კაბრიოლეტები 5000 ევროდ
27.08.2012

სიახლეები და საჭირო რჩევები მეორადი ავტომობილების შესახებ

სულაც არაა აუცილებელი, რომ კარგი კაბრიოლეტი ძალიან ძვირი ღირდეს. აი, ხუთი ყველაზე მაგარი მეორადი როდსტერი, რომელთა ფასი 5000 ევროს არ აღემატება


ზაფხულის მოსვლა ავტომობილის მოყვარულისთვის ფარეხიდან კაბრიოლეტის გამოყვანას, ან მასზე ოცნებას ნიშნავს. მდიდარი ბიზნესმენი ქუჩებში Porsche 911 Cabrio-თი სეირნობს. მას ყველა შურის თვალით უყურებს, მის ქერა ქალიშვილს კი Mini Cooper Cabrio ჰყავს და ადარდიანებს ყველა გოგონას, ვისაც ამ ავტომობილის შესაძენი ფული არ აქვს. ნუთუ კაბრიოლეტი მხოლოდ მდიდრების პრივილეგიაა? რა სისულელეა! აი, ჩვენ გაჩვენებთ ხუთ ძალიან მაგარ როდსტერს, რომელთა ფასი 5000 ევროს არ აღემატება და დაგიმტკიცებთ, რომ სულაც არაა აუცილებელი, კარგი კაბრიოლეტი ძალიან ძვირი ღირდეს. თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია: შეკეთებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადადოთ.


 


BMW Z3


მართალია, «ჯეიმს ბონდის ძველი კაბრიო» ახალ მოდელებს სიმძლავრის კუთხით მაგრად ჩამორჩა, მაგრამ Z3 (1995-2002) დღესაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაახლოებით 5000 ევროდ შესაძლებელია 116 ცხენის ძალის მქონე მოდელის შეძენა, რომელსაც დაახლოებით 130 000 კილომეტრი ექნება გავლილი. მისი მთავარი მინუსები თერმოსტატების სისუსტეა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჯეიმს ბონდმა ამ მანქანაზე უარი ამის გამო არ თქვა...


 


 


Mazda MX-5


ნიპონ-როდსტერი 1998 წლიდან იწარმოება და სხვათა შორის, სპორტული სულისკვეთება NM-მაც შეინარჩუნა, რომელიც 2005 წლამდე იწარმოებოდა. მანქანა თითქმის უპრობლემოა, მისი ერთადერთი ნაკლი კოროზიული ადგილებია, თუმცა ასეთი ბევრი არ აქვს. AUTO BILD-ის TUV-რეპორტში Mazda MX-5 ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილია. 5000 ევროდ შესაძლებელია 1.6-ლიტრიანი ძრავის (110 ცხენის ძალა) მქონე MX-5-ის შეძენა, რომელსაც 120 000 კილომეტრი ექნება გავლილი.


 


Alfa Romeo Spider


ეს იტალიელი კაბრიოლეტი ისეთი ფანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მალფუჭებადობის პრობლემას ყურადღებას არ მიაქცევენ და მხოლოდ «ალფა რომეოს» ბრწყინვალე სტილით დატკბებიან. Spider-ს (1994-2005) ძრავის პრობლემებიც ახასიათებს და გადაცემათა კოლოფიც ხშირად გამოდის მწყობრიდან. 5000 ევროდ შესაძლებელია 2-ლიტრიანი ძრავის (150-155 ცხენის ძალა) მქონე მეორადი მოდელის შეძენა, რომელსაც 100 000 კილომეტრი ექნება გავლილი.


 


Toyota MR2


დიახ! MR2-ის შეძენა 5000 ევროდაც შესაძლებელია, მაგრამ არჩევანი დიდი არ იქნება. W3 (2000-2005) მესამე და უკანასკნელი თაობა გახლდათ ერთადერთი ძრავით: 1.8-ლიტრიანი (140 ცხენის ძალა) აგრეგატით. მანქანა საკმაოდ ხარისხიანია. პრობლემები მხოლოდ პირველ წლებში გამოშვებულ მოდელებს აღმოაჩნდათ.


 


Smart Roadster


ეს სპორტული როდსტერი ბესტსელერი არასდროს ყოფილა, რის გამოც წარმოება (2005 წელს დაიწყო) სამ წელიწადში შეწყდა. 5000 ევროდ 61-ცხენისძალიანი მოდელი მოგივათ, სამაგიეროდ, გარბენი 100 000 კილომეტრზე ნაკლები იქნება. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 5.3 ლიტრია.

carusel_title
  • BMW Z3
  • მართალია, «ჯეიმს ბონდის ძველი კაბრიო» ახალ მოდელებს სიმძლავრის კუთხით მაგრად ჩამორჩა, მაგრამ Z3 (1995-2002) დღესაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ
  • Alfa Romeo Spider
  • Mazda MX-5
  • Smart Roadster
  • Toyota MR2
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
04.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
10 საუკეთესო მეორადი ფლირტ-მობილი
15.11.2013
ყველამ იცის, რომ ძვირფასი კაბრიოლეტით საპირისპირო სქესის მონუსხვა ყველაზე ადვილია, მაგრამ ფლირტის გასაბმელად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილი გყავდეთ. ჩვენ გიჩვენებთ 10 მეორად ავტომობილს მაღალი ფლირტ-ფაქტორით
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Capa
Mercedes CLK200
Mercedess E320
იყიდება ბმვ X 5