რალი: ფოლკსვაგენმა დაიწყო!
12.02.2013

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა.


ასე რომ, შეიძლება ითქვას, “ფოლკსვაგენი” საკუთარი გრაფიკს უსწრებს – პირველ ეტაპზე მონაკოში იყო მოგებული სპეცმონაკვეთები, პოდიუმი და ქულებიანი ფინიში, მეორე ეტაპზე კი გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ეს არის “ფოლკსვაგენის” პირველი ტრიუმფი გუნდის ახალ ისტორიაში და მეორე მსოფლიოს რალიში მონაწილეობისას. მანამდე გერმანულ მარკას რალიში ეტაპი მოაგებინა შვედმა კენეტ ერიქსონმა – ეს 1987 წელს კოტ დ’ივუარში მოხდა.


ოჟიემ პარასკევის მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე შეინარჩუნა. მან 41 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ სებასტიან ლოებს. სხვათა შორის, ლოების თანაგუნდელები “სიტროენში” კიდევ უფრო უარესად გამოვიდნენ: მიკო ჰირვონენი მე-17 ადგილზე გავიდა, დანი სორდო კი ბრძოლას ჩამოშორდა.


რაც მთავარია, სებასტიან ოჟიე გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადავიდა 46 ქულით. ლოებმა მას სამი ქულით ჩამორჩება.


მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი მექსიკაში 7-10 მარტს გაიმართება.


შვედეთის რალი


1. სებასტიან ოჟიე (ფოლკსვაგენი) - 3:11.41,9; 2. სებასტიან ლოები (სიტროენი) - +41,8; 3. მადს ოსტბერგი (ფორდი) - +1.24,5; 4. იარი-მატი ლატვალა (ფოლკსვაგენი) - +1.30,6; 5. ტიერი ნოივილი (ფორდი) - +5.06,4; 6. იუჰო ჰიანინენი (ფორდი) - +5.43,1...


საერთო ჩათვლა


1. სებასტიან ოჟიე (ფოლკსვაგენი) - 46 ქულა; 2. სებასტიან ლოები (სიტროენი) - 43; 3. მადს ოსტბერგი (ფორდი) - 24; 4. დანი სორდო (სიტროენი) - 15; 5. იარი-მატი ლატვალა (ფოლკსვაგენი) - 14; 6. მიკო ჰირვონენი (სიტროენი) - 12...

carusel_title
  • კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
რალი: კუბიცა რალიში მოშინაურდა
04.06.2013
ფოლკსვაგენმა მეოთხე ეტაპი მოიგო
სრულად
რა გველის ამ უქმეებზე: კლასიკური რალი გრძელდება, DTM იწყება
03.05.2013

უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ

სრულად
კუბიცა რალიში წავიდა
05.03.2013

პოლონელმა პილოტმა სიტროენ რეისინგთან გააფორმა კონტრაქტი

სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Astra 2100 $
Opel Vectra 2200 $
Nissan Cube 2650 $
Mercedes-Benz C 200 5500 $