემმა ტელეფონმა «ბლექ დოგი». დავხედე - უცხო ნომერია. გისმენთ-მეთქი. განცხადების თაობაზე ვრეკავო

სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Alfa-Romeo 156
იყიდება
Mercedes E320
Mercedes ML350