ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია
ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია
09.04.2013

ანრი ჯოხაძეს 2002 წელს გამოშვებული „მერსედეს S-კლასი“ ჰყავს. მანამდეც „მერსედეს S-კლასი“ ჰყავდა სავარაუდოდ, მერეც „მერსედეს S-კლასი“ ეყოლება

ქერად შეღებილი თმები გარეგნობის ერთი ნიუანსია, მაგრამ ანრი ჯოხაძე ქართველ „სელებრითებში“ მხოლოდ ასეთი ნიუანსებით როდი გამოირჩევა. მას ბევრი კოლეგისგან პირველ რიგში ის ფაქტორი გამოარჩევს, რომ ანრი, როგორც მომღერალი და შოუმენი, ნამდვილია.


ანრი ჯოხაძეს 2002 წელს გამოშვებული „მერსედეს S-კლასი“ ჰყავს. მანამდეც „მერსედეს S-კლასი“ ჰყავდა სავარაუდოდ, მერეც „მერსედეს S-კლასი“ ეყოლება. მისი პირველი ავტომობილი კი „ვოლვო S 80“ გახლდათ.


„ჩემნაირი, დიდი გაბარიტების კაცისთვის „S-კლასი“ ზედგამოჭრილია. ამაზე კომფორტული ავტომობილი, მგონი, არ არსებობს. ვიზუალურადაც ჩემს გემოვნებაში ჯდება. სამართავად მსუბუქია და კარგი კომპლექტაციაც აქვს. ამ მანქანას რომ მართავ, რაღაცნაირად, დაცულად გრძნობ თავს. ჩემი მეგობრების მანქანებიც მიტარებია, მაგრამ ეს სულ სხვაა - ბოლოს და ბოლოს „მერსედესია“, თანაც „S-კლასი”, - გვითხრა ანრიმ.


ზამთარში ტყავის ხელთათმანები ანრისთვის განუყრელი აქსესუარია. საქართველოში მანქანის თათმანს ცოტა თუ ხმარობს, ჩვენთან ეს არცთუ მოდურია, მომღერალს კი ეს მოსწონს და გვითხრა, რომ ავტო-ხელთათმანი მეგობარმა აჩუქა.


„ჩემი მომდევნო ავტომობილიც „მერსედესი“ იქნება - რა თქმა უნდა, უფრო ახალი. აუცილებელი არაა, რომ ისევ „S-კლასი“ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა მარკის მანქანაზე არ გადავჯდები,“ - ერთი სიტყვით, ანრი „მერსედესის“ ფანია.


მანქანაში მუსიკა მომღერლისთვის განსაკუთრებული ფენომენი უნდა იყოს და ცხადია, ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა - საინტერესოა, რას უსმენს ანრი ჯოხაძე მანქანაში: „განწყობის ადამიანი ვარ და მანქანაში ერთი და იგივე ჟანრის მუსიკის მოსმენა ამოჩემებული არ მაქვს. სხვადასხვა ჟანრების სხვადასხვა შემსრულებლებს ვუსმენ ხოლმე. დისკოგრაფიას თუ ამოვწურავ, რადიოს ვრთავ, ოღონდ, არა მუსიკის მოსასმენად, არამედ უფრო ახალი ამბების გასაგებად. თუ დაღლილი ვარ, მანქანაში ბლუზის სმენა მირჩევნია, ხოლო თუ დილით ადრე გამოვდივარ სახლიდან, საცეკვაო მუსკიას ვრთავ, რომ მთელი დღე ტონუსში ვიყო“.


არ გვეგულება კაცი თუ ქალი, მანქანის მართვის დროს ხანდახან მაინც რომ არ ღიღინებდეს. ანრის ამ მხრივაც თავისებური გამოდგა: „ახალ სიმღერაზე რომ ვმუშაობ და ჯერ მხოლოდ არანჟირება მაქვს გავლილი, მუსიკას ჩავრთავ ხოლმე მანქანაში და ხმასაც იქვე ვადებ. ასე უფრო კარგად ვითვისებ ახალ სიმღერას, ვიდრე სახლში. როცა მანქანაში სხვის სიმღერას ვუსმენ, მაშინაც ვღიღინებ ხოლმე, მაგრამ ამის გაკეთება უფრო საკუთარზე მირჩევნია. მანქანა ჩემთვის მეორე სახლია, სადაც საჭმელსაც კი მივირთევ – ეს არ მომწონს, მაგრამ ხშირად სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს.“


კარგი მანქანა, „ჯანკ ფუდი“, დისკოგრაფია და ღიღინი – კიდევ რა დარჩა?


„მანქანაში სიგარეტს აუცილებლად ვეწევი, რის გამოც მუდმივად მიწევს სალონის განიავება, თუმცა საქმეს მხოლოდ ეს არ შველის და სუნამოსაც ვიყენებ, რომ თამბაქოს სუნს როგორმე გავუმკლავდე“.


რა არის ანრი ჯოხაძისთვის მანქანა? კითხვა იმიტომ არის აქტუალური, რომ ჩვენთან ავტომობილი ბევრისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გადაადგილების საშუალება: „არ მესმის იმ ადამიანების, საკუთარ ნივთებს რომ იმსგავსებენ, რაც შინაგანი  დაუკმაყოფილბლობის კომლექსია. არ მიყვარს ისეთი ხალხი, ნივთებით რომ მარიაჟობენ. ერთმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, რატომ არ გაქვს მანქანაზე განსაკუთრებული სერია და ნომერიო. რაში მჭირდება განსაკუთრებული ნომერი?“


რაც შეეხება ქართველს მძღოლებს, იცით ყველაზე უფრო რა არ მოსწონს ანრი ჯოხაძეს?


„მძღოლი უადგილო ადგილზე, გაზს ბოლომდე რომ მიაჭერს, მანქანის დაძვრის დროს ბუღს რომ დააყენებს – ასეთ დროს აბსოლუტურად მკაფიოდ ჩანს ადამიანის ხასიათი“...


დავით თავართქილაძე

carusel_title
  • ანრი ჯოხაძე: „თუ დაღლილი ვარ, მანქანაში ბლუზის სმენა მირჩევნია, ხოლო თუ დილით ადრე გამოვდივარ სახლიდან, საცეკვაო მუსკიას ვრთავ, რომ მთელი დღე ტონუსში ვიყო“
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
14.02.2014
FACE-ტესტის წლის პირველი სტუმარი ვასიკო ოდიშვილია, რომელმაც AUTO BILD-ისთვის ახალი Suzuki S-Cross გატესტა
სრულად
ანატოლი ბოისამ ახალი Honda CR-V გატესტა: იდეალური მანქანა კალათბურთელისთვის?
05.02.2014
რუბრიკის მორიგი სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელსაც ახალი Honda CR-V გავატესტინეთ
სრულად
ლიკა ლაბაძემ მინი კუპერი გატესტა და შეაფასა
25.12.2013
არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც დაკვირვება ქალებზე. მაშინაც კი, როცა ქალი განსაკუთრებულს არაფერს ლაპარაკობს, ის მაინც საინტერესოა, რადგან ქალები ამას ძალიან მომხიბვლელად აკეთებენ.
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2800 $
Mercedes-Benz E 240 3500 $
Nissan Elgrand 5400 $
Volkswagen Passat 6500 $