SUBARU FORESTER: ტყის ბინადართა არჩევანი
SUBARU FORESTER: ტყის ბინადართა არჩევანი
14.07.2014

„სუბარუ  ფორესტერის“ მთავარი პლუსები: სრული ამძრაობა, პრაქტიკული ძარა და საიმედოობა

როგორც ჩანს, „სუბარუს“ მარკეტინგის განყოფილებას კლიშეებთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ამ იაპონური მარკის ბოსები საშუალო კლასის სრულამძრავიან კომბის სხვა სახელს დაარქმევდნენ - Forester ქართულად მეტყევეს, ტყის ბინადარს ნიშნავს.


...და მართლაც: „სუბარუ ფორესტერის“ პირველი თაობის (1997 წლიდან) ერთგულ მფლობელთა უმეტესობას სწორედ ტყეში ხეტიალი უყვარს. არაერთი „რბილი“ კონკურენტისგან განსხვავებით, „სუბარუ“ აქცენტს კონკრეტულ შესაძლებლობებსა და ხარისხზე აკეთებს. რეცეპტი: სანდო ბოქსერ-ძრავები, უგზოობისთვის გათვლილი სრული ამძრაობის ტექნიკა, კომპაქტური კომბი-ძარა და მანქანის ხარისხთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასები.


ყველა ეს  ნიჭი „სუბარუმ“ „ფორესტერის“ მეორე თაობასაც (Typ SG, 2002-2008) გამოაყოლა. 19-სანტიმეტრიანი კლირენსით ავტომობილი ტყეში თავს ისევ ძალიან კარგად გრძნობს - აღარაფერს ვამბობთ ოფროუდ-პაკეტზე, რომელიც პერმანენტულ სრულ ამძრაობას, დიფერენციალის ბლოკირებას და რედუქტორულ ტრანსმისიას გულისხმობს. თანაც, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სერიულია. რედუქტორულ ტრანსმისიაზე უარის თქმა მხოლოდ ავტომატური კოლოფის არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ. სამაგიეროდ, უარის თქმა არ მოგიწევთ გარანტირებულ საიმედოობაზე, რადგან ამას ყველა „ფორესტერი“ გთავაზობთ - განურჩევლად კომპლექტაციისა. თავად განსაჯეთ: 2010 და 2011 წლის AUTO BILD TUV-რეპორტში რობუსტულმა „ფორესტერმა“ მფლობელების კმაყოფილების კრიტერიუმში საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.


ანუ, „ფორესტერი“ იდეალური ავტომობილია? არცისე, რადგან მაღალ ბრუნებზე მუშაობის მოყვარულ ბოქსერ-ძრავებს საკმაო სიხარბე ახასიათებთ. ჩათვალეთ, რომ 100 კილომეტრზე 10 ლიტრზე ნაკლები საწვავის დახარჯვა შეუძლებელია. საბასო აგრეგატს 125 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ მექანიკური კოლოფის მქონე „ფორესტერს“ მოსდევს, რადგან ავტომატიკა მას ტემპერამენტს დააკარგვინებდა. ჩვენი აზრით, საუკეთესო არჩევანი 158 ცხენის ძალის მქონე ბენზინის ძრავაა, რომელიც „ფორესტერმა“ 2005 წელს განხორციელებული ცვლილებების დროს მიიღო. ამ თაობის მართლა კარგად მოვლილი „ფორესტერი“ 9-10 000 ევრო ღირს.


 


ტესტ-დრაივი


ჩვენი სატესტო ავტომობილი მეტყევეს არ გადმოუცია, რაზეც მისი ფერიც მეტყველებს - ლურჯი მეტალიკი, რომელიც დამატებითი ოფციაა და ფაქტია, რომ ტყის ბინადარი ამაში ფულს არ გადაიხდიდა. გარდა ამისა, პირველ მფლობელს თავისი „ფორესტერისთვის“ 4-საფეხურიანი ავტომატიკა და წინა სავარძლების გათბობაც გაუმეტებია. ამავდროულად, „ფორესტერს“ სერიულად მოჰყვა სრული ამძრაობა, დიფერენციალის ბლოკირება, კლიმატკონტროლი, 6 აირბალიში, ფარების საწმენდი მოწყობილობა და CD-რადიო-პლეიერი. ასეთი Subaru Forester 2.0 X Active რვა წლის წინათ ზუსტად 24 610 ევრო ღირდა. ფაქტია, რომ მფლობელს ბევრი არ უვლია - გარბენი 55 600 კილომეტრს შეადგენს. ახლა ეს მანქანა  ჰამბურგში, მეორადი ავტომობილების სადილეროში (www.autopark.de) იყიდება და 8 450 ევრო ღირს.


ჩვენი შთაბეჭდილება ნორმალურია: რამდენიმე ნაკაწრი 8 წლის „ფორესტერისთვის“ კატასტროფა არ არის. მძღოლის სავარძლის მარცხენა მხარეს პატარა გახეულ ადგილს თუ არ ჩავთვლით, სალონი მოვლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძრავა მშვიდად მუშაობს და თავის საქმეს კარგად აკეთებს, ავტომატური კოლოფი კი უკვე დაძაბული ჩანს: გაზის მიცემისას რეაქციას აჭიანურებს, „ქიქ-დაუნ-ბრძანებების“ დროს კი ნერვიულად რეაგირებს. ტექნიკური პრობლემები არ აქვს, ქვემოთ კი კოროზიის პირველი ნიშნები ეტყობა.


ჩვენი განაჩენი: 8000 ევრო მისაღები ფასია. ჟანგის გამოჩენა არასასიამოვნოა, მაგრამ კოროზია იმდენად მცირე დოზითაა, რომ სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავთ. თანაც, ავტომობილი ხომ უკვე რვა წლისაა.


 


პრობლემები


ავტომობილი ზედმეტი სისუსტეების გარეშე: „სუბარუ ფორესტერის“ მეორე თაობა (Typ SG, 2002-2008) სწორედ ასეთი მანქანაა, რომელსაც არ აქვს კონკრეტული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პრობლემები. ტურბინას უმეტესად მხოლოდ სასტიკი მოხმარებისა და მოუვლელობის გამო ექმნება პრობლემები. „ფორესტერი“ ევროპაში ბევრმა გადაიყვანა გაზზე, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია არასწორი გადაწყვეტილება, თუ ძრავას მაინც მაღალ ბრუნებზე ამუშავებთ. ასეთ დროს, სარქველები მალე გამოდის მწყობრიდან. სხვამხრივ, ჩვენი რჩევა ის იქნება, რომ მუდმივად გზებზე სიარულის შემთხვევაში, შემდგომი მოვლაა აუცილებელი.


 


1. ხიდის სახსრები ჩვეულებრივ სოლიდურია, მაგრამ უგზოობაზე ხშირი სიარული პრობლემებს უქმნის


2. გვერდითა მინები ჩარჩოების გარეშე 80 კმ/სთ-ის შემდეგ ხმაურის გამომწვევია


3. ჟანგი: „ფორესტერი“ კოროზიისგან საკმაოდ კარგადაა დაცული, მაგრამ ფრთხილად იყავით ისეთ ეგზემპლარებთან, რომლებსაც მუდმივად ცუდ გზებზე ატარებდნენ


4. გამონაბოლქვის სისტემა: ცუდ გზებზე ხშირი ტარება ამ სისტემისთვისაც პრობლემურია, რადგან ხშირად ეხება მიწას და ხშირად სველდება


 


ტექნიკური მონაცემები


ძრავა                                            4-ცილინდრიანი ბოქსერი


სარქველები/გამ. ლილვი         ცილინდრზე 4/2


მოცულობა                                  1994 სმ3


სიმძლავრე                                  92 კვ (125 ცხ. ძ.)/5600


ბრუნის მომენტი                       184 ნმ/3600


მაქსიმალური სიჩქარე             168 კმ/სთ


აჩქარება 0-100 კმ/სთ                13,7 წამში


ტრანსმისია/ამძრაობა              4-საფ. ავტ./სრული


ავზი/რეკ. საწვავი                      60 ლ/Super


სიგრძე/სიგანე/სიმაღლე          4450/1735/1590 მმ


საბარგულის მოცულობა          387-1629 ლ


წონა/ტვირთამწეობა                 1435/445 კგ


 


დასკვნა


„სუბარუ ფორესტერს“ კონკრეტული სისუსტეები არ აღენიშნება. ამ „მუშა ცხოველის“ მწყობრიდან  გამოყვანა მხოლოდ მოუვლელობას და მუდმივად უგზოობაზე სიარულს შეუძლია.


ლარს ბუზემანი

carusel_title
  • ბევრი სისუსტე ვერ აღმოვუჩინეთ - „სუბარუ ფორესტერი“ მეორად ავტომობილებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია
  • კომბისა და SUV-ის ნაზავი: ფორესტერს მაღალი კლირენსი აქვს
  • ტიპიური იაპონელი: ფუნქციური კოკპიტი ლოგიკური მომსახურებით. ავტომატიკა „ფორესტერს“ ტემპერამენტს ართმევს
  • ნაცრისფერი ნაცრისფერში: სალონი ნაკლებად ქარიზმატული, მაგრამ ტევადი და პრაქტიკულია
  • 125 ცხენის ძალის მქონე საბაზო ბოქსერი მშიდად და ვიბრაციის გარეშე მუშაობს. კბილანა ღვედი ყოველ 105 000 კილომეტრზე, ან 5 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ
  • გვერდითა მინები ჩარჩოების გარეშე 80 კმ/სთ-ის შემდეგ ხმაურის გამომწვევია
  • „ფორესტერი“ კოროზიისგან საკმაოდ კარგადაა დაცული, მაგრამ ფრთხილად იყავით ისეთ ეგზემპლარებთან, რომლებსაც მუდმივად ცუდ გზებზე ატარებდნენ
  • სახსრები ჩვეულებრივ სოლიდურია, მაგრამ უგზოობაზე ხშირი სიარული პრობლემებს უქმნის
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ და ყველა დეტალი შევამოწმეთ!
02.03.2015
მან ეს შეძლო! ჩვენი BMW 525 TDS კილომეტრების მილიონერი გახდა
სრულად
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
04.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Volkswagen Passat 6500 $
Mercedes-Benz E 240 3500 $
Mercedes-Benz ML 350 27000 $
Nissan X-Trail 3400 $