7 სახასიათო ლილიპუტი
7 სახასიათო ლილიპუტი
05.02.2013

განსაკუთრებული მეორადი ავტომობილები

როგორ უნდა დაიპყროს მამაკაცმა ქალის გული? რომანტიკული ვახშმით, წითელი ვარდით და ასიათასი კომპლიმენტით? რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს, შესაძლოა, ერთმა პატარა, მაგრამ საყვარელმა ავტომობილმა აჯობოს. თუმცა ასეთი ავტომობილები მხოლოდ მანდილოსნებისთვის როდია განკუთვნილი. მაგალითად, „მინი კუპერზე“ ქალებს აბოდებთ, მაგრამ ამ მარკის მოდელები მამაკაცებშიც ძალიან პოპულარულია, რადგან „მინი“ კარგი მანევრირებით, აჩქარებით და სვლის სპორტული სტილით გამოირჩევა. ერთი სიტყვით, მთავარია, ავტომობილი სახასიათო, ასე ვთქვათ, რაღაცით გამორჩეული და განსაკუთრებული იყოს. თუმცა შარმმა არ უნდა დაგვაბრმავოს. ზოგიერთ „მაჩო-ავტომობილს“ სერიოზული მინუსები აქვს. წაიკითხეთ, რომელ „სახასიათი ლილიპუტს“ შეგიძლიათ ენდოთ და რომელი „კაზანოვა“ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ.


 


Daihatsu Trevis


ეს ავტომობილი (2006-2009) გარეგნულად ზომაში გაზრდილ ხუთკარიან „მინის“ ჰგავს, ტექნიკურად კი კუთხოვანი ფორმების მქონე Cuore-ს იდენტური და ზოგადად მასავით გამძლეა. სისუსტეები აღენიშნება სავალ ნაწილში - განსაკუთრებით უკანა ხიდზე. სწრაფად იცვითება შეჭიდებაც. ფასი: დაახლოებით 4 000 ევრო


 


New Mini


პირველმა თაობამ (2001-2006) გამოსვლისთანავე მანდილოსნების გულები დაიპყრო. რეტრო-დიზაინმა მოწონება დაიმსახურა. თუმცა New Mini-მ მექანიკოსების გულებიც დაიპყრო, რადგან ქალები ხშირად მიმართავდნენ შესაკეთებლად: ე.წ. Midland- Gear-კოლოფი (2004 წლამდე) ხშირად ფუჭდება, გამოცვლა კი 3000 ევრომდე ჯდება. ფასი: დაახლოებით 4 000 ევრო.


 


Citroen C3


სახურავის ფორმითა და მრგვალი ფორმებით C3-ის პირველი თაობის წარმომადგენელი (2002-2009) იხვს ჰგავს. ამ ავტომობილის მთავარი პლუსი ისაა, რომ ძარაზე კოროზიას იოლად არ იჭაჭანებს - ჟანგის პრობლემა თითქმის არ არსებობს. მთავარი სისუსტე ისევ და ისევ სავალი ნაწილიდან, კერძოდ, ხიდების ნაპირებიდან მოდის. ფასი: დაახლოებით 2 500 ევრო


 


Fiat 500


ცნობილი „ჩინკუეჩენტოს“ მორიგი თაობა რეტრო-სტილში 2007 წლიდან იყიდება. ახალი Fiat 500 განსაკუთრებით მანდილოსნებს შეუყვარდათ. არადა, ახალი თაობის „ჩინკუეჩენტოს“ არაერთი სისუსტე აღენიშნება. საბურავების თაღები და მაყუჩი იჟანგება, AUTO BILD-ის ხანგრძლივი ტესტის დროს კი ძრავა გაფუჭდა. ფასი: დაახლოებით 6 000 ევრო


 


Nissan Micra


„მიკრას“ მესამე თაობის წარმომადგენელსაც დათუნიას გამოხედვა აქვს. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი არა მარტო ამ სახით (2002-2010), არამედ კაბრიოლეტის ვერსიითაც იწარმოებოდა (2005-2009), რომელსაც Micra CC ეწოდებოდა. 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავის მქონე „მიკრას“ სუსტი ჯაჭვი ჰქონდა. რჩევა: გამოცვალეთ ყოველ 80 000 კილომეტრზე. ფასი: დაახლოებით 2 500 ევრო


 


Peugeot 1007


„პეჟოს“ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელზე ვერ ვიტყვით, საყვარელიაო, მაგრამ ფაქტია, რომ 1007-იც სახასიათო ავტომობილია. აბა, დააკვირდით: სხვა რომელ მცირელიტრაჟიანს აქვს გასაწევი კარები? ცუდი ის არის, რომ პრობლემები სწორედ კარის ამ მექანიზმებს ექმნება: ხშირად აღარ იღება, აღარ იკეტება, იყინება ან თავისით იღება. ფასი: დაახლოებით 3 500 ევრო


 


Smart Forfour


თანამედროვე სპორტულ ფეხსაცმელს ჰგავს: ჭრელია, მსუბუქია, სპორტულიცაა და ძვირად ფასობს. სწორედ მაღალი ფასის და ძვირადღირებული ოფციების „დამსახურება“ იყო ის, რომ ამ მოდელის წარმოება ორ წელიწადში შეწყდა (2004-2006). თუმცა Mitsubishi Colt-ის პლატფორმაზე აწყობილი ეს „სმარტი“ ნახმარ მდგომარეობაში იაფია და თანაც, გამძლე ტექნიკა აქვს. ფასი: დაახლოებით 3 500 ევროდან

carusel_title
  • New Mini
  • Citroen C3
  • Daihatsu Trevis
  • Fiat 500
  • Nissan Micra
  • Peugeot 1007
  • Smart Forfour
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
04.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
10 საუკეთესო მეორადი ფლირტ-მობილი
15.11.2013
ყველამ იცის, რომ ძვირფასი კაბრიოლეტით საპირისპირო სქესის მონუსხვა ყველაზე ადვილია, მაგრამ ფლირტის გასაბმელად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილი გყავდეთ. ჩვენ გიჩვენებთ 10 მეორად ავტომობილს მაღალი ფლირტ-ფაქტორით
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Alfa-Romeo 156
იყიდება ბმვ X 5
Mercedes CLK240
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3