ჟენევა 2013: მომავლის ავტომობილები
05.04.2013

ჟენევის ავტოშოუ დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ამ თემას კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით

ჟენევის ავტოშოუ დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ამ თემას კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით. ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს დეტალურ მიმოხილვას და ანალიზს ჟურნალ “AUTO BILD საქართველოს” აპრილში ნომერში გაეცნობით, აქ კი, კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ გამოფენის განსაკუთრებით საინტერესო მოდელები.


 


მიცუბიშის პიკაპი


“მიცუბიშის” სტენდზე უცნაურმა პიკაპმა მიიპყრო ყურადღება. ძალისმიერი აგრეგატი, რომელიც დიზელის ძრავისა და ელექტროძრავისგან შედგება, საკმაოდ მარტივია და მისი მიღება ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება. ეს ჯერ კონცეპტია, მაგრამ სერიული ვერსია მისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.


 


KIA Provo


კორეული KIA-ს წარმომადგენლები ამტკიცებდენ, რომ მათი კონცეპტი - Provo ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი იყო ჟენევის ავტოშოუზე. მომავალში, ამ შოუკარისგან შექმნიან B-კლასის ავტომობილს. ავტოს გაბარიტული ზომებია: სიგრძე – 3,88 მეტრი, სიგანე – 1,77 მეტრი. კონსტრუქციაში აქტიურად გამოიყენება შუშა, რომლისგანაც არის დამზადებული მანქანის წინა ნაწილი (შუშის პანელი, სანათების დამცავი და რადიატორის გისოსი).


კონცეპტის ოპტიკა მთლიანად დიოდურია და შესაძლებელია განათების ხასიათის პროგრამირება. რაც შეეხება ძრავას, მანქანა აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი GDI-ით და ელექტროძრავით. ძალისმიერი აგრეგატის საერთო სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა.


 


Subaru Vision for Innovation


კომპანია Subaru-მ გვიჩვენა, რა მიმართულებით მიდის ამ მარკის დიზაინერული და ტექნოლოგიური აზრები. ამ კონცეპტში ნაჩვენებ სტილისტურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს Subaru-ის მომავალ სერიულ მოდელებში გამოიყენებენ. ამაზე ლაპარაკობს შოუ-კარისთვის შერჩეული სახელი - Vision for Innovation, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება - “ნოვატორული ხედვა”. კონცეპტ-კარის გაბარიტები არაფრით გამორჩეული არ არის: 4320 მილიმეტრი სიგრძეში, 1900 მილიმეტრი – სიგანეში და 1510 მილიმეტრი – სიმაღლეში. მისი გარეგნობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია: რადიატორის დიდი გისოსი და მახვილი ხაზები.


Subaru VIZIV მოძრაობაში მოდის ჰიბრიდური ძალისმიერი აგრეგატით, რომელიც შედგება 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავისგან და ორი ელექტროძრავისგან.


 


Opel Adam Rocks


Opel Adam ისედაც ცნობილი მანქანაა. ახლა, წარმოდგენილ იქნა კროსოვერის ვერსია, რომელიც ჯერჯერობით კონცეპტის დონეზე არსებობს. სერიული Adam-სგან ის 15 მილიმეტრით გაზრდილი კლირენსით განსხვავდება. გარდა ამისა, Adam Rocks-ს გამოარჩევს პლასტიკური დაკიდება, რბილი სახურავი და დიდი რადიუსის ლითიუმის დისკები.


 


Toyota GT 86


სპორტკარ Toyota GT 86-ის წარმატებული ვერსია, ჯერ მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს. იმედია, მალე სერიული გამოშვება დაიწყება. პროექტი განახორციელა მილანურმა დიზაინ-სტუდიამ. კაბრიოლეტის ზომები მთლიანად ემთხვევა კუპეს ვერსიას: სიგრძე – 4240 მმ, სიგანე – 1750 მმ, სიმაღლე – 1270 მმ. მანქანამ მიიღო ელექტრონული მრავალშრიანი ქსოვილის სახურავი და უკანა ხედვის სარკე, რომელიც იმალება უკანა სავარძლების ზურგსუკან. კონცეპტი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძალისმიერ აგრეგატთან ერთად მუშაობს 6-საფეხურიანი მექანიკა.


 


VW Parcour


დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიური Giugiaro-ს გამოჩენამ, რომელიც ახლა, “ფოლკსვაგენის” საკუთრებაა. იტალიური სტილი და გერმანული პრაგმატიზმი – საკმაოდ პერსპექტიული კავშირია. რაც შეეხება უშუალოდ კონცეპტ Parcour-ს, ის, პირველ რიგში, გამორჩეულია რევოლუციური დაკიდებით. ის ზუსტად იმის ანალოგია, რასაც ფორმულა 1-ში გამოიყენებენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ძელების ნაცვლად გამოიყენება რვა რეგულირებადი ამორტიზატორი. მანქანა აღჭურვილია “ლამბორგინის” 5.2-ლიტრიანი V10-ით, რომლის სიმძლავრე 550 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა საათში 100 კილომეტრს 3.6 წამში ანვითარებს.


 


Alfa Romeo Gloria


“ალფა რომეოს” სტენდზე საპატიო ადგილი ეჭირა უჩვეულო კონცეპტს. მოდელი Gloria შეიმუშავეს ევროპის დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტების მონაწილეობით და თითოეულმა მათგანმა ამ სამუშაოსთვის სატრანსპორტო დიზაინის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო. სტუდენტების მთავარი ამოცანა იყო “ალფა რომეოს” ესთეთიკური ღირსებები მიეტანათ აზიელი და ამერიკელი მომხმარებლებისთვის.


ავტომობილის კონსტრუქცია ითვალისწინებს V6 და V8 ტურბო-ძრავების მონტაჟს. ცხადია, რომ თუ მანქანა სერიულ წარმოებაში ჩაეშვება, ის იგივე აგრეგატებით აღიჭურვება, როგორითაც Maserati Quattroporte-ის ახალი თაობა.


 


Rinspeed Microma


თუ გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს მომავლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამაზე პასუხს იძლევა შვეიცარიული კომპანია Rinspeed-ის კონცეპტი, სახელად Micromax. ეს მიკროავტობუსი შექმნილია იმისთვის, რომ განიტვირთოს ქალაქის ქუჩები. ამ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია: სატრანსპორტო საშუალებამ, რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაიკავოს. ავტომობილის ზომა მინიმალურია, რაც შესაძლებელი გახდა მგზავრების არასტანდარტული განლაგების წყალობით. Micromax-ში უჩვეულო სავარძლებია, რომელზეც მხოლოდ პირობითან სხედან. სკამი ვერტიკალურია და მგზავრები პრაქტიკულად დგანან სალონში: მათი ერთადერთი შვება ის არის, რომ სავარძლის ზურგს ეყრდნობიან. სავარძლების ასეთი განლაგებით, თავისუფლდება ადგილი მგზავრებისთვის ან საბავშვო ეტლებისთვის. ელექტრომობილის სიგრძე 3.6 მეტრამდე მცირდება. დაახლოებით იგივე ზომისაა Mini, მაგრამ იქ ბავშვის ეტლი არ ეტევა.


მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურ მგზავრებს სპარტანულ პირობებში მოუწევთ მგზავრობა, სალონში ვხედავთ ისეთ სასიამოვნო წვრილმანებს, როგორიცაა ყავის მადუღარა და სასმელებით სავსე მაცივარი. მგზავრობის დროს შესაძლებელია ინტერნეტით შეუზღუდავი სარგებლობა.


 


P.S. ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს დეტალურ მიმოხილვას და ანალიზს ჟურნალ “AUTO BILD საქართველოს” აპრილში ნომერში გაეცნობით

carusel_title
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური გარაჟი
26.03.2014
ის ლოს ანჯელესშია - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა
სრულად
ამერიკული ოცნება
10.03.2014
მანქანა ნაღდი ამერიკული განცდებისთვის: ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩავედით
სრულად
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მაზდა 323F
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
სასწრაფოდ! ჰიუნდაი ლანტრა