დათო ტურაშვილის ავტოფილოსოფია: კარგი მძღოლი არის ის, ვინც სხვაზე ზრუნავს
დათო ტურაშვილის ავტოფილოსოფია: კარგი მძღოლი არის ის, ვინც სხვაზე ზრუნავს
04.03.2013

„ჩემთვის კარგი მანქანა არის პატარა, გამძლე და ეკონომიური“

ნიჭიერი ადამიანები თავისებური ხალხია. დათო ტურაშვილიც არაორდინალური შემოქმედია - მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, რომლის სიტყვასა და ნაწერს განსაკუთრებული ელფერი და ფასი აქვს. ტურაშვილს, როგორც დისიდენტური ბუნების ადამიანს, ყველა იცნობს და ყველა აფასებს. რაც შეეხება მის ავტოფილოსოფიას, ამას აქვე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეცნობით.


 


AUTO BILD: ყველაფერი პირველი განსაკუთრებულია - რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი?


დათო ტურაშვილი: ავტომობილი მაჩუქეს ორჯერ: პირველი იყო „ჟიგული“, 05, რომელიც მერე გავყიდეთ, მეორე კი - პატარა „ტოიოტა იარისი“, რომელიც მგონი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან საწვავი ფაქტობრივად არ სჭირდება და თანაც ყველაფერს უძლებს.


AUTO BILD: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის კარგი ავტომობილი?


დათო ტურაშვილი: ჩემთვის კარგი მანქანა არის პატარა, გამძლე და ნაკლებხარჯიანი.


AUTO BILD: რამდენად კარგად გესმით ავტომობილი? თვითონ თუ შეგიკეთებიათ?


დათო ტურაშვილი: ავტომობილებში საერთოდ ვერ ვერკვევი და მართვის გარდა არაფერი ვიცი.


AUTO BILD: უსაფრთხოების ღვედს როგორ ეგუებით?Auto Bild


დათო ტურაშვილი: ფაქტია, რომ ყველანი ადვილად მივეჩვიეთ.


AUTO BILD: რამდენად მოწესრიგებული მძღოლი ხართ?


დათო ტურაშვილი: მანქანას იშვიათად ვატარებ, ძირითადად ფეხით დავდივარ, მაგრამ თუ მომიწევს საჭესთან ჯდომა, ყოველთვის ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო.


AUTO BILD: როგორ მძღოლს უწოდებთ კარგ მძღოლს?


დათო ტურაშვილი: ჩემი აზრით, კარგი მძღოლი არის ის, ვინც სხვაზე ზრუნავს.


AUTO BILD: მანქანა თქვენთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, თუ სხვა რამესაც ნიშნავს?


დათო ტურაშვილი: ფეხით სიარული მირჩევნია...


AUTO BILD: ნასვამ მდგომარეობაში მჯდარხართ საჭესთან?


დათო ტურაშვილი: ერთხელ ვიჯექი, ახალგაზრდობაში და რომ მახსენდება, ახლაც ძალიან მრცხვენია.


AUTO BILD: როგორ ფიქრობთ, ჩვენთანაც უნდა იზომებოდეს ალკოჰოლის დოზა ნასვამი მძღოლის დაჯარიმებისას?


დათო ტურაშვილი: ევროპელებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ზომიერად სმა არ შეგვიძლია...


AUTO BILD: ავტობანზე სისწრაფე ლიმიტირებულია და 110 კმ/სთ- შეადგენს - ეს დისკომფორტს გიქმნით?


დათო ტურაშვილი: არა.


AUTO BILD: ქართველი მძღოლის ფენომენზე რას გვეტყვით?


დათო ტურაშვილი: ჩვენს განსაკუთრებულ უცნაურობაზე ნამდვილად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქალაქი, სადაც ამდენი დიდი და შავი ავტომობილი დადის. იმ ავტომობილებს ვგულისხმობ, ყველას „ჯიპებად“ რომ მოვიხსენიებთ. ევროპაში პირიქითაა - ასეთი გრანდიოზული „ჯიპებით“ მხოლოდ სოფლებში და მთებში დადიან...


AUTO BILD: შეაფასეთ ქართული საგზაო/საავტომობილო რეალობა ერთი სიტყვით.


დათო ტურაშვილი: უმძიმესი!


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
დათო ტურაშვილი, ინტერვიუ,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
ინტერვიუ წლის კაცთან, Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
05.01.2015
გაიცანით Tesla-ს შეფი ელონ მასკი, რომელიც AUTO BILD-მა საავტომობილო სამყაროს წლის ადამიანად აღიარა და საპატიო ოქროს საჭე გადასცა
სრულად
23.04.2014

სიცოცხლე ჯავშნიანი მერსედესისგან, უარი გერმანულ რეკლამას და სტუმრად ფიდელ კასტროსთან - ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან

სრულად
ელექტრომობილების დრო მალე მოვა!
26.02.2014
Tesla-ს შეფი ელონ მასკი სამომავლო გეგმების, Model S-ისა და ზოგადად ელექტრომობილების პერსპექტივაზე საუბრობს
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Elgrand 5400 $
Opel Astra 3800 $
Mercedes-Benz E 240 3500 $
Honda Stream 2500 $