ახალი Fluence: რენოს ეკონომ-სედანი
ახალი Fluence: რენოს ეკონომ-სედანი
21.05.2013

საინტერესო ფრანგი, რომელიც რენოს თბილისის ცენტრში შემოდგომიდან გაიყიდება, „AUTO BILD საქართველომ“ სტამბულში მოინახულა

ახალი Renault Fluence ფართო აუდიტორიას 2012 წლის ნოემბერში წარუდგინეს, ჩვენ კი მისი საქმეში ნახვისა და შეფასების საშუალება ახლა მოგვეცა. მცირე ტესტისთვის ულამაზესი სტამბული შეირჩა - ევროპისა და აზიის გასაყარი, რომელიც დღემდე უამრავ ავტომობილიან თუ უავტომობილო მნახველს იზიდავს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. ტესტის გზა ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილიდან, ბეშიქთაშიდან იღებდა სათავეს, გარს უვლიდა სტამბულის ნაწილს და უკვე ზღვის სანაპიროთი კვლავ ქალაქის შუაგულში ბრუნდებოდა.


დიზაინი


ავტომობილის შექმნაში Renault-Nissan-ის ალიანსის სედანების წარმოების მთელი გამოცდილებაა ჩაქსოვილი და ავტომობილი მსოფლიოს ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. მანქანას პირველი შეხედვისთანავე ეტყობა დიზაინის ცვლილება წინა მოდელთან შედარებით - უფრო დახვეწილია და თანამედროვე ფორმებით გამოირჩევა. სწორედ ეს არის „რენოს“ ახალი საფირმო სტილი, რაზეც დიზაინერმა ლორენს ვან დერ აკერმა იზრუნა. ბამპერისა და ფარების დიზაინი ავტომობილს სპორტულ იერს სძენს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა გაზრდილი ლოგო, რომელიც ბრენდს კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს. იდეალურად დაბალანსებული გაბარიტები კი საშუალებას გვაძლევს, ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სედანის ტიპის მოდელი C კლასში - Fluence კომპაქტური საოჯახო ავტომობილია.


სალონი


სალონის ძირითადი შტრიხები წინა მოდელთან შედარებით შენარჩუნებულია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაა შევსებული. კომფორტი ნამდვილად არ აკლია, რაც მასში პირველივე ჩაჯდომისთანავე იგრძნობა. ადგილი როგორც წინა ასევე უკანა სავარძელზე საკმარისია საშუალოზე მაღალი ადამიანისთვისაც კი. სალონში არაერთი სათავსოა სხვადასხვა სახის ნივთების შესანახად. საბარგულის მოცულობა 530 ლიტრია, რაც ამ კლასის ავტომობილებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. უკანა სავარძლების მოქნილი ვარირება საშუალებას იძლევა, მოხერხებულად განათავსოთ გრძელი და ფართო მოცულობის ნივთებიც კი საბარგულში. ავტომობილის სალონი ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ პარამეტრით Renault Fluence ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნიოთ თავის კლასში. ამავდროულად, მანქანა აღჭურვილია ვენტილაციის თანამედროვე სისტემით. მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს საშუალება აქვთ, სურვილისამებრ შეარჩიონ ვენტილაციის სასურველი რეჯიმი: ავტომატური, სწრაფი ან რბილი.


ძრავა


Fluence თავს იწონებს ახალი ძრავით, რომელიც Renault-Nissan-ის ალიანსის მიერ შეიქმნა და ძირითადი აქცენტი საწვავის ეკონომიურ ხარჯვასა და გარემოს ნაკლებად დაბინძურებაზეა ორიენტირებული. ახალი ძრავის სიმძლავრე წინა მოდელისას 8 ცხენის ძალით აღემატება და მეტ ბრუნსაც აკეთებს. რაც შეეხება აჩქარებას: ფრანგების დაპირებით, Renault Fluence 0-დან 100 კმ/სთ-მდე სისწრაფეს 11,9 წამში ავითარებს (წინამორბედზე 2 წამით სწრაფად). ძრავის გაძლიერების პარალელურად ინჟინრებმა შეამცირეს ბენზინის წვა და კომბინირებული ციკლისას 100 კმ-ზე 6,6 ლიტრამდე დაიყვანეს, რაც წინამორბედთან შედარებით, 1 ლიტრით ნაკლებია. საინტერესოა, იქნება თუ არა Fluence ყოველდღიურ ხმარებაში მართლაც ასეთი ეკონომიური - იმედია, ამ ავტომობილისთვის დეტალური დესტის ჩატარების საშუალება მოგვიანებით საქართველოში, ჩვენს გზებსა და პირობებშიც მოგვეცემა.


 


კომპლექტაცია


ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, საბაზო კომპლექტაციაა. კარგია, რომ Fluence-ის მინიმალურ აღჭურვილობაში ABS-იც შედის, მაგრამ ამ სისტემას ველოდით კიდეც. სამაგიეროდ, სიურპრიზია ის, რომ საბაზო Fluence-ს საგანგებო დამუხრუჭების სისტემა და ავარიული მაშუქების ავტომატური ჩართვის ფუნქციაც მოყვება. ეს ოფციები Fluence-ის ყველაზე „შიშველ“ ეგზემპლარს მართლაც მიმზიდველს ხდის.


მულტიმედიური სისტემა Renault R-Link სენსორული ეკრანით, ავტომატური პარკირების მუხრუჭი, კრუიზ-კონტროლი, სიჩქარის შეზღუდვა და მრგვალი, ციფრული ეკრანი „რენოს“ სედანს თანამედროვე სტანდარტებს შეუსამაბემს. აუდიოსისტემის მაღალ დონეზე ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ინოვაციური სისტემა R-Plug & Radio. კარების გახსნა-დაკეტვა შესაძლებელია რეჟიმით „თავისუფალი ხელები“ - როცა მძღოლი ავტომობილს ტოვებს, კარი იკეტება.


სალონში ჩაჯდომის შემდეგ თქვენ არ გიწევთ გასაღების ძებნა, რადგან სტარტის ღილაკი თქვენს განკარგულებაშია. ჩემი მოგზაურობაც ამ ღილაკზე თითის დაჭერით დაიწყო. ამ უცხო და უდიდეს მეგაპოლისში მეგზურობას ნავიგაციის სისტემა მიწევდა, რომელსაც პირობითი თურქული სახელი „ბურჩუ“ შევურჩიე. ქუჩები გადატვირთული იყო ავტომობილებით, თუმცა თბილისის ქუჩებისგან განსხვავებით, აქ არავინ გადადიოდა ხაზიდან ხაზში, ისე თავხედად და გაუფრთხილებლად, როგორც ამას თბილისში ვართ შეჩვეულები. „რენოც“ მორჩილად დაჰყვებოდა ამ მოწესრიგებულ მოძრაობას და მოთმინებით და თამამად ამუხრუჭებდა საჭირო მომენტში. ზუსტად ასეთი მოძრაობისთვისაა ზედგამოჭრილი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც დატვირთულ ქალაქში გადაადგილებას სასიამოვნოს ხდის.


თურქული როკის სმენით და ახალი ავტომობილის შეფასებით გართულმა საცობს თავი დავაღწიე, გადავკვეთე სტამბულის ულამაზესი ხიდი, ქალაქის დარჩენილი ნაწილი და ტრასაზე გავედი. ჩვენი მოგზაურობაც ეშხში შევიდა და პროპორციულად იმატა ავტომობილის სიჩქარემაც. Fluence-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სიჩქარეს საკმაოდ სწრაფად უმატებს, მაღალი სისწრაფე არ იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ მანქანა საკმაოდ ეკონომიურია. მისი ბენზინის 1,6-ლიტრიანი ძრავა ქალაქში 100 კმ-ზე 8,9 ლიტრს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე 5,2 ლიტრით კმაყოფილდება.


„რენოს“ თბილისის ცენტრში Fluence-ის ყიდვა 2013 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი, ავტომობილის ფასი კი სტანდარტულიკომპლექტაციით 12 680 ევროდან დაიწყება.


 


ტექნიკური მონაცემები


ძრავა                                         4-ცილინდრიანი


მოცულობა                               1598 სმ3


კვ (ცხ. ძ)/ბრ-წთ                       84 (114)/6000


ბრუნის მომენტი                    145 ნმ/4250


ტრანსმისია                             CVT X-Tronic


სიგრძე/სიგანე/სიმაღლე       4622/2037/1479 მმ


მაქს. სიჩქარე                           175 კმ/სთ


საბარგულის მოცულობა       530 ლიტრი


მობრუნების რადიუსი          11.1 მ


საბურავები                              205/55 R17 91H


ფასი „რენოს“ თბილისის ცენტრში     12 680 ევროდან


 


დასკვნა


ახალი Renault Fluence ქალაქის სედანია რომელიც უსაფრთხოდ, ეკონომიურად და კომფორტულად უზრუნველყოფს თქვენს გადაადგილებას და რომელიც ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმში დადებით შეფასებას იმსახურებს. ეს ავტომობილი ოპტიმალურია საშუალო კლასის მენეჯერებისთვის ყოველდღიური გამოყენებისთვის.


ალექსანდრე სირაძე

carusel_title
  • საინტერესო ფრანგი, რომელიც რენოს თბილისის ცენტრში შემოდგომიდან გაიყიდება, „AUTO BILD საქართველომ“ სტამბულში მოინახულა
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
4 ახალი BMW: თქვენ რომელი შეგეფერებათ? (+ VIDEO)
02.02.2015
BMW-ს პოპულარობა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უსაზღვროა. თქვენ წინაშეა ბავარიული კონცერნის ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ახალთახალი მოდელი.
სრულად
Lexus NX: მდიდრულობა ჰო, მაგრამ დინამიკა?
22.01.2015
ახალი კომპაქტური SUV იაპონიიდან: Lexus NX შესანიშნავად გამოიყურება, ეკონომიური ჰიბრიდული ამძრაობით გამოირჩევა, მაგრამ მისი მართვით დიდად ვერ ისიამოვნებთ
სრულად
ბიზნეს-კლასი ამერიკულად
15.01.2015
მაინც რატომ არ ვაფასებთ ქართველები კადილაკს?
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2500 $
Jeep Liberty. 50 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.