მე გავტესტე მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი!
24.05.2013

AUTO BILD-ის ავტორმა ჯერალდ ჩაიკამ არანორმალური ავტომობილი  გატესტა

GT9 Vmax-ს 1400 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 437 კმ/სთ-ია. ეს არანორმალური ავტომობილი AUTO BILD-ის ავტორმა ჯერალდ ჩაიკამ გატესტა


 


მორისი ბოქსებში რომ შემოვიდა, ჩემზე მეტად იყო გაფითრებული, რაც არ გამკვირვებია - მან ხომ 540 000 ევროდ შეფასებული ავტომობილი მომიყვანა და ცხადია, ამ ძვირფას რაშზე პასუხისმგებლობას ჩემზე მეტად გრძნობდა. როგორც კი ავტომობილის ძრავის ხმა გავიგონე, მეც არანაკლებ გავფითრდი, რადგან ეს ხმა ოდნავადაც არ ჰგავდა ჩვეულებრივი მანქანის მოტორის ღუღუნს.


მერე იან ფატჰაუერიც მოვიდა 9ff-ის შეფი და ამ ქმნილების მამა. აი, ეს უკანასკნელი კი მშვიდად მომესალმა და უძვირფასესი GT9 Vmax მსუბუქად წარმომიდგინა. იანი თავის ქმნილებას კარგად იცნობს და ისიც იცის, როგორი რეაქცია ექნება ნებისმიერ ავტომობილისტს ამ მანქანის დანახვისას. მას არც ჩემი გაფითრება და ფარული შიში გაჰკირვებია. არ მიჭირს იმის აღიარება, რომ წამით გავიფიქრე, რა დღეში ჩავარდებოდი, ტესტის დროს რამე რომ დამეზიანებინა.


იანმა Porsche 911 GT3 RSR-ის 6-ცილინდრიანი ბოქსერ-ძრავისგან 4.2-ლიტრიანი ჯოჯოხეთური აგრეგატი „გამოძერწა“, რომელსაც ორი ტურბინა აქვს, თავს 1160-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით იწონებს, მისი სიმძლავრე კი არც მეტი, არც ნაკლები, 1400 ცხენის ძალაა. ავტომობილის შემქმნელების მტკიცებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მანქანამ 439 კმ/სთ-იანი სისწრაფე განავითაროს.


თუმცა დღეს ამ დაპირების გადამოწმების საშუალება არ მოგვეცემა. ჯერ ერთი, ზანდვოორტის ტრეკზე კურსი მხოლოდ 300 კმ/სთ-იანი სისწრაფისთვისაა საკმარისი და ესეც რომ არ იყოს, ეგზემპლარი, რომელის გასატესტად მომიყვანეს, გაყიდულია და თავს ნამდვილად ვერ მივცემდი ზედმეტ რისკზე წასვლის უფლებას. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, ვინ იყიდა ეს მონსტრი - დასამალი, არაფერია: რა თქმა უნდა, არაბმა შეიხმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან ამ ავტომობილში 540 000 ევრო გადაიხადა და რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ამის სურვილი, რისკზე მაინც ვერ წავიდოდი.


ამრიგად, დაუნდობელი ტესტი თავიდანვე გამოირიცხა, თუმცა, დამერწმუნეთ, GT9 Vmax-ის ტარება ამის გარეშეც დიდი თავგადასავალია. ნახევარ გაზზეც კი თავი კომპიუტერულ თამაშში მეგონა. მარჯვენა ფეხის მცირე მოძრაობაც კი მანქანის გაავებას და გულისცემის ამაჩქარებელ მოქმედებებს იწვევს. ადგილიდან მაქსიმალური აჩქარება კოსმოსში გაფრენის სტარტს ბევრით ალბათ არ ჩამოუვარდება, შუალედური სპურტები კი ამ ავტომობილში სპორტული სვლის მოყვარულებს სასიკვდილო რისკზე წასვლის იშტაზე მოიყვანს. საოცარია, როგორ მანევრირებს სველ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ტრეკი მშრალი რომ ყოფილიყო, სავარძელზე განთავსებულ 9ff-ის ლოგოს ტესტის შემდეგ ჩემს ზურგზე წაიკითხავდით.


სუპერსპორტული მონსტრი აჩქარებას 13.0 წამში ახერხებს. ოღონდ, არა 100 კმ/სთ-მდე (ასეთი სისწრაფის განვითარებისთვის 3.1 წამით კმაყოფილდება) და არც 200 კმ/სთ-მდე (რაც 6.8 წამში ხდება). არა, ეს დრო 0-დან 300 კმ/სთ-მდე აჩქარებას ჰყოფნის! 300 კმ/სთ 13 წამში - ამ თვალსაზრისით 9ff-ის კონკურენტად თვით Bugatti Veyron Super Sport-იც კი აღარ გამოდგება - ეს უკანასკნელი 300-კმ/სთ-ს 14.6 წამში ავითარებს.


9ff-ის შტაბი დორტმუნდში მდებარეობს - ქალაქში, სადაც დღეს გერმანიის მასშტაბით უსწრაფეს ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა ამ ტესტის დროს ვრწმუნდები, რომ დორტმუნდელები მხოლოდ ფეხბურთში როდი არიან სწრაფები. GT9 Vmax-ის მაქსიმალური სიჩქარე 437 კმ/სთ-ია, „ბუგატის“ - „მხოლოდ“ 415 კმ/სთ.


როგორ ახერხებს ამას დორტმუნდელი? სიმძლავრესთან ერთად ასეთი მონაცემების მიღწევას ხელს ავტომობილის წონა უწყობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიგრძე 4.72 მეტრია, რაც ცოტა ნამდვილად არაა, მანქანა მხოლოდ 1340 კილოგრამს იწონის. ცხადია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი აეროდინამიკაც. წინიდან მოვარდნილ ჰაერის ნაკადს ძარა მძაფრად ჭრისა და შიგნიდანაც ისე ანაწილებს, როგორც საჭიროა. გვერდითა საჰაეროებს ამ მაქინაციაში უმთავრესი როლი აქვთ, ისევე, როგორც უკანა სპოილერს და დიფუზორებიან იატაკს. მათი მეშვეობით GT9 ასფალტს ისე ეწებება, როგორც პოლიტიკოსები თავიანთ სკამებს.


ტესტის მიწურულს გადაცემების უჩვეულო გადართვასაც შევეგუე. 1400 ცხენის ძალა 6-საფეხურიანი თანმიმდებრული კოლოფით იმართება, საჭეზე განთავსებული ბერკეტები კი ამ დროს ღმერთისგან მოვლენილი საჩუქრებია და მიუხედავად ამისა, ქვემოთ მაინც არსებობს მარცხენა სატერფული, რომელსაც უსაქმოდ ყოფნა არ მოსწონს. ეს შეიხის განსაკუთრებული სურვილია და არ მიკვირს, ესეც რომ შეუკვეთა - შეიხისგან ლოგიკურ მოთხოვნებს არ უნდა ელოდო.


 


ცოტა რამ 9ff-ის შესახებ


9ff Fahrzeugtechnik GmbH (შპს) გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მდებარეობს და Porsche 911-ის ბაზაზე განსაკუთრებით სწრაფ, ექსკლუზიურ ავტმობილებს ქმნის. GT9 Vmax-ის სრულყოფას 6-დან 9 თვემდე დრო სჭირდება.


მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.9ff.com


 


ტექნიკური მონაცემები


9ff GT9 Vmax


6-ცილინდრიანი ბოქსერი, Biturbo • 4 სარქველი თითო ცილინდრზე • მოცულობა: 4200 სმ3 • სიმძლავრე: 1029 კვ (1400 ცხ. ძ.)/7950 • ბრუნის მომენტი: 1160 ნმ/5600 • უკანა ამძრაობა • თანმიმდევრული 6-საფეხურიანი კოლოფი• საბურავები წინ: 255/35 ZR 19, უკან: 335/30 ZR 20 • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4720/1890/1100 მმ • მაქსიმალური სიჩქარე: 437 კმ/სთ • 0-100/200/300 კმ/სთ: 3,1/6,8/13,0 წამში


ფასი: 540 000 ევრო


 


დასკვნა


ამინდის ღმერთმა იმ დღეს ჩემი დასჯა მოინდომა, მაგრამ GT9 Vmax-ით წვიმაში გვარიანად ვისიამოვნე. ეს გარდაუვალიც იყო, რადგან ამ ავტომობილს ისეთი მონაცემები აქვს, რომ მანამდე ნანახი ყველა მანქანა გადამავიწყდა. „პორშეს“ გაძლიერებულმა ვერსიამ ზანდვოორტში თავისი შესაძლებლობები წვიმის გამო ვერ ამოწურა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ბედნიერი შეიხი მისგან მაქსიმუმს გამოწურავს. რაც მთავარია, მანქანამ პოტენციალში ასი პროცენტით დამარწმუნა.


ჯერალდ ჩაიკა

carusel_title
  • 9ff GT9 Vmax-ის დინამიკური, კარბონის ძარა პირდაპირ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ავტომობილი უდიდესი სისწრაფისთვის შეიქმნა. ასეცაა: 437 კმ/სთ-ს სხვა ვერცერთი ქუჩის სპორტული მანქანა ვერ ავითარებს. ამ მონსტრის სიმძლავრისა და წონის შეფარდება სხენსაციურია: ერთ ცხენის ძალაზე დაახლოებით ერთი კილოგრამი
  • 4.72 მეტრი სიგრძისა და 1.10 მეტრი სიმაღლის მქონე GT9 Vmax-ში 1.97-მეტრიანმა კაცმა თავი კარგად ვიგრძენი. მოხდენილი LC-დისპლეი მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდის
  • წინიდან მშვიდი ჩანს, ისე კი... 437 კმ/სთ; 0-300 13 წამში; 1400 HP
  • მსუბუქი, ძლიერი და უსწრაფესი ცხოველი
  • ექვსცილინდრიანი ბოქსერ-ძრავა 1400 ცხენის ძალით
  • GT9 Vmax-ისთვის ლიმიტი არ არსებობს
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება სასწრაფოდ! ოპელ ვექტრა
სასწრაფოდ! ჰიუნდაი ლანტრა
სასწრაფოდ! ფორდ ვინდსტარი, მინივენი
ნისან ტერანო 2 (მრავალი ფუნქციით)