მოგზაურობა პერუში
30.04.2013

AUTO BILD-მა ახალი Jeep Grand Cherokee-ით ანდებში იმოგზაურა. ვულკანები ჭკვიანად არიან, მაგრამ არავინ იცის, როდის აბობოქრდებიან...

იქ, სადაც ადამიანებს ათი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გული ყელში უცემთ და მომდევნო ნაბიჯების გადადგმას ვეღარ რისკავენ, ავტომობილი წინ მიიწევს - გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიდის. ზღვის დონიდან 5000-მეტრიან სიმაღლეზე ვსაუბრობთ. ახლაც ის დროა, როცა ცოტა უნდა ამოვისუნთქოთ - ჩვენც და მანქანამაც. ჩვენ იმიტომ, რომ გვინდა, დიდხანს ვიყოთ ცასთან ახლოს. ავტომობილს კი პაუზა გასაგრილებლად სჭირდება - ჟანგბადით ღარიბ გარემოში აღმართებს დიდხანს ვერ უძლებს.


ეს ავტომობილი სწორედ ასეთი ამბებისთვისაა შექმნილი - პერუს ვულკანებით მდიდარ ანდებში 5.7-ლიტრიანი ძრავის მქონე Jeep Grand Cherokee გვატარებს. ამერიკულ ყველგანმავალს ასეთი განსაკუთრებით ექსტრემალური პირობები სპეციალურად შევურჩიეთ, რადგან გვინდა, გავიგოთ, რა შეუძლია თავმომწონე ამერიკელების მორიგ „ჯიპს“. ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილი ამ სიმაღლემდე ვერ ამოგვიყვანდა. აქ ისეთი უჟანგბადობაა, რომ ძრავა ძლივსღა აკეთებს თავის საქმეს, V8 აგრეგატის სიმძლავრე კი 352 ცხენის ძალა ნამდვილად აღარ არის. წადი და გაიგე, რამდენი ცხენის ძალა აქვს ამ „ჯიპს“ ამ წუთას - მანქანიდან გადასვლაც კი გვეზარება.


ვულკანებისკენ მოგზაურობა არეკუიპაში დაიწყო, რომელიც სიდიდით პერუს მეორე ქალაქია. არეკუიპაში ზღვის დონიდან 2300-მეტრიან სიმაღლეს მეტ-ნაკლებად იოლად შევეგუეთ და იმ მთებისთვის თვალის შევლებით დავტკბით, რომელთა ნახვაზე ყველა სერიოზული მოგზაური ოცნებობს - თეთრი ქალაქის მთავარი მეთვალყურეები „ჩაჩანი“, „პიჩუ პიჩუ“ და „მისტი“, რომელთა მწვერვალები 6000 მეტრიდან დაგვყურებს. იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურის მემკვიდრედ აღიარებულ ქალაქს და მის 750 000 მაცხოვრებელს სამივე ვულკანი მუდმივ ფხიზლობას ავალდებულებს, რადგან „ჩაჩანიც“ აქტიური ვულკანია, „პიჩუ პიჩუც“ და „მისტიც“, რაც მუდმივ შიშს ნიშნავს.


ჩვენმა ქარავანმა არეკუიპა ჩრდილოეთის მიმართულებით დატოვა. ჩვენი მეგზურები კარლოსი და ალექსი Jeep Wrangler-ში სხედან - მათ გზა იციან და წინ მიდიან. შუაში ჩვენ ვართ - AUTO BILD-ელები ახალთახალი Grand Cherokee-ით. უკან კი მიგელი და ხუანი მოგვყვებიან - Dodge Ram-ით, რომელიც ამ შემთხვევაში ოთხ ბორბალზე შემდგარი სახელოსნოს მოვალეობას ასრულებს. იქ სწორედ ის ნაწილები დევს, რაც ასეთ სიმაღლეზე ავტომობილს შეიძლება გაუფუჭდეს და ცხადია, სწორედ ხიანს და მიგელს მოაქვთ ჯანგბადის ბოთლებიც.


მეგზურები მუდმივად გვაკვირდებიან. მართალია, კითხვებს არ გვისვამენ, მაგრამ ეს არცაა საჭირო, რადგან კითხვები მათი გამოხედვებიდან ჩანს. აინტერესებთ, როგორ დავიმორჩვატარებთ ამ „ჯიპს“ ევროპელი ავტომობილისტები „სასიკვდილო გზებზე“ და როგორ ავიტანთ ჟანგბადის მუდმივ უკმარისობას ასეთ სიმაღლეებზე.


არეკუიპას გასასვლელიდან მთავარ გზას, რომელსაც 1SE ეწოდება, მწვერვალებისკენ მივყავართ. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ასფალტი მთავრდება და კარლოსი მირჩევს, მეტი კომფორტისთვის საბურავებში წნევა შევამციროთ. ასეც ვიქცევით მგზავრობა შედარებით კომფორტულია.


სალინას ი აგუადა ბლანკას ნაციონალურ პარკში შევდივართ -  ეს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარკია. მერე გზა უფრო ქვაღორღიანი ხდება და პამპა კანაჰუაში ცნობისმოყვარე ვიკუნიები (აქლემის ჯიშის ერთგვარი და განუმეორებელი სახეობაა) გვხვდებიან. პატარა ველური აქლემები პერუს სავიზიტო ბარათებია - ისინი საკვების მოსაპოვებლად ლამის მწვერვალებამდე ადიან. კარლოსი ამბობს, ვიკუნიები განსაკუთრებით რბილი და ძვირფასი მატყლით გვასაჩუქრებენო.


ამპატოსკენ გადახვევა გადავწყვიტეთ. 36-კილომეტრიანი გზა იმ დისტანციის ჩათვლით, რომელიც პერუს ყველაზე აქტიურ ვულკანამდე ფეხით უნდა დაგვეფარა, ერთ საათში გავიარეთ. იმ მომენტში, როცა ავტომობილი მართლა ხეირიანი დასვენებისთვის გავაჩერეთ, ზღვის დონიდან უკვე 5340-მეტრიან სიმაღლეზე ვიმყოფებოდით, მწვერვალამდე კი კიდევ 636 მეტრი იყო დარჩენილი.


უჟანგბადობა აუტანელი გახდა. ვწუწნით კოკა-კანფეტებს და ვსვამთ მწვანე კოკა-ჩაის, რათა ამ სიმაღლისთვის დამახასიათებელი ავადმყოფობა არ ავიკიდოთ. „როგორც კი შეამჩნევთ, რომ თვალთ გიბნელდებათ, მაშინვე მოსვით რამდენიმე ყლუპი,“ - გვეუბნება კარლოსი. თვალები კი უკვე მართლა ხშირად გვიბნელდება და ვამბობთ, რომ დღეს ამაზე მეტ სიმაღლეზე ასვლა აღარ ღირს.


ერთსაათიანი შესვენების შემდეგ, რუორა კორტას აუტანელი გზით ჩივაისკენ დავეშვით - მიზანი ცნობილ კოლკა ვალეიმდე მიღწევა იყო. ამავე სახელწოდების მდინარემ 100 მილიონი წლის განმავლობაში 3200 მეტრამდე სიღრმის მქონე კანიონი გვისახსოვრა. აქ ორი გრანკანიონი ჩაეტევა! ზედა ფერდობების ტერასები საუკუნეების ექსპლუატაციის ნომერ პირველი დასტურია.


ჩივაიდან ტუტის გავლით Grand Cherokee ისევ ცისკენ მივაბრუნეთ. სადღაც ნახევარი გზის გავლის შემდეგ კარლოსმა ნიშანი მოგვცა და უზგოობის მეორე პროგრამა ჩავრთეთ, რომელიც 270-მილიმეტრიან კლირენსს გულისხმობს. წინ ნელა, მაგრამ საფუძვლიანად, უპრობლემოდ მივიწევთ. Quadra-Drive II, როვორც „ჯიპის“ შემქმნელებმა სრული ამძრაობის იმ სისტემას უწოდებს, რომელიც უკანა ხიდის ბლოკირებას ელექტრონულად ახდენს, მართლაც ძალიან გვეხმარება.


5000-მეტრიანი სიმაღლე ისევ გადავკვეთეთ. აქ იარეტებია - ამჯერად დიაბეტის მკურნალი მცენარეები. ზღვის დონიდან 5241-მეტრზე ავტომობილები გავაჩერეთ. მწვერვალისკენ ბოლო მეტრები ფეხით უნდა გავიაროთ. მიზანს ნელი სვლით და ყელამდე ამოსული გულისცემით, მაგრამ მაინც მივაღწიეთ: ამ ქანების ქვეშ წყალი გადის. წყალი, რომელიც 7062 კილომეტრის შემდეგ ატლანტის ოკეანეს შეუერთდება. დიახ, ეს ჩვენი დედამიწის ყველაზე წყალუხვი მდინარის, ამაზონის სათავეა!


აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლებაო, გვეუბნება კარლოსი და ავტომობილებისკენ წასვლას გვაიძულებს. ჩვენმა მეგზურმა ამინდის მკვეთრი შეცვლა ადრევე იგუმანა, მაგრამ აქამდე მაინც მოგვიყვანა. 4390 მეტრზე წვიმა მართლაც თოვამ შეცვლა და მგზავრობაც კიდევ უფრო არაკომფორტული გახდა. თოვლში ღრმულების დანახვა შეუძლებელია და არ გაგვკვირვებია, Grand Cherokee-ს წინა მარცხენა საბურავი რომ დაუზიანდა.


34A - ეს ის გზაა, რომელმაც ტიტიკაკას ტბამდე მიგვიყვანა და ჩვენი მოგზაურობაც აქ, ზღვის დონიდან 3810-მეტრიან სიმაღლეზე დასრულდა. აქ კიდევ ერთხელ მოვსვით მწვანე კოკა და მივხვდით, რომ ასეთი მოგზაურობები ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ცხოვრება ღირს.


იურგენ ციოლტერი


 


Jeep Grand Cherokee 5.7


ტექნიკური მონაცემები: V8-ძრავა • 2 სარქველი თითო ცილინდრზე • ცენტრალური გამანაწილებელი ლილვი • მოცულობა 5654 სმ3 • სიმძლავრე 259 კვ (352 ცხ. ძ.)/5200 • ბრუნის მომენტი 520 ნმ/4200 • პერმანენტული სრული ამძრაობა • 5-საფეხურიანი ავტომატიკა • საბურავები 265/50 R 20 • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 4822/2154/1781 მმ • ავზის მოცულობა: 93 ლ. • მაქსიმალური სიჩქარე: 225 კმ/სთ • აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,7 წამში • საწვავის ხარჯი: 14,1 ლ. Super • გამონაბოლქვი (CO2): 329 გ/კმ


 


ახალი Jeep Grand Cherokee


 


ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯიპმა“ დეტროიტის ავტოშოუზე გვიჩვენა. ტექნიკური თვალსაზრისით მთავარი ცვლილება ისაა, რომ დიზელის ძრავამ ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის სახით ახალი, აქამდე უცნობი მეგობარი მიიღო. გარეგნულად კი, განახლებული მოდელი შეცვლილი გრილით იცნობა. სალონში ახლა დიდ დისპლეის „ჰარმან უნდ ბეკერის“ აუდიოსისტემას შეხვდებით.

carusel_title
  • შეიძლება იფიქრო, რომ აქ მსოფლიოს დასასრულია.
  • ვიკუნიები თავხედები არიან და ავტომობილის არ ეშინიათ - სამაგიეროდ, ძვირფასი და განსაკუთრებით რბილი მატყლით გვასაჩუქრებენ
  • იპოვნეთ ავტომობილი: Jeep Wrangler ანდების სამეფოში
  • პერუელი პოლიციელი შუქნიშნის მოვალეობების შესრულებისას
  • ერეკუიპას ქუჩებში ცივილიზაციაა - მოტოციკლისტები ჩაფხუტებსაც კი ატარებენ. ამ ქალაქის შემდეგ კი პირდაპირ მწვერვალებისკენ მიმავალი აღმართები იწყება
  • ამ სიმაღლეზე ყველაზე საჭირო ნივთი კოკას კანფეტებია
  • ჭრელი სახლები, ძვირად ღირებული ავტომობილი: ახალი Grand Cherokee პერუს ქუჩებს ნამდვილად არ შეესაბამება
  • ინკა კოლა აქ ყველასათვის ნომერ პირველი სასმელია
  • ერთი შეხედვით ასე შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ სალინას ი აგუადა ბლანკას ნაციონალური პარკი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური გარაჟი
26.03.2014
ის ლოს ანჯელესშია - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა
სრულად
ამერიკული ოცნება
10.03.2014
მანქანა ნაღდი ამერიკული განცდებისთვის: ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩავედით
სრულად
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
მაზდა 323F
იყიდება ტოიტა რავ 4
იყიდება სასწრაფოდ! ოპელ ვექტრა