ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ფოლკსვაგენები
ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ფოლკსვაგენები
05.09.2012

ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა, გადავწყვიტეთ, ექსტრემალური ტესტის რუბრიკაში ერთმანეთისთვის ჯუჯა და გიგანტი ფოლკსვაგენები შეგვეხვედრებინა. გვაინტერესებდა, რა საერთო აქვთ მათ ლოგოს გარდა?

ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა, გადავწყვიტეთ, ექსტრემალური ტესტის რუბრიკაში ერთმანეთისთვის ჯუჯა და გიგანტი ფოლკსვაგენები შეგვეხვედრებინა. გვაინტერესებდა, რა საერთო აქვთ მათ ლოგოს გარდა?


პოლო, პასატი, გოლფი: ავტომოყვარულებს ამ სიტყვების მოსმენისას იმწამსვე «ფოლკსვაგენი» ახსენდებათ და მაისურის ტიპზე ან სნობების სპორტზე ფიქრს კი მხოლოდ ერთეულები თუ დაიწყებენ. სამაგიეროდ, საკმარისია, ახსენო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა Amarok, Crafter ან Caravelle, რომ თვით ავტომოყვარულების საკმაოდ დიდი ნაწილიც თავს გაურკვევლად გადააქნევს და მარჩიელობას მოჰყვება. ეს სიტყვები მხოლოდ ავტომობილებში განსაკუთრებით კარგად გარკვეულებს თუ მიახვედრებს იმას, რომ საქმე აქაც «ფოლკსვაგენის» მოდელებს ეხება. ახლა კი მილიონიანი კითხვა: რა მოგდით თავში აზრად ისეთი სიტყვათა წყობის მოსმენისას, როგორიცაა Constellation Titan? ტრანს-ატლანტიკ-თვითმფრინავი? მეტალის ნაწარმი? «ფოლკსვაგენის» მოდელზე არ გიფიქრიათ?


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესეც «პასატისა» და კომპანიის ღვიძლი ძმაა! მეტიც: ეს არის ყველაზე დიდი ავტომობილი «ფოლკსვაგენის» კონცერნში. ცხადია, ისეთი ტირაჟით არ იყიდება, როგორც, მაგალითად, «გოლფი», მაგრამ, სამაგიეროდ, ის წონითა და ზომებით გამოირჩევა.


VW-გიგანტი ისედაც შემზარავად დიდია, ხოლო თუ გვერდით ყველაზე პატარა «ფოლკსვაგენს» დაუყენებ, უფრო საშიში ხდება. ჯუჯა «ფოლკსვაგენს» Up ეწოდება, უახლესი მოდელია და სიმაღლეში მხოლოდ 1.50 მეტრი გახლავთ. ვოლფსბურგელებს ამაზე პატარა ავტომობილი არ ჰყავთ! ჰოდა, მოდი, გავიგოთ, რა საერთო აქვთ მათ გარდა იმისა, რომ ორივეს ერთი, VW-ს ლოგო ამშვენებს.


Up მცირელიტრაჟიანი ავტომობილია, რომლის ამოცანა, პირველ რიგში, ქალაქის ქუჩებში ყოველდღიური გადაადგილებაა. ამასთან, თანამედროვე, ეკონომიური ძრავით აღჭურვილი Up მგზავრებს ქალაქიდან ქალაქშიც გადაიყვანს და ავტობანზე განსაკუთრებით ეკონომიური იქნება. მისგან განსხვავებით, «ტიტან ფოლკსვაგენს» მხოლოდ ერთი მისია აკისრია: მან განსაკუთრებით დიდი ზომისა და წონის რაღაცები უნდა ათრიოს. ის არც ავტობანისთვისაა გათვლილი და მით უმეტეს, არც ავტობანზე ვიწრო შარა-გზებისთვის (ქალაქის ქუჩებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), Constellation-Truck-მა არგენტინაში უნდა იშრომოს და არა მარტო არგენტინაში — ბოლივიაშიც, ურუგვაიშიც და რატომ მხოლოდ სამხრეთი ამერიკა? ეს გიგანტი სიამოვნებით იმუშავებს ყველგან, სადაც სამუშაო ექნება.


თუმცა «ფოლკსვაგენი» ამ ტიტანს ევროპაში არ უშვებს — ვოლფსბურგელები XL-Truck-ს მხოლოდ სამხრეთი ამერიკისთვის აწარმოებენ: ბრაზილიაში აწყობენ და მერე მერე აქეთ-იქით არბენინებენ, ნომერ პირველი კლიენტი კი მექსიკაა. მის ნამდვილ სამშობლოში, გერმანიაში კი მხოლოდ რამდენიმე მოდელია — საჩვენებლად, როგორც ეს, რომელიც გავტესტეთ.


საკმარისია მის მონაცემებს გადავხედოთ, ან უბრალოდ, კარგად დავაკვირდეთ იმ ყველაფერს, რაც მისი დიზაინის მიღმა ხდება, რომ მაშინვე მივხვდებით: სწორედ ის არის მუშათა კლასის ნამდვილი გმირი. უდიდეს ავზებში 620 ლიტრი «გაზოლეო» ეტევა — სწორედ ასე უწოდებენ სამხრეთ ამერიკაში იმ დიზელს, რომლითაც ამ გიგანტმა უნდა იმოქმედოს. დიზელის უმძლავრესი აგრეგატი 9.4-ლიტრიანია, აქვს ექვსი გიგანტური ცილინდრი, პირდაპირი შესხურების სისტემა და თვით ტურბინაც. ეს ყველაფერი ჯამში 1600 ნიუტონმეტრია, რაც პატარა Volkswagen Up-ის ბრუნის მომენტზე (95 ნმ) მინიმუმ 16-ჯერ მეტია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან «ფოლკსვაგენის» გიგანტმა ბრაზილიაში 74 ტონა ტვირთი უნდა ზიდოს — შედარებისთვის: გერმანიაში ლიმიტი 40 ტონაა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გერმანიაში ასეთი ტვირთის გადატანისას მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, «ფოლკსვაგენის» ტიტანს კი ამაზე გაცილებით მეტის განვითარება შეუძლია.


VW Constellation 130 კმ/სთ-ს სიამოვნებით განავითარებს და სხვათა შორის, ამაზე მეტი სისწრაფის განვითარებისას VW Up-ს უკვე თავდაუჯერებლობა ეტყობა. გიგანტის გადაცემათა კოლოფი შეიძლება იყოს 16-საფეხურიანი და 6-საფეხურიანიც. მისი სიმძლავრე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სურვილის შემთხვევაში რამდენიმე საფეხურს ერთად გადაახდე და მაგალითად, მესამედან პირდაპირ მეექვსეში გადართო. ავტომატურ კოლოფზე ლაპარაკიც ზედმეტია — მძღოლს თვითონ უწევს გადართვა.


სხვამხრივ, ყველაზე დიდი «ფოლკსვაგენი» არადრამატულად დადის. ცხადია, აგრეგატი გრგვინავს, მოხვევის სისტემა 60-ანი წლების «მერსედესს» მიუგავს და ხილვადობა კი ისეთია, როგორიც თანამედროვე, უმაღლეს სახლებში. ქალაქში ტარებისას კი გამვლელები ისეთი სახეებით გვიყურებდნენ, როგორც ჯონი დეპს ან ჯორჯ კლუნის უყურებენ ხოლმე წითელ ხალიჩაზე გავლისას. სადაც არ გავიარეთ, ყველგან მობილურ ტელეფონებს გვიმიზნებდნენ და Constellation-ს ფოტოებს უღებდნენ. საკმარისი იყო, გავჩერებულიყავით, რომ მაშინვე დაგვესეოდნენ და კითხვებს გვაყრიდნენ. გაუგებარი არაფერია: «ფოლკსვაგენის» ამხელა ლოგო ამდენად უცნობ მანქანაზე აქამდე არავის უნახავს.


 


VW Constellation


6-ცილინდრიანი ტურბო; მოცულობა: 9354 სმ3; სიმძლავრე: 273 კვ (367 ცხ. ძ.)/ 2000; ბრუნის მომენტი: 1600 ნმ/1100; უკანა ამძრაობა; 16-საფ. კოლოფი; ავზის მოცულობა: 620 ლიტრი; მაქს. სიჩქარე: 130 კმ/სთ; წონა: 8850 კგ; 0-80 კმ/სთ 21.32 წამში; სამუხრუჭე მანძილი 80-0 კმ/სთ: 41.9 მ; საწვავის ხარჯი: 35 ლ დიზელი/100 კმ; გამონაბოლქვი: 928 გ CO2/კმ.


ფასი: 130 000 ევროდან


 


VW Up


3-ცილინდრიანი; მოცულობა: 999 სმ3; სიმძლავრე: 55 კვ (75 ცხ. ძ.)/6200; ბრუნის მომენტი: 95 ნმ/3000; წინა ამძრაობა; 5-საფ. კოლოფი; ავზის მოცულობა: 35 ლ; მაქს. სიჩქარე: 171 კმ/სთ; წონა: 929 კგ; 0-80 კმ/სთ: 9.5 წამში; სამუხრუჭე მანძილი 80-0 კმ/სთ: 26.3 მ; საწვავის ხარჯი: 4.7 ლ Super/100 კმ; გამონაბოლქვი: 108 გ CO2/კმ.


ფასი: 10 450 ევროდან


 


 


დასკვნა


ახალ Up-ს კი ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ, მაგრამ რაკი მისმა დიდმა ძმამ ოკეანის გადაღმა უნდა იცხოვროს, Constellation აქ ყველას მალე დაავიწყდება და მისი სახელის ხსენებისას თავს ისევ გაურკვევლად გადააქნევენ...


იან ჰორნი

carusel_title
  • ორივეს VW-ს ლოგო ამშვენებს, მაგრამ «ფოლკსვაგენის» სატვირთო ავტომობილი სიმაღლეში უფრი მეტია, ვიდრე პატარა Up სიგრძეში. რაც შეეხება წონას: გიგანტი ჯუჯაზე თითქმის ათჯერ მძიმეა
  • ბრაზილიაში აწყობილ VW Constellation-ს 1600-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი ამუშავებს
  • Up-ის სიგრძე 3.54 მეტრია. ცოტაც და ამ ზომით პატარა VW გიგანტის ხიდებს შორის ჩაეტეოდა: Constellation-ის ბაზა წინა და პირველ უკანა ხიდს შორის ზუსტად 3.30 მეტრია
  • სატვირთოს 22.5-დუიმიანი დისკები აქვს, საბურავების ზომები კი 295/80-ია. მისი ექვსცილინდრიანი ძრავის მოცულობა 9.4 ლიტრია, ხოლო Up-ის - ერთი ლიტრი.
  • სალონში 3-საფეხურიანი კიბით უნდა ახვიდეთ
  • სტატიის ავტორი იან ჰორნი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
21.05.2014
E-Type-დან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ”იაგუარმა” F-Type-ის სახით ისევ ნაღდი სპორტული ავტომობილი გამოუშვა. AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა გადაწყვიტა, ამ მანქანით მთიანი ესპანეთი დაეპყრო.
სრულად
ექსტრემალური ტესტი: ცეცხლი! წყალი! (+VIDEO)
14.11.2013
Fiat 500 Abarth 595C პატარა ეშმაკია და ყველგან ხანძარს აჩენს. ცეცხლის ჩასაქრობად კი არსებობს მისი ძმა, Iveco Dragon 6x6
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 27°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Hyundayi Tucson
Alfa-Romeo 156
იყიდება ბმვ X 5
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.