ფორმულა 1: ფეტელის სახალისო ანკეტა
18.04.2013

რუბრიკის პირველი სტუმარია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი

გასულ წელს, ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტებმა ყველა პილოტს დაუსვეს შეკითხვები რუბრიკაში - \"პირადი ცხოვრება\". ახალ სეზონში გაჩნდა ახალი რუბრიკა - \"ფინიშის ხაზი\", რომელშიც პილოტებს მეტად სახალისო ანკეტას ავსებინებენ. რუბრიკის პირველი სტუმარია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.


 


- სპორტსმენი, რომლითაც ყველაზე მეტად ხართ აღფრთოვანებული...


- მიხაელ შუმახერი, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობ. შეიძლებოდა დამესახელებინა მაიკლ ჯორდანი, მაგრამ მას არასოდეს შევხვედრივარ, ამიტომაც ვამბობ იმას, ვისაც ვიცნობ.


- მსოფლიოში საუკეთესო მსახიობი...


- ჯონ ტრავოლტა.


- ყველაზე დასამახსოვრებელი გასწრება თქვენ კარიერაში...


- ასეთი ბევრი იყო. ზოგი დიდი ხნის წინ, ზოგიც სულ ახლახანს...


- ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა...


- ხასიათზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ მაინც და მაინც ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ AC/DC-ის Back In Black.


- რა არის სეზონებს შორის ყველაზე უკეთესი?


- შინ ყოფნა.


- ჩემი ყველაზე უარესი ვარცხნილობა...


- მოკლედ შეჭრილი, როგორც 2007 წელს მქონდა!


- ბოლოს წყობიდან გამოვედი...


- ნებისმიერ წვრილმანზე გამოვდივარ წყობიდან, მაგრამ მალე ვმშვიდდები. კარგი ხასიათი მაქვს.


- ჩემი პირველი სახლის ცხოველი...


- ჩვენი ოჯახის ძაღლი – დალმატინელი სახელად ფლოიდი.


- ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც გაგაჩნიათ...


- ჩემი მოგონებები.


- ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ...


- თუ იუმორის გრძნობაზე ვილაპარაკებთ, ეს არის ბერნი ექლსტოუნი.


- ჩემი საყვარელი სასმელი...


- “რედ ბული” და ვაშლის შპრიტცერი (უალკოჰოლო კოქტეილი ვაშლის წვენისგან და გაზიანი მინერალური წყლისგან).


- არასოდეს არ ჩავიცვამ ისეთ ტანსაცმელს...


- ასეთი რამ არ არსებობს.


- საუკეთესო თავის მართლება უფროსობასთან იმ დროს, როცა მანქანას ამტვრევთ...


- ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, თუნდაც ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენოს.


- ბოლო ნივთი, რომელიც დაკარგეთ...


- მე ყოველთვის “თითქმის” ვკარგავ. ამასწინ, მეგონა, რომ საფულე დავკარგე, მაგრამ თურმე თან მქონდა. მანამდე გავიფიქრე, რომ პასპორტი დავკარგე, მაგრამ არა...


- ჩემი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი...


- სახლი.


- ჩემი საყვარელი დრო...


- დილა.


- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე წამიკითხავს...


- რომ მე შევიძინე მიწის ნაკვეთი ავსტრიის ალპებში ტყითა და მინდვრებით და რომ კონტრაქტი გავაფორმე “ფერარისთან”.


- საუკეთესო საჩუქარი, რომელიც გულშემატკივრისგან მიმიღია...


- ნახატი, რომელიც ავსტრალიის წლევანდელი გრანპრის წინ ერთმა გულშემატკივარმა მომართვა: მან ფეტელი და მანქანა დახატა.


- საუკეთესო საშუალება ნაბახუსევზე...


- წყალი.

carusel_title
  • სებასტიან ფეტელი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთს ესპანეთში დაუპირისპირდება
სიტუაცია: "ბარსელონა" დაისაჯა, საქართველოც?
ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა ერთმანეთისკენ გაიწიეს! [VIDEO]
სხვა სიახლეები
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
მერსედესმა გამარჯვება შუმახერს მიუძღვნა!
17.03.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა, რომელიც 28 წლის ნიკო როსბერგმა (მერსედესი) მოიგო. გამარჯვების შემდეგ მერსედესელებმა ექს-მრბოლელი, ლეგენდარული მიხაელ შუმახერი არ დაივიწყეს.
სრულად
ფეტელის ეპოქა დამთავრდა?
11.03.2014
ახლოვდება ახალი სეზონის სტარტი და უკვე ყველა ღიად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ 2014 წლის ჩემპიონატი კარგს არაფერს მოუტანს ბოლო წლების ლიდერს - "რედ ბულს".
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით
ქირავდება მერსედეს E230 უნივერსალი
მერსედეს ე 270
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში