სახლი, რომელიც დაცურავს
სახლი, რომელიც დაცურავს
12.12.2012

AUTO BILD-მა Sealander-ით ელბაზე გაისეირნა

ამას მოფიქრება არ უნდა? ინდუსტრიულმა დიზაინერმა დანიელ შტრაუბმა ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, კარგი იდეა დაებადა: მობილური, მოძრავი სახლი, რომელსაც ავტომობილს გამოაბამთ და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა, ეს ვაგონი იახტის ფუნქციებსაც შეასრულებს.


გადავწყვიტეთ, დანიელის ნამუშევარი საქმეში გვენახა და ბევრი ვუტრიალეთ, თუ ცოტა, დიდხანს არ გვჯეროდა, რომ წყალში არ ჩაიძირებოდა, რადგან ნავს, იახტას ან, გნებავთ გემს, მართლა არაფერი მიუგავდა. Sealander, როგორც მას დანიელი უწოდებს, თეთრ „ფოლკსვაგენ პოლოს“ გამოვაბით და კილიდან ჰამბურგში ჩამოვიყვანეთ - მისაბმელ სახლს თავისი საზღვაო შესაძლებლობები მდინარე ელბაზე უნდა დაემტკიცებინა.


ვინც არ იცის, აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ელბა სულაც არ არის მშვიდი მდინარე და განსაკუთრებით ავდრიან ჰამბურგში უყვარს ბობოქრობა. 2,5-კილომეტრიანი სიგანეც ყველაფერზე მეტყველებს - ელბამ ტალღები სწორედ აქ იცის, თუ იცის. ჩვენც სწორედ ამ მანძილის გადაკვეთა და ერთ-ერთ პატარა კუნძულამდე მიღწევა გადავწყვიტეთ - სწორედ იქ გვსურს საპიკნიკე ბანაკის დაცემა.


„პოლო“ ნაპირთან მივაყენეთ, მისაბმელი ჩავხსენით და Sealander-იც ელბაში ჩაეშვა - იესო ქრისტევ, მართლა არ იძირება! დანიელმა პატარა, 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავა დაქოქა და საცხოვრებელი ნავიც ამოძრავდა. პირველი შთაბეჭდილება: მშვენივრად დაცურავს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნავსადგურში ვართ, აქ კი ელბა მშვიდია, გემები არ მოძრაობენ და ტალღებიც არ ჩანს. თუმცა დაძაბულობა ყოველ წუთს მატულობს: რაც უფრო ვშორდებით ნაპირს, მით უფრო იმატებს რწევა.


ტალღების პირველი კასკადი ხუთი წუთის შემდეგ წამოვიდა: ჩვენი ნავი, სახლი, მანქანა თუ სამივე ერთად უკვე მძლავრად ირწევა, გვარიანადაც გვაქანავებს, მაგრამ... არაფრისდიდებით არ იძრება! უნდა გავრისკოთ, კუნძულს უნდა მივაღწიოთ! კიდევ კარგი, რომ თანადინებაა - სხვა შემთხვევაში 5-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილ ვაგონს წინსვლის შანსი არ ექნებოდა.


მიზანს ზუსტად 15 წუთში მივაღწიეთ - ერთი კილომეტრი ვიცურეთ. უკანა გზაზე კი უკვე შემხვედრი დინება გვქონდა, რის გამოც იძულებულები გავხდით, დახმარება უფრო მძლავრმოტორიანი ნავისთვის გვეთხოვა, რომელმაც ნაპირზე დაგვაბრუნდა.


 


დასკვნა


Sealander-მა დაამტკიცა, რომ არ იძირება და ცურვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სიგრძეში მხოლოდ 4 მეტრია, ორი ადამიანი კომფორტულად მოთავსდება. დანიელ შტრაუბის გამოგონება კარგი სათავგადასავლო სათამაშოა.


ბერნდ ფოლკენსი, ლიუბა გროილიხი


 


გამომგონებელი: 30 წლის ინდუსტრიული დიზაინერი დანიელ შტრაუბი


 


ორწლიანი შრომის შედეგი


 


AUTO BILD: როგორ მოგივიდათ ასეთი უჩვეულო იდეა?


დანიელ შტრაუბი: ეს იდეა თავში დიდხანს მიტრიალებდა. მინდოდა, მაქსიმალურად მრავალმხრივი სახლი-მანქანა შემექმნა. სწავლის დამთავრების შემდეგ დიპლომი სწორედ Sealander-ის პროექტით დავიცავი. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, დამეარსებინა ფირმა და მართლაც შემექმნა ასეთი რამ. სხვათა შორის, პროექტზე მუშაობას ორი წელი მოვანდომე.


რამდენად უსაფრთხოა Sealander?


არავითარი საფრთხე! კანონმდებლის ყველა მოთხოვნა უპრობლემოდ შევასრულეთ. თეორიულად, მღელვარე ზღვაშიც არ ჩაიძირება. Sealander-ს ორმაგი, მაქსიმალურად უსაფრთხო იატაკი და კიდეები აქვს.


რამდენი ეგზემპლარი გაყიდეთ?


სერიული გამოშვება მხოლოდ ახლა დავიწყეთ და უკვე ბევრი მსურველი გამოჩნდა როგორც გერმანიაში, ისე უცხოეთიდანაც. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ეგზემპლარი იყიდება! რაც მთავარია, Sealander-ებს გერმანიაში ვაწყობთ.


 


მონაცემები


მისაბმელი სახლი-მანქანა, რომელიც დაცურავს; ორმაგი იატაკი დახურული კამერებით; კომპლექტაცია: მაცივარი, გათბობა, ორი სკამი, მინი-სამზარეულო, მაგიდა; ზომები: სიგრძე 3890 მმ, სიგანე 1680 მმ, სიმაღლე 1850 მმ; წონა 380 კგ; დასაშვები წონა: 750 კგ.


ფასი: 16 900 ევროდან

carusel_title
  • უჩვეულო შეხვედრა ელბაზე, ჰამბურგში: 180-მეტრიანი ტანკერი „Pagania Lady“ და მხოლოდ 4 მეტრი სიგრძის მცურავი საცხოვრებელ-მობილი
  • დატვირთული Sealander-ის წონა 750 კილოგრამია და შეგიძლიათ, თქვენს ავტომობილს იმ შემთხვევაშიც მიაბათ, თუ მისაბმელიანი მანქანის მართვის სპეციალური მოწმობა არ გაქვთ. ამ ვაგონს პატარა „ფოლკსვაგენ პოლოც“ კი უპრობლემოდ წაიღებს
  • გადაწყობას მხოლოდ ორი წუთი სჭირდება და საწოლი ორი ზრდასრული ადამიანისთვის მზადაა. სახურავი კაბრიოს სტილშია და შეგიძლიათ, გადახადოთ
  • ნაპირიდან კუნძულამდე ერთი კილომეტრი იყო, რომელიც Sealander-მა უპრობლემოდ დაფარა, რადგან მიმართულების შესაბამისი დინება იყო. კუნძულზე პიკნიკი მოვაწყვეთ, უკანა გზაზე კი მოტორიანი ნავის დახმარება დაგვჭირდა
  • 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავის სიმძლავრე საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს პრობლემა ხომ იოლად მოგვარდება: ბენზინის აგრეგატის დამონტაჟება ძალიან ადვილია
  • ასე ხდება წყალში ჩაშვება. იმისათვის, რომ იცუროს, წყლის სიღრმე მინიმუმ 40 სანტინეტრი მაინც უნდა იყოს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
21.05.2014
E-Type-დან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ”იაგუარმა” F-Type-ის სახით ისევ ნაღდი სპორტული ავტომობილი გამოუშვა. AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა გადაწყვიტა, ამ მანქანით მთიანი ესპანეთი დაეპყრო.
სრულად
ექსტრემალური ტესტი: ცეცხლი! წყალი! (+VIDEO)
14.11.2013
Fiat 500 Abarth 595C პატარა ეშმაკია და ყველგან ხანძარს აჩენს. ცეცხლის ჩასაქრობად კი არსებობს მისი ძმა, Iveco Dragon 6x6
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 27°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes CLK200
იყიდება
იყიდება
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3