რა გველის ამ უქმეებზე: კლასიკური რალი გრძელდება, DTM იწყება
რა გველის ამ უქმეებზე: კლასიკური რალი გრძელდება, DTM იწყება
03.05.2013

უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ

უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ.


ესპანეთის ხერესის ტრასა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს უმასპინძლებს. ოსტინში წინა რბოლის დროს ძალიან ლამაზი გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა მარკ მარკესმა, რომელმაც ამჯერად განაცხადა, რომ ხერესის ტრასაზე პოდიუმითაც კმაყოფილი დარჩება. თუმცა პირველ სამეულში მოხვედრაზე პრეტენდენტები მრავლად არიან: მარკესის თანამემულეები ხორხე ლორენსო და დანი პედროსა, აგრეთვე ვალენტინო როსი, რომელმაც ჩააგდო წინა ეტაპი და ახლა, წინ წასული ლიდერების დაწევას შეეცდება.


* * *


კლასიკური რალის პილოტები არგენტინაში ჩავიდნენ. ამ ეტაპის მთავარი ინტრიგაა - ჩემპიონატის ლიდერის სებასტიან ოჟიესა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის სებასტიან ლოების დაპირისპირება. სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლებს წელს ხშირად ვერ ვნახავთ, რადგან ლოები არ ატარებს სრულფასოვან ჩემპიონატს, მის გარეშე კი ოჟიეს დომინირება ამ სეზონში აშკარაა. მის ფონზე სხვები ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებიან. ამიტომაც საინტერესოა, ჩააბარებს თუ არა გამოცდას \"ფოლკსვაგენის\" პილოტი ლოებთან პაექრობის დროს.


* * *


დაბოლოს, გერმანიის ჰოკენჰაიმში იწყება DTM-ის მორიგი სეზონი. კანადელი ბრუნო შპენგლერი (BMW) ტიტულის დაცვას შეეცდება, მას კი ამაში ხელს შეუშლიან ისეთი პილოტები, როგორებიც არიან - გარი პაფეტი (\"მერსედესი\"), მატიას ექსტრიომი (\"აუდი\"), ჯეიმი გრინი (\"აუდი\"), მარტინ ტომჩიკი (BMW), მაიკ როკენფელერი (\"აუდი\"), ტიმო გლოკი (BMW)...


 


მოტოგრანპრი


ესპანეთის გრანპრი


ჩატარების ადგილი - ხერესი, ესპანეთი


წრის სიგრძე - 4 423 მ


საუკეთესო წრე - 1:39,731 (პედროსა, 2010)


საერთო ჩათვლა


1. მარკესი (ჰონდა) - 41 ქულა


2. ლორენსო (იამაჰა) - 41


3. პედროსა (ჰონდა) - 33


4. როსი (იამაჰა) - 30


5. კრატჩლოუ (იამაჰა) - 24


6. ბაუტისტა (ჰონდა) - 18


7. დოვიციოზო (დუკატი) - 18


8. ჰეიდენი (დუკატი) - 15


განრიგი


3 მაისი, 11:55 - I პრაქტიკა


3 მაისი, 16:05 - II პრაქტიკა


4 მაისი, 11:55 - III პრაქტიკა


4 მაისი, 16:10 - კვალიფიკაცია


5 მაისი, 16:00 - რბოლა


 


 


რალი


არგენტინა


შტაბი - ვილია-კარლოს-პასი


საფარი - ღორღი


სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 14


დისტანცია - 407,64 კმ


საერთო ჩათვლა


1. ოჟიე (ფოლკსვაგენი) - 102 ქულა


2. ჰირვონენი (სიტროენი) - 48


3. ლოები (სიტროენი) - 43


4. ოსტბერგი (ფორდი) - 32


5. ლატვალა (ფოლკსვაგენი) - 31


6. სორდო (სიტროენი) - 27


7. ნოივილი (ფორდი) - 25


8. ალ-ატიია (ფორდი) - 20

carusel_title
  • სებასტიან ოჟიეს ფოლკსვაგენი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
რალი: კუბიცა რალიში მოშინაურდა
04.06.2013
ფოლკსვაგენმა მეოთხე ეტაპი მოიგო
სრულად
კუბიცა რალიში წავიდა
05.03.2013

პოლონელმა პილოტმა სიტროენ რეისინგთან გააფორმა კონტრაქტი

სრულად
რალი: ფოლკსვაგენმა დაიწყო!
12.02.2013

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა

სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Suzuki Grand Vitara 3300 $
Opel Astra 2100 $
Mercedes-Benz C 200 5500 $
Citroen C5 2800 $