როცა მანქანაში ამაზრზენი სუნია...
როცა მანქანაში ამაზრზენი სუნია...
05.12.2013

ცუდ სუნზე არასასიამოვნო არაფერია! თუ თქვენს ავტომობილში ყნოსვა უკვე ჭირს და გსურთ, რომ მგზავრობა ისევ სასიამოვნო გახდეს, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. AUTO BILD რამდენიმე რჩევას მოგცემთ


ზოგიერთ ავტომობილში იმდენად საშინელი სუნია, მხოლოდ აირწინაღით თუ ჩაჯდები. ვგულისხმობთ მანქანებს, რომელთა სალონში დიდი ხნის გაურეცხავი წინდებისა და სავსე საფერფლის «არომატების» ნაზავს ვხვდებით. დაგვეთანხმებით, საშინელებაა! როგორ უნდა მოვაშოროთ ასეთი სუნი ჩვენი ავტომობილის სალონს? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

საიდან მოდის სუნი?

ეს, უმეტესად, ჩვენი ბრალია — საჭმელის ნარჩენები, ბოთლში ჩარჩენილი სითხე (ყველაზე საშინელი სუნი რძეს აქვს), სავსე საფერფლე. სუნის მიზეზი შეიძლება იყოს მოუვლელი კონდიციონერი, ჰაერის ფილტრის დროულ გამოცვლაზე უარის თქმა და სინესტე სალონში.

Auto Bild

როგორ უნდა მოვაშოროთ სუნი?

პირველ რიგში, სწრაფად გადაყარეთ ნაგავი! ამოიღეთ სალონიდან ყველაფერი, რაც ავტომობილს არ ეკუთვნის და დიდხანს ასუფთავეთ მტვერსასრუტით. არც ესაა საკმარისი — ყველაფერი უნდა გაირეცხოს და თანაც, არა მარტო ის ადგილები, რასაც სუნი ასდის, არამედ ყველაფერი. სალონში წყლის თამამად გამოყენების არ შეგეშინდეთ. გახსენით ყველა კარი და აცადეთ საფუძვლიანად გაშრობა.

Auto Bild

როგორ ავირიდოთ თავიდან სუნები?

სუფთა და მშრალ ავტომობილში სუნი დიდხანს არ დადგება. მთავარია, მუდამ დროულად მოაშოროთ ნაგავი და დაცალოთ საფერფლე. სალონი უნდა იყოს მუდმივად მშრალი და დროულად უნდა ცვალოთ სალონის ფილტრი, ხოლო კონდიციონერს მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ დეზინფიცირება სჭირდება. შეეცადეთ, რომ კონდიციონერი გამორთოთ უფრო ადრე, ვიდრე მანქანას გააჩერებთ.

Auto Bild

აუცილებელია თუ არა პროფესიონალის დახმარება?

თუ მანქანაში უკვე უკიდურესად აუტანელი სუნია (მაგალითად, აჭრილი რძის), ასეთ შემთხვევაში პროფესიონალის დახმარება და ძირფესვიანი წმენდა აუცილებელია.

ასე გაასუფთავებთ სალონს დამოუკიდებლად

სალონის გასუფთავება სხვისი დახმარების გარეშეც შეგიძლიათ. საჭიროა კარგი ნებისყოფა და ნაყოფიერი შრომა — მხოლოდ ზედაპირის გადაწმენდა საკმარისი არ არის. სუნისა და ჭუჭყის მოშორებისთვის სალონი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. ყველა ტიპის ზედაპირს თავისი სპეციალური საწმენდი საშუალება სჭირდება. ბოლოს კი ყველაფერი კარგად უნდა გაშრეს.

Auto Bild

მინა და კოკპიტი: სპეციალური საწმენდი საშუალებით ჭუჭყთან ერთად, სუნსაც განდევნით

ნაჭრები: გადაიტანეთ შამპუნი და წმინდეთ ჯაგრისით. შემდეგ მოაშორეთ შამპუნი სველი ნაჭრით და გამოიყენეთ მტვერსასრუტი

ჭერი და ხალიჩები: გადაიტანეთ საწმენდი საშუალება და ძლიერად გაწმინდეთ ჯაგრისით

კონდიციონერი: ანტიბაქტერიული საწმენდით კონდიციონერიდან გამოსული სუნი გაქრება

ეს ყველაფერი ვერ გიშველით

ზედაპირული მიდგომა არაფერში ამართლებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ის პრობლემაა, რომელსაც ამ სტატიაში ვებრძვით. არომატიზატორები, ჩამოსაკიდებელი სუნები, ყავა და სხვა ამგვარი «იარაღები» სუნს ვერ განდევნის. ეს ყველაფერი მხოლოდ დროებით გიშველით, მერე კი სუნი ისევ დაბრუნდება.

Auto Bild

ყავა: მხოლოდ დროებით დაგეხმარებათ — სუნს კი არ მოაშორებს, არამედ გაანეიტრალებს. ძლიერ სუნს კი ამასაც ვერ მოუხერხებს

ჩამოსაკიდებელი: არსებობს უამრავი ვარიანტი სხვადასხვა არომატით, მაგრამ ეს ცუდ სუნს მხოლოდ დაფარავს

ოზონ-ქილერი: საკმაოდ ძვირია, მანქანაში კი ცუდი სუნი რჩება

ასე გაასუფთავებს სალონს პროფესიონალი

პროფესიონალს ჭუჭყისა და სუნის მოშორება არ გაუჭირდება, რადგან ყველა საჭირო აპარატურით იქნება აღჭურვილი. შესაბამისად, სუნსაც იოლად მოაშორებს. დეტალური ქიმ-წმენდისას პროფესიონალი სავარძლებს ამოიღებს და ცალკე გარეცხავს, მერე კი ხელით შეასრულებს ყველა სამუშაოს.

Auto Bild

ცხელი ორთქლი: ზეთოვანი და წებოვანი ჭუჭყი ცხელი ორთქლით მოშორდება — ასე ჯერ დალბება, მერე კი მტვერსასრუტით იოლად გაიწმინდება

ოზონი: ეს პროფესიონალთა საიდუმლო იარაღია, რომელიც ბიოლოგიურ სუნს აშორებს

პროფესიონალის რჩევა

ჭუჭყისა და სუნის მოშორებისას მთავარია, ბევრი წყლის გამოყენების არ შეგეშინდეთ — ავტომობილის სალონს უმეტესად ზედმეტად მშრალად რეცხავენ. სისუფთავის მხრივ სასწაულების მოხდენა კი მხოლოდ წყლის თამამად გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი. მთავარია, მერე ყველაფერი კარგად გაშრეს.

ტობიას ვასერი

carusel_title
  • ცუდ სუნზე არასასიამოვნო არაფერია! თუ თქვენს ავტომობილში ყნოსვა უკვე ჭირს და გსურთ, რომ მგზავრობა ისევ სასიამოვნო გახდეს, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. AUTO BILD რამდენიმე რჩევას მოგცემთ
  • თუ საფერფლე ღრმად და ხალიჩებთანაა მოთავსებული, სიგარეტის ნარჩენების სუნი სალონში უფრო თამამად გაბატონდება. საფერფლე ყოველდღე უნდა დაიცალოს
  • სალონში რძის დაქცევის შემთხვევაში, დასვრილი ადგილები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაასუფთავოთ. რძე ყველაზე ამაზრზენ სუნს აყენებს
  • საჭიროა კარგი ნებისყოფა და ნაყოფიერი შრომა — მხოლოდ ზედაპირის გადაწმენდა საკმარისი არ არის. სუნისა და ჭუჭყის მოშორებისთვის სალონი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. ყველა ტიპის ზედაპირს თავისი სპეციალური საწმენდი საშუალება სჭირდება. ბოლოს კი ყველაფერი კარგად უნდა გაშრეს
  • შუშა და კოკპიტი: სპეციალური საწმენდი საშუალებით ჭუჭყთან ერთად, სუნსაც განდევნით
  • ჭერი და ხალიჩები: გადაიტანეთ საწმენდი საშუალება და ძლიერად გაწმინდეთ ჯაგრისით
  • კონდიციონერი: ანტიბაქტერიული საწმენდით კონდიციონერიდან გამოსული სუნი გაქრება
  • ყავა: მხოლოდ დროებით დაგეხმარებათ — სუნს კი არ მოაშორებს, არამედ გაანეიტრალებს. ძლიერ სუნს კი ამასაც ვერ მოუხერხებს
  • ჩამოსაკიდებელი: არსებობს უამრავი ვარიანტი სხვადასხვა არომატით, მაგრამ ეს ცუდ სუნს მხოლოდ დაფარავს
  • ოზონ-ქილერი: საკმაოდ ძვირია, მანქანაში კი ცუდი სუნი რჩება
  • ცხელი ორთქლი: ზეთოვანი და წებოვანი ჭუჭყი ცხელი ორთქლით მოშორდება — ასე ჯერ დალბება, მერე კი მტვერსასრუტით იოლად გაიწმინდება
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
Mercedes GLK-ს 100 000-კილომეტრიანი ტესტი (+VIDEO)
2014-02-06 08:24:20
GLK-მ ხანგრძლივ ტესტზე თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ძველი სკოლის ”მერსედესს” შეეფერება. 100 000 კილომეტრი მან კომფორტულად და თითქმის უპრობლემოდ დაფარა, მაგრამ
სრულად
article image
Cat Image
გასეირნება მომავალში სენსაციური ოპელით (+VIDEO)
2014-02-04 06:23:44
Monza თვალისმომჭრელი კუპეა, რომლითაც ”ოპელი” გვიჩვენებს, როგორი იქნება ამ მარკის მომავალი. რიუსელსჰაიმელთა სტუდიური ვარსკვლავი ექსკლუზიურად გავტესტეთ
სრულად
article image
Cat Image
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
2014-02-03 07:04:21
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
ტანკი მუხრუჭების გასატესტად ცოცხალი ადამიანების ჯაჭვს იყენებს (VIDEO)
ცხოველები, რომლებზე ნადირობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს
მთვრალი მოლდოველი ფეხბურთელი "ჩიტო-გვრიტოს" მღერის (+VIDEO)
ვიქტორ სანიკიძე: დროა, საქართველოს ნაკრებში სხვა სპეციალისტმა იმუშაოს
"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
სხვა სიახლეები
როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
13.12.2013
აფეთქება, ცეცხლი, საწვავის წვა და დგუშები, რომლებიც წუთში რამდენიმე ათასჯერ ადი-ჩადიან - სწორედ ეს ყველაფერი ხდება თქვენი ავტომობილის ძრავში გასაღების გადატრიალებისა და მანქანის დაქოქვის შემდეგ.
სრულად
საშიშია თუ არა ნახმარი საბურავები?
04.12.2013
ზამთარი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის საბურავებზე გადასვლის დროა. თუ არ გვაქვს, უნდა შევიძინოთ ახალი ან, სულაც ნახმარი ზამთრის საბურავები. ახალი საბურავები ძალიან ძვირია
სრულად
ერთი წამის მნიშვნელობა
29.10.2013
სტატისტიკოსები ირწმუნებიან, რომ ყოველი მესამე ავარიის მიზეზი მძღოლის გადაღლილობაა
სრულად
სარფში ტრაილერების მძღოლებს თურქმა მებაჟეებმა პრობლემები შეუქმნეს
ინდოეთში ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
კია სოული iF Product Design Award-ით დაჯილდოვდა
თებერვალი
ახალი ნომერი
თბილისი -5°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა