რა შანსი აქვს ამერიკელს ბავარიულ სამიანთან?
07.03.2013

ევროპაში საშუალო კლასი ბავარიელებს აქვთ დაპყრობილი - BMW-ს მესამე სერია ბესტსელერია. „კადილაკმა“ ATS-ის სახით შექმნა ავტომობილი, რომლითაც სწორედ ბავარიული „სამიანისთვის“ სურს კონკურენციის გაწევა...

ევროპაში საშუალო კლასი ბავარიელებს აქვთ დაპყრობილი - BMW-ს მესამე სერია ბესტსელერია. „კადილაკმა“ ATS-ის სახით შექმნა ავტომობილი, რომლითაც სწორედ ბავარიული „სამიანისთვის“ სურს კონკურენციის გაწევა. გადავწყვიტეთ, ამერიკული სედანის შანსები შეგვეფასებინა


ამერიკელებმა არაერთხელ სცადეს თავიანთი ავტომობილებით ევროპაში თავის დამკვიდრება და ყოველთვის პირდაპირ გერმანულ მარკებს, „აუდის“, BMW-სა და „მერსედესს“ უმიზნებდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში უვარდებოდათ. „კადილაკმა“ და კომპანიამ ჩვენს კონტინენტზე ვერ დაიმკვიდრეს თავი ისე, როგორც სურდათ და ყოველი მარცხის შემდეგ უფრო და უფრო უძლიერდებოდათ გერმანელებთან ხეირიანი კონკურენციის სურვილი. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არაა, რომ დეტროიტელები ახალ Cadillac ATS-საც ევროპული ავტო-ელიტის სიმაღლეზე ხედავენ.


„კადილაკი“ ჩვენთან, საქართველოშიც იშვიათი ხილია. მართალია, ახალი მოდელების შეკვეთა General Motors-ის წარმომადგენლის, „ოპელისა“ და „შევროლეს“ თბილისის ცენტრში შესაძლებელია, მაგრამ შოურუმს არცერთი „კადილაკი“ არ ამშვენებს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ის არის, რომ ქართველ მომხმარებელს „კადილაკის“ ფასად ისევ BMW-ს და „მერსედესის“ ყიდვა ურჩევნია. რატომ? ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, დავძენთ მხოლოდ იმას, რომ „კადილაკი“ მეტ ყურადღებას იმსახურებს  და სხვათა შორის, არა მარტო მისი უდიდესი ისტორიის გამო.


ახალი Cadillac ATS-ის შედარება საშუალო კლასის ბესტსელერ BMW 3-er-თან ბევრ რამეში უკეთ გაგვარკვევს.


 


რას გვთავაზობენ


 


დიზაინის კუთხით უპირატესობა „კადილაკს“ უნდა მივანიჭოთ და ახლავე აგიხსნით, რატომაც. ორი აზრი არ არსებობს, BMW-ს „მესამე სერია“ ძალიან კარგად გამოიყურება - მოხდენილი ფორმები აქვს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გერმანული თვალსაზრისით საუკეთესო ბიზნეს-კოსტუმია - თუკი შეიძლება, რომ ასე ითქვას. მაგრამ BMW-ს „სამიანი“ ევროპაში ყოველ მეორე ქუჩაზე შეიძლება ნახოთ და თანაც, BMW-ს „მეხუთე სერიისგან“ დიდად არ განსხვავდება - ბევრს, შეიძლება, ერთმანეთშიც აერიოს. „კადილაკი“ კი, მკვეთრი მოსახვევებითა და სწორხაზოვანი კანტებით ასი პროცენტით სახასიათო ავტომობილია. ბევრ ავტომობილში მას ყოველთვის გამოარჩევთ და ყველგან განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს.


მოგვწონს „კადილაკის“ სალონიც. მასალების ხარისხი კარგია, მოწყობა - მოსაწონი. თანაც, ამერიკელის შესანიშნავი CUE-სისტემა BMW-ს iDrive-კონტროლიორსაც ჯობნის. მიზეზი: „კადილაკის“ ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულ ღილაკებს კი არ უნდა დააჭიროთ, არამედ თითებით უნდა „მოეფეროთ“. მონიტორზე კი ისე გასცემთ ბრძანებებს, როგორც iPad-ზე. ერთი სიტყვით, დეტროიტელებს შეუძლიათ, ბავარიელებს შეუთვალონ, iPhone-ის თაობის ავტომობილი სწორედ ასე უნდა გაკეთდესო.


ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ცხადია, ჩვენ „ძველი“, პრაქტიკული კრიტერიუმებიც გვაინტერესებს. ავტომობილების ფორმატი თითქმის იდენტურია და წინა სავარძლებზე ორივე მათგანში ერთნაირად კარგად მოთავსდებით. სალონის უკანა ნაწილში კი BMW-ს უპირატესობა აშკარაა და გარდა ამისა, ბავარიული ექსპრესის საბარგულის მოცულობა „კადილაკისაზე“ დიდია.


 


რა შეუძლიათ


 


„კადილაკის“ ორიენტაციის სერიოზულობაზე პირველ რიგში ATS-ის კონსტრუქცია მიუთითებს. ამერიკელები ადრე მცირე და საშუალო კლასის მოდელებში ყოველთვის „ოპელის“ ბაზებს იყენებდნენ. მაგალითად, Omega-სგან Catera შექმნეს,  Vectra-სგან - BLS. მაგრამ დეტროიტელები მიხვდნენ, რომ წინა ამძრაობით BMW-სთვის ან „მერსედესისთვის“ კონკურენციის გაწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, „კადილაკმა“ ამჯერად საკუთარი პლატფორმა შექმნა და ATS მასზე ააწყო. ამრიგად, ისევე, როგორც  BMW-ს „სამიანს“, Cadillac ATS-საც უკანა ამძრაობა აქვს (ოლრადი ოფციურია), თავს წონის გაწონასწორებული გადანაწილებით იწონებს და 1540-კილოგრამიანი წონით თითქმის არ არის BMW-ზე მძიმე. „ბიგ მაკის“ ქვეყანაში აქამდე სხვანაირად იქცეოდნენ ხოლმე...


ამასთან, „კადილაკის“ მოხვევის სისტემა გასაოცრად პირდაპირია, დაკიდება კი ერთობ ხისტი და ავტომობილი გზაზე საკმაო სიამოვნებას გვანიჭებს. შესაბამისად, ATS მოსახვევებში ისევე მოხდენილად შედის, როგორც BMW-ს მესამე სერია. აღსანიშნავია ისიც, რომ „კადილაკი“ მაღალ სისწრაფეზე წონასწორობას არ კარგავს - თუნდაც სიჩქარის მაჩვენებელი ისარი 220 კმ/სთ-ს გადასცდეს.


თუმცა BMW-ს ერთი რამ გაცილებით უკეთესად გამოსდის: სპორტულობისა და კომფორტულობის ნაზავს ვგულისხმობთ. მართალია, „კადილაკი“ დამატებითი ოფციის სახით Magnetic-Ride-სისტემას გვთავაზობს, მაგრამ საკმარისია, BMW-ს მძღოლმა „თავგადასავლების“ ჩამრთველი გამოიყენოს, რომ მაშინვე საკმაოდ დიდ განსხვავებას იგრძნობს. რაც შეეხება ეკო-რეჟიმს - ამერიკელები ასეთ რამეს საერთოდ არ ცნობენ.


კაპოტქვეშ ორივე ავტომობილში 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი და ტურბინიანი „გული ძგერს“. 328i-ში ის 245 ცხენის ძალას ავითარებს, ATS-ში კი - სულაც 276 ცხენის ძალას, მაგრამ გზებზე ეს განსხვავება თითქმის არ იგრძნობა. ამასთან, „კადილაკის“ აგრეგატი უფრო ხმაურიანია და უფრო დაძაბულიც ჩანს. BMW-ს ძრავა კი ამ მხრივ ნამდვილად სამაგალითოა.


 


ფასები


მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, შედარებისთვის გამოყვანილი Cadillac ATS  BMW-ს ამ „სამიანზე“ სულ რაღაც 80 ევროთი იაფია. სხვა, უფრო მდიდრული ოფციებისთვის კი დეტროიტელები ძალიან ბევრ ფულს ითხოვენ. პროგრამაშია როგორც Headup- Display, ისე დისტანციის რადარიც, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად „კადილაკის“ ფასი 50 000 ევროს გადაცდება.


 


 


ტექნიკური მონაცემები              BMW                          Cadillac


ძრავა                                               4-ცილ. Turbo            4-ცილ. Turbo


სარქველები/გამ. ლილვი            ცილინდრზე 4/2      ცილინდრზე 4/2


გამ. ლილვის მექანიზმი             ჯაჭვური                   ჯაჭვური


მოცულობა                                     1997 სმ3 1998 სმ3


კვ (ცხ. ძ.) ბრ/წთ                            180 (245)/5000           203 (276)/5500


ბრუნის მომენტი (ნმ/ბრ)             350/1250                     353/1700


მაქს. სიჩქარე                                 250 კმ/სთ                   240 კმ/სთ


აჩქარება 0-100 კმ/სთ                   6,1 წმ                          5,9 წმ


ტრანსმისია                                   8-საფ. ავტომატიკა  6-საფ. ავტომატიკა


ამძრაობა                                        უკანა                          უკანა


მუხრუჭები წინ/უკან                   დისკური/დისკური          დისკური/დისკური


სატესტო საბურავები                  225/45 R 18 Y             225/40 R 18 Y


საბურავები                                    Pirelli Cinturato P7    Pirelli PZero Rosso


დისკები                                         8,0 x 18\"                      8,0 x 18\"


გამონაბოლქვი (CO2)                    147 გ/კმ                      191 გ/კმ


საწვავის ხარჯი*                            8,2/5,2/6,3 ლ              11,6/6,3/8,2 ლ


ავზი/რეკომ. საწვავი                    60 ლ/Super                 62 ლ/Super


ხმაური გავლისას                         69 დბ                          72 დბ


ტვირთამწეობა                             1600/745 კგ                –/–


საბარგულის მოცულობა             480 ლ                         381 ლ


სიგრძე/სიგანე/სიმაღლე             4624/1811/1429 მმ     4644/1805/1419 მმ


ბაზა                                                 2810 მმ                       2775 მმ


მობრუნების რადიუსი                11,3 მ                          11,1 მ


 


* ქალაქში/ქალაქგარეთ/შერეული


 


 


ფასები/კომპლექტაცია                BMW                          Cadillac


მოდელი                                         328i Automatik          ATS 2.0T


აირბალიშები მზღ./გვერ./გვ. წ. ს/ს/ს                            ს/ს/ს


თავის აირბალიშები წინ/უკან   ს/ს                               ს/ს


კლიმატკონტროლი                      ს                                  ს


ელ. ლუქი                                       1100 ევრო                  1130 ევრო


მეტალიკი                                      840 ევრო                    ს


ფასი                                                39 660 ევროდან       39 580 ევროდან


 


ს=სერიული


 


 


დასკვნა


დეტოიტი მიუნხენთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, მაგრამ მაინც ვერ გაუთანაბრდა. BMW სპორტულიცაა და კომფორტულიც, უფრო გასწონასწორებულია და უფრო მრავალმხრივიც. „კადილაკმა“ კი უდიდესი პროგრესი განიცადა და თანაც, მის მფლობელს ექსკლუზიურობა გარანტირებული აქვს.


თომას გაიგერი

carusel_title
  • ვიზუალურად Cadillac ATS BMW-ს „სამიანზე“ მეტად მოგვწონს. ზომები თითქმის იდენტურია: ATS მხოლოდ ორიოდე სანტიმეტრით გრძელია
  • ეს „კადილაკი“ ევროპელებს წინამორბედებზე მეტად მოეწონებათ - განსაკუთრებით თანამედროვე Touchscreen-მომსახურების გამო. მასალების ხარისხიც კარგია
  • BMW-ს ასე ვიცნობთ და ასეთი მოგვწონს: მაღალი ხარისხი, კარგი ერგონომიკა და ჯდომის იდეალური პოზიცია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
03.02.2014
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მერსედეს ე 270
სასწრაფოდ! ფორდ ვინდსტარი, მინივენი
ნისან პრესაჟე
სასწრაფოდ! ბმვ 316