ASX ტიალ დარიალში
25.12.2012

მოდას აყოლილი იაპონელით სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დავლაშქრეთ

მოხევეები ჯიგრები არიან და ეს ეპითეტი შემთხვევით არ შემირჩევია. „კაცი რო აქაურ ჯიგარს აიღებს, ყაზბეგი აღარ დაავიწყდებაო,“ ამბობენ ხევში და განმარტება არ უნდა, რას ნიშნავს „ჯიგრის აღება“ - ეს უბრალოდ ყველამ საკუთარ თავზე და ტყავზე უნდა გამოსცადოს. სხვათა შორის, მოხევეებს იუმორის გრძნობაც აქვთ: სტეფანწმინდის ცენტრში გაჩერებისთანავე ერთი ჯიგარი მოხევე თეთრი „ნივით“ დამადგა, თითი გერგეთისკენ გაიშვირა, წაგიყვანო და როცა მოხეურად მივესალმე, ხელი ჩაიქნია - აფსუს, მეგონა, უცხოელია და კარგად გადამიხდისო.


„კი, მაგრამ, ამ მანქანით ვერ ავალ?“ - ვეკითხები გულდაწყვეტილს.


„რაი მაშინაია?“ - კითხვას მიბრუნებს, ახალთახალი Mitsubishi ASX-ის კლირენსს ეჭვისთვალით უყურებს და საკუთარ კითხვას თვითონვე პასუხობს: „ასვლით ახოლი, თუ არ გებრალება... „ჟიგულები“ ადიან!“


„გზა არ ვარგა?“


„გონჯი გზაა... ცოდვაა!“ - ასკვნის მოხევე და მემშვიდობება.


 


გამავლობა


არ მიკვირს, ისეთი კითხვები რომ არ დამისვა, როგორებიცაა „რა მატორზეა?“ „როგორ დადის?“ „რა ღირს?“ მოხევეებს ავტომობილებში მხოლოდ მისი გამავლობა აინტერესებთ და ამიტომაც დადიან თეთრი „ნივებით“. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ Mitsubishi ASX-ის შესახებ ყაზბეგლების მოსაზრებების მოსმენას აზრი არ ჰქონდა - ამ მოხევემ მთელი ხევის აზრი სამ სიტყვაში („გონჯი გზაა... ცოდვაა!“) ჩაატია და თავმომწონე იაპონელ კომპაქტურ ქროსოვერს გამავლობის კუთხით იდეალური განაჩენი გამოუტანა - თუ არ გებრალებაო. მან, რა თქმა უნდა, არ იცის, რას ნიშნავს SUV-კლასი, ან როგორია ქროსოვერი (მით უმეტეს კომპაქტური), მაგრამ მიხვდა ერთს და ყველაზე მთავარს: Mitsubishi ASX გერგეთზეც ავა და მივა ყველგან, სადაც „ჩვეულებრივი მოკვდავები“ დადიან და არა ოფროუდელები - საქმე იმაშია, გაიმეტებ თუ არა.


ავტომობილის გამავლობაზე წერას აქ უნდა მოვრჩეთ, რადგან ამაზე უკეთესი შეფასებისა და დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. დავძინოთ მხოლოდ ის, რომ ამ კლასის ფავორიტ „ფოლკსვაგენ ტიგუანის“ პრეტენზიულ კონკურენტს სრულ ამძრაობასთან ერთად, ბლოკირებაც აქვს, რაც ცუდ გზებზე მის პოტენციალს ზრდის.


გერგეთზე ასლვა, რა თქმა უნდა, გადავიფიქრე და გეზი დარიალის ხეობისკენ ავიღე. ფოტოსესიისთვის ამაზე უკეთესი ადგილის პოვნა არა მარტო ხევში, არამედ მთელს საქართველოში ძნელია და თანაც, დარიალში ვიწრო, მაგრამ კარგი გზებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ 2-ლიტრიანი ძრავის მქონე (150 ცხენის ძალა) ASX, რომელიც „მიცუბიში მოტორსის თბისლისის“ ცენტრში 31 900 დოლარი ღირს, სვლის თავისებურებებს იდეალურად გამოავლენდა.


შევთანხმდეთ, რომ კომპაქტური ქროსოვერები ქალაქის ავტომობილებია, რომლებიც თავს ტრასაზეც კარგად უნდა გრძნობდნენ, მისაღები მანევრირებით უნდა გამოირჩეოდნენ და ცოტა რამ უგზოობაზეც უნდა შეეძლოთ. ქალაქში ყველგანმავალი არავის სჭირდება, რადგან დიდია, ძვირია და ხარბიცაა. კომპაქტური SUV-ის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი მთლად პირიქით არაა, მაგრამ მათი კონცეფცია გაცილებით მისაღებია: შედარებით იოლად დააპირნგებ, შედარებით იაფად იყიდი და შედარებით ეკონომიურიც იქნება. რა კარგია, რომ კომპაქტური ქროსოვერები არსებობს - უაზრობის გაცილებით გონივრული ალტერნატივა მათთვის, ვისაც „მაღლა ჯდომა“ უნდა. ამ მოდას „მიცუბიში“ 2010 წლიდან აჰყვა და Outlander-ის ბაზაზე შექმნა ASX - მოხდენილი დიზაინისა და მძაფრი ცხვირის მქონე თანამედროვე SUV, რომელიც ელიტაშიც კარგად წარმოგაჩენს, გზად არ მოგაწყენს და სოფლამდეც უპრობლემოდ ჩაგიყვანს.


 


რას გვთავაზობს


 


კომპაქტური SUV-კლასის კვალობაზე ავტომობილის სალონი საკმაო სივრცეს გვთავაზობს, სასწაულს კი, ამ მხრივ, არ უნდა ელოდოთ. წინა სავარძელს მაღალი ადამიანიც იდეალურად მოთავსდება, სალონის უკანა ნაწილში კი იაპონელებმა თავიანთი ტრადიცია არც ამ ავტომობილში დაარღვიეს: საშუალო სიმაღლის მგზავრი სივიწროვეს ვერ იგრძნობს, აყლაყუდები კი მუხლებს წინა სავარძლის საზურგეზე მიაბჯენენ, ხოლო თავსზემოთ, ჭერამდე ადგილი თითქმის აღარ დარჩება. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ASX Outlander-ის პლატფორმაზეა აწყობილი და მისი დეტალების 70 პროცენტს იყენებს, ავტომობილი „უფროს ძმაზე“ დამოუკიდებელი და განსხვავებული ჩანს.


წინა სავარძლებზე ASX გაცილებით მეტ კომფორტს გვთავაზობს. კოკპიტი და ცენტრალური კონსოლი ტიპურ იაპონურადაა მოწყობილი: სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი გაოცებისგან პირს არავის დააღებინებს, მაგრამ არც იაფფასიანობა იგრძნობდა და თანაც, აქ სრული წესრიგია: ნებისმიერი ფუნქციის ღილაკს თუ გადამრთველს მარტივად მიაგნებთ - მძღოლი თავის „სამუშაო მაგიდას“ იოლად შეეგუება. სავარძლები განიერი და კომფორტულია. მძღოლის სავარძლის ელექტრონული მოძრაობა განსაკუთრებით მაღალ ადამიანსაც კი საჭესთან ისე მოათავსებს, როგორც უნდა.


საბარგულის პრაქტიკულობის მხრივ ASX ვერავის გააოცებს: მინიმალური მოცულობა 419 ლიტრია, მაქსიმალური კი (უკანა სავარძლის საზურგის გადაწევის შემთხვევაში) - 1219 ლიტრი. შედარებისთვის: სედან (ვიმეორებთ: სედან!) Skoda Fabia-ს საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1163 ლიტრია... რაც შეეხება კომპაქტური SUV-კლასის ბესტსელერ „ფოლკსვაგენ ტიგუანთან“ ამ კრიტერიუმის შედარებას: ამ უკანასკნელის საბარგულის მოცულობა 470-1510 ლიტრია.


 


როგორ დადის


 


Mitsubishi ASX-ის დაკიდება ხისტია - მანქანას სპორტულობის პრეტენზია აქვს. მიუხედავად ამისა, ცუდ გზებზე (იცით, რაოდენ ცუდი გზაა ჯვრის უღელტეხილი-კობის მონაკვეთზე?) მაინც მისაღებ კომფორტს გვთავაზობს.  სამაგიეროდ, ხისტი დაკიდება და მოქნილი ამორტიზაცია თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს ტრასაზე, ვიწრო მოსახვევებში. ავტომობილის კონცეფციას მოხვევის საკმაოდ პირდაპირი სისტემაც შეესაბამება - ერთი სიტყვით, ASX-ის სტიქია ავტობანი და შარაგზებია.


აჩქარებისას ASX-ს მხოლოდ თავიდან უჭირს (საქმეც ესაა), მერე კი 2-ლიტრიანი ძრავა 1620-კილოგრამიან ავტომობილს მარდად მიაქროლებს. თუმცა მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ 150 ცხენის ძალისგან მეტს ველოდით - სიმძლავრის უკმარისობა განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის აღმართებში იგრძნობოდა. სამაგიეროდ, ASX თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია და ზოგიერთი ძვირადღირებული კონკურენტისგან განსხვავებით, ზღვარსგადასული საწვავის ხარჯით არ შეგაწუხებთ.


გადაცემათა ავტომატური კოლოფს სპორტული რეჟიმი აქვს და ეს ძალიან კარგია, რადგან ავტომატურ რეჟიმში მართალია, გადაცემებს შეუმჩნევლად ცვლის, მაგრამ რეაქციას ოდნავ აგვიანებს. მათთვის, ვისაც არ უნდა, რომ დიდხანს იფიქროს, გაასწროს თუ არა წინ მიმავალ ავტომობილს, არსებობს „ტიპ-ტრონიკი“ და საჭის მიღმა განთავსებული სპორტული ბერკეტები, რომელთა გამოყენება აგრესიული მართვისას არა მარტო სასურველი და აუცილებელია, არამედ კარგი გართობა და სიამოვნებაცაა.


 


მონაცემები და კომპლექტაცია: Mitsubishi ASX


 


ბენზინი/4 ცილინდრი/16 სარქველი DOHC,MIVEC


გადაცემათა კოლოფი, სპორტული რეჟიმით INVECS III CVT


მაქს. სიჩქარე - 188 კმ/სთ


4WD მულტიშერჩევა (4WD, 2WD და ბლოკირება)


ტყავის სალონი, წინა სავარძლები გათბობის ფუნქციით


კლიმატკონტროლი


ABS+EBD+BA


კრუიზკონტროლი


17-დუიმიანი ალუმინის დისკები


ელექტრო მინები


ელექტრო კეცვადი სარკეები მოხვევის მაჩვენებლით


დისტანციური ოპერირების სისტემაიმობილაიზერი


ელ. პანორამული ლუქი


ცვალებადსიჩქარიანი წინა და უკანა მინის საწმენდები


ქსენონის ფარები ავტომატური გასწორების მექანიზმით, წინა ფარების გამრეცხი


ნისლსაწინააღმდეგო ფარები


უკუსვლის გამაფრთხილებელი სისტემა (პარკტრონიკი)


ტყავით მოპირკეთებული საჭე აუდიო და კრუიზ კონტროლით


უკანა სავარძლები დაკეცვის ფუნქციით


Rpckford-ის აუდიო სისტემა რადიო/6-დისკიანი CD ჩეiნჯერი 12 დინამიკით, USB პორტი


მძღოლის და გვერდითა მგზავრის დამცავი ბალიში


საწვავის ავზის მოცულობა – 60 ლიტრი


ავტომობილის მაქსიმალური წონა: 1,970 კგ


სიგრძე - 4295 მმ; სიგანე - 1770 მმ; სიმაღლე - 1625 მმ; კლირენსი - 195 მმ


 


ფასი (მიცუბიში მოტორსის თბილისის ცენტრში): 31 900 დოლარი


გარანტია: 2 წელი ან 100 000 კმ გარბენი


 


მოგვწონს


ეკონომიურობა, მანევრულობა, დიზაინი, ავტომატიკის სპორტული რეჟიმი


 


გვაკლია


სივრცე სალონის უკანა ნაწილსა და საბარგულში, ხილვადობა, სიმძლავრე


 


გვიკვირს


ვფიქრობთ, საბარგულის მოცულობის ოდნავ გაზრდა უმტკივნეულოდ შეიძლებოდა


 


დასკვნა


 


Mitsubishi ASX არც მეტი, არც ნაკლები, სპორტულობისკენ მიდრეკილი მოწესრიგებული SUV-ია. არ აქვს განსაკუთრებული სისუსტეები და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თითქმის ყველა ქროსოვერს, განსაკუთრებით კარგადაც მასაც არაფერი გამოსდის, გონივრული და რაც მთავარია, მისაღები ფასის მქონე ალტერნატივაა. „ხევის ჯიგარი კი ნაღდად ვერ აიღო“ - იქ მხოლოდ თეთრი „ნივები“ გრძნობენ თავს ისე, როგორც თევზები წყალში.


შალვა ბუაჩიძე

carusel_title
  • მოხდენილი პროპორციები, მოდური დიზაინი: კომპაქტური ქროსოვერი Mitsubishi ASX 2010 წლიდან იწარმოება
  • მძღოლის სამუშაო მაგიდაზე იაპონური წესრიგია: ყველა ღილაკს და გადამრთველს იოლად მიაგნებთ
  • ASX-ის ოფროუდ-შესაძლებლობები: ჩვეულებრივ ამძრაობას პლუს ოლროუდი და ბლოკირება
  • თანამედროვე ტექნიკა: ASX ამ ღილაკით იქოქება
  • საწვავის საშუალო ხარჯი: 10.8 ლიტრი 100 კილომეტრზე
  • Mitsubishi ASX დარიალის ხეობაში გავტესტეთ
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
28.11.2013
ახალი "ტოიოტა კოროლა": რევოლუცია და ევოლუცია იაპონურად
სრულად
ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
05.11.2013
პირველი შეხვედრა ახალ Chevrolet Captiva-სთან, რომლის ფასი ”შევროლეს” ცენტრში 21 900 დოლარიდან იწყება
სრულად
ქაშქაი აქ, ქაშქაი იქ...
22.10.2013
...ქაშქაი ყველგან! აი, რატომაა ის ნისანის ბესტსელერი...
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2500 $
Jeep Liberty. 50 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Mitsubishi Pajero IO 3050 $