თავაზიანი ჩისკო: თბილისში თავის ჭკუაზე დადიან
14.12.2012

დინამო თბილისის ესპანელ გოლეადორს ჰყავს ჰიუნდაი, მოსწონს ასტონ მარტინი, უნდა პორშე!

ფრანჩისკო ხავიერ მუნიოსი, იგივე ჩისკო, „დინამო თბილისის“ ესპანელი ლეგიონერია, რომელიც, ნუ გაგიკვირდებათ და, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. სანამ ჩისკო ამ ოცნებას აისრულებს, დიღმის მასივში, „დინამოს“ ბაზაზე ყოველდღე „ჰიუნდაი ელანტრათი“ დადის.


ამბობს, რომ ამ მანქანით კმაყოფილია. „დინამო” და „ჰიუნდაი” პარტნიორები არიან და ესპანელიც „ელენტრას” დააგელვებს. უცხოეთის ბევრ  საფეხბურთო კლუბშია ასე: ფეხბრთელები იმ მარკის ავტომობილით დადიან, რომელიც კლუბთან თანამშრომლობს. „დინამოში” ეს ნებაყოფლობითია...


სანამ ჩისკო საქართველოში ჩამოვიდოდა, სამშობლოში ორი მანქანა ჰყავდა – „რენჯ როვერი “ და „მინი კუპერი”. ესპანელს ოცნების ავტომობილიც ჰყავს: „ყველაზე მეტად „ასტონ მარტინი” მომწონს, ოღონდ არა ჯეიმს ბონდის გამო”.


ჩისკოს თუ დავუჯერებთ, მოწესრიგებული მძღოლია. „რენჯ როვერით” იმიტომ დადიოდა, რომ დიდი მანქანაა და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. „სისწრაფზე უფრო სიმშვიდე მიყვარს,” - გვითხრა „დინამოს” ესპანელმა ფეხბურთელმა.


საქართველოს ჩემპიონტში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ქართველ მძღოლებზეც დავეკითხეთ.


„თბილისში ცუდი მძღოლები არ არიან, ოღონდაც, როგორც მოესურვებათ, ისე მოქმედებენ, მანქანა თავიანთ ჟკუაზე დაჰყავთ. მეც ისღა დამრჩენია, რომ მარჯვენა ზოლში ჩავდგე და ჩემი „ელანტრა” ნელა ვატარო,” - ჩისკოსთვის მანქანა გადაადგილების საშუალებაა და მეტი არაფერი. ამასთან, ესპანელი საკუთარ ავტომობილს თავს არ ევლება: „გასაღებს მოვარგებ და წავალ. მანქანასთან სხვა არაფერი არ მესაქმება”.


„დინამოს” ესპანელმა ფეხბურთელმა ისიც გვითხრა, რომ მისთვის მუსიკა მანქანაში აუცილებელი ატრიბუტია: „მობილურ ტელეფონში ისეთი პროგრამა მაქვს, რომ პლეირში ესპანურ რადიოს ვუსმენ. როცა მანქანაში ვარ, მუსიკა ყოველთვის უნდა ისმოდეს”.


მას არასდროს მოსვლია ავტოსაგზაო შემთხევეა და ირწმუნება, რომ თავაზიანი მძღოლია: „ყოველთვის ვუთმობ გზას ფეხით მოსიარულეს”.


ისევე, როგორც ყველა, ჩისკოც ფიქრობს მანქანის გამოცვლაზე. „თუ ახალ ავტომობილს ვიყიდი, მინდა რომ ეს „პორშე პანამერა” იყოს...”


ჩისკო შვებულებას სამშობლოში ატარებს ხოლმე, სადაც აქვს იმის საშუალება, რომ ავტომანქანიდან ბედაურზე გადაჯდეს. ცხენი მისი გატაცებაა და როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, დადებით მუხტს ამ კეთილშობილი ცხოველისგან იღებს.


ესპანელს იმაზეც ვკითხეთ, თუ რა ვნება აქვთ ავტომობილებთან იქაურ საფეხბურთო ვარსკვლავებს.


„მადრიდის „რეალის” ფეხბურთელებს ახალთახალ „აუდის” ურიგებენ. ეს თავისებური რეკლამაა, რათა ხალხმა დაინახოს, რა მანქანით დადის მათი საყვარელი ფეხბურთელი. „ვალენსიაში” რომ ვთამაშობდი, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალ „ტოიოტას” გვაძლევდნენ.  ისე კი, ესპანელ ფეხბურთელებს მაინცდამაინც არ უყვართ ძვირიანი მანქანით თავის მოწონება. ესპანეთში მანქანის მინების დაბურვა აკრძალულია, მაგრამ ფეხბურთელები ამას მაინც აკეთებენ, ფანებმა რომ არ იცნონ”.


ჩისკოს უყვარს ფორმულა 1 და, რა თქმა უნდა, თანამემამულეს გულშემატკივრობს. მისი აზრით, ყველაზე მაგარი პილოტი დღეს ფერნანდო ალონსოა. „დინამოს” ფეხბურთელებიდან მანქანის ყველაზე მაგარ გამხედნავად თანამემამულე იაგუეს მიიჩნევს, ლევან ხმალაძეზე კი ამბობს, თავისი ავტომობილით ტყვიასავით ჩაგვიქროლებს ხოლმეო...


დავით თავართქილაძე

carusel_title
  • თბილისში ცუდი მძღოლები არ არიან, ოღონდაც, როგორც მოესურვებათ, ისე მოქმედებენ, მანქანა თავიანთ ჟკუაზე დაჰყავთ. მეც ისღა დამრჩენია, რომ მარჯვენა ზოლში ჩავდგე და ჩემი „ელანტრა” ნელა ვატარო
  • „დინამოს” ფეხბურთელებიდან მანქანის ყველაზე მაგარ გამხედნავად თანამემამულე იაგუეს მიიჩნევს
  • არასდროს მოსვლია ავტოსაგზაო შემთხევეა და ირწმუნება, რომ თავაზიანი მძღოლია: „ყოველთვის ვუთმობ გზას ფეხით მოსიარულეს”
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
სხვა სიახლეები
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
14.02.2014
FACE-ტესტის წლის პირველი სტუმარი ვასიკო ოდიშვილია, რომელმაც AUTO BILD-ისთვის ახალი Suzuki S-Cross გატესტა
სრულად
ანატოლი ბოისამ ახალი Honda CR-V გატესტა: იდეალური მანქანა კალათბურთელისთვის?
05.02.2014
რუბრიკის მორიგი სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელსაც ახალი Honda CR-V გავატესტინეთ
სრულად
ლიკა ლაბაძემ მინი კუპერი გატესტა და შეაფასა
25.12.2013
არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც დაკვირვება ქალებზე. მაშინაც კი, როცა ქალი განსაკუთრებულს არაფერს ლაპარაკობს, ის მაინც საინტერესოა, რადგან ქალები ამას ძალიან მომხიბვლელად აკეთებენ.
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Stream 2500 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Mercedes-Benz C 180 2800 $
Mercedes-Benz E 240 3500 $