მონაკოს მაგია
მონაკოს მაგია
24.05.2013

ფორმულა 1: მონაკოს გრანპრის წინ

მონაკოს გრანპრი – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია სპორტულ კალენდარში: ეს უნიკალური რბოლა ტარდება ტრასაზე, რომელსაც შეესაბამება ეპითეტი “მაგიური“...


მაინც რაში მდგომარეობს მონაკოს მაგია? ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როცა თქვენი ავტომობილი საფრანგეთის მხრიდან გვირაბიდან გამოდის და სხვა სამყაროში ინაცვლებს. იქ თქვენ გელით საოცარი ზღაპრის ხუთი დღე, რის შემდეგაც მოგიწევთ ყოველდღიურ რეალობაში დაბრუნება.


აქ ყველაფერი გაკვირვებას იწვევს: ტროტუარები, რომელიც შეღებილია წითელ-თეთრ გამაში პილოტთა გმირობის აღსანიშნავად, ან ასობით შუქნიშანი, რომელთა დემონტაჟია საჭირო იმ დღეებში, როცა მონაკოში ფორმულა 1 ჩადის.


თქვენ იგრძნობთ მაგიას, თუ აღმოჩნდებით გრიმალდის სასახლის უკან კლდოვან ფერდობზე. ელიტა იახტებზე ერთობა, მათი მფლობელები ადარებენ თავიანთი ხომალდების ზომებსა და სიგრძეს, მაგრამ მონაკოს გრანპრი - მაინც სახალხო რბოლაა. აქ ათასობით გულშემატკივარი იყრის თავს და მათი წყალობით, არისტოკრატული სათავადოს ტერიტორია ავტოსპორტისადმი ვნებით იჟღინთება. ნამდვილი ენთუზიასტები საყვარელ რბოლას ახლო მდებარე გორაკებიდან უყურებენ.


რა თქმა უნდა, ყველგან იგრძნობა ხიფათი. ტრასის ან ბარიერის თითოეულ მეტრს შეუძლია მოყვეს თავისი ისტორია... დაუჯერებელი სანახაობის მოწმენი არიან ისინი, ვინც რბოლას თვალს ადევნებს აუზის გარე მხრიდან: თქვენ დაინახავთ, როგორ იწევიან ჰაერში ბოლიდები ბარიერზე გადასვლისას, როგორ ეშვებიან ტრასაზე და თან ჯდებიან მოსახვევში, რის შემდეგაც, საბურავები ასფალტზე შავ კვალს ტოვებენ. და წამის მეასედებში მანქანები ქრებიან თვალთახედვის არედან. მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისია იმისთვის, რომ შემთხვევითი მაყურებელი ავტოსპორტის დიდი გულშემატკივარი გახდეს.


მაგრამ, მონაკოს მაგიას დიადი პილოტებიც მოუტყუებია. ამ ტრასაზე ცდებოდა ყველა – და ეს ძვირად უჯდებოდათ. სწრაფი წრე ამ საქალაქო ტრასაზე არ ექვემდებარება სამეცნიერო გათვლებს, ტელემეტრიაც ყველაფერს ვერ აფიქსირებს – აქ მნიშვნელოვანია შეგრძნებები. შეუძლებელია ბარიერებთან კონტაქტის თავიდან აცილება, მაგრამ მანქანები ოდნავ უნდა შეეხონ მათ: პილოტი ერთდროულად მეგობრულად უნდა ეპყრობოდეს ბარიერებს და ამასთან, ერიდოს მათ, როგორც მტერს. ისეთი გამოცდა, როგორიც აქ პილოტებს ელით, არც სხვა ტრასაზე არ არსებობს.


ტრასაზე ნებისმიერი უსწორმასწორობა, უცხო საგნები, პატარა ორმოები ან ტალღები მაშინვე ეტყობა მოჭიდების ძალას და მრბოლელს მუდმივად უწევს მანქანასთან ბრძოლა, თითქოს ის ცოცხალი ორგანიზმი იყოს. და, რა თქმა უნდა, მონაკო – ეს არის თავის ტკივილი ინჟინრებისთვის, რომლებიც ცდილობენ მოჭიდების მაქსიმალური ძალა მიიღონ.


და კიდევ, იქ არის გვირაბი, რომელსაც მანქანები გამაყრუებელი ხმაურით გადიან. განსაკუთრებით შეიგრძნობა ეს კაკაფონია პირველ წრეებზე, როცა ყველა აგრესიულად უტევს და ცდილობს პოზიციის მოგებას. ამ დროს ისინი უფრო ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ და არა საღი გონებით.


მონაკოს საიდულოებების ამოხსნა აირტონ სენამ შეძლო, რადგან სწორედ მას ეკუთვნის რეკორდი, რომელიც დღემდე არ არის მოხსნილი: ბრაზილიელის ანგარიშზე ამ ტრასაზე ექვსი გამარჯვებაა, თანაც აქედან ხუთი ზედიზედ მოიპოვა – 1989-93 წლებში.


მხოლოდ მონაკოში ჩააქვს თითოეულ პილოტს სმოკინგი – ეს იმ შემთხვევისთვის, თუ მას ტრასაზე გაუმართლებს და შემდეგ “გამარჯვების მეჯლისზე” დასწრება მოუწევს. მხოლოდ აქ არ არის პოდიუმი, მაგრამ, სამაგიეროდ, თავადი ალბერ II პირადად გადასცემს გამარჯვებულს თასს, საღამოს კი თავისი ხარჯით ეპატიჟება მთელს გუნდს.


 


საინტერესო ციფრები


 


მონაკოს გრანპრი – უნიკალური რბოლაა. ის რთულია არა მხოლოდ მრბოლელებისთვის, არამედ ორგანიზატორებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივი მარშლებისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მუშაობა მაღალ დონეზე დგას.


მონაკოს რიგით 71-ე გრანპრის წინ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა საინტერესო ციფრები, რომელიც ორგანიზატორთა მუშაობის რამდენიმე საიდუმლოს ხდის ფარდას.


3340 მეტრი – მონაკოს ტრასის სიგრძე.


305 კმ/სთ – მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე.


260.52 კილომეტრს გადიან პილოტები რბოლის დროს.


16 მოსახვევს გადიან პილოტები ერთ წრეზე – 6 მარცხენა და 10 მარჯვენა.


3 ათასი საბურავი გამოიყენება დამცავი ბარიერების ასაგებად.


23 კილომეტრი სიგრძისაა უსაფრთხოების დამცავი რელსების საერთო სიგრძე.


20 ათასი კვადრატული მეტრია მავრთულის ბადისგან შემდგარი ღობის ფართობი, რომელიც მაყურებელს იცავს სხვადასხვა ნამსხვრევისგან.


1100 ტონას იწონის კონსტრუქცია, რომლითაც აწყობენ დროებით ტრიბუნებს.


39 ტელეკამერა აშუქებს გრანპრიზე მიმდინარე მოვლენებს.


650 მარშალი მუშაობს ტრასაზე.


220 რადიოგადამცემს გამოიყენებენ მარშლები.


9 რადიოსადგური უზრუნველყოფს გადამცემების მუშაობას.


9 ამწე მზად არის ნებისმიერ დროს მოახდინოს დაზიანებული მანქანის ევაკუირება.


3 მაშველი მანქანა მორიგეობს რბოლის დროს იმ შემთხვევისთვის, თუ ბოლიდიდან პილოტის ამოყვანა გახდა საჭირო.


120 პროფესიონალი მეხანძრე აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას.


7 სახანძრო მანქანას შეუძლია დაუყოვნებლივ გავიდეს ტრასის ნებისმიერ წერტილში შესაბამისი საფრთხის დროს.


500 ცეცხლსაქრობი არის მომზადებული ოპერატიული ჩარევისთვის – თითო ყოველ 15 მეტრზე.


3 სამედიცინო სადგურია ტრასაზე.


3 სამედიცინო ცენტრია მზად დაზარალებულთა მისაღებად.


17 ექიმი მუშაობს სამედიცინო ცენტრებში.


35 ექიმი-რეანიმატორი მუდმივად იმყოფება რბოლის დროს ტრეკთან ახლოს.


40 მაშველი მზად არის აღმოუჩინოს დაზარებულს პირველადი დახმარება.


18 სასწრაფო დახმარების მანქანას შეუძლია დაზარალებული ტრასიდან სამედიცინო ცენტრში გადაიყვანოს.


2 სამედიცინო ვერტმფრენი მუდმივად მორიგეობს ტრასასთან ახლოს.


 


 


როსბერგის ტრიუმფით დაიწყო


 


მონაკოს უქმეები გუშინ, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო. თავიდან პირველი ვარჯიში მშვიდად მიდიოდა - საწყისი ნახევარი საათი პილოტები ბოქსებში რჩებოდნენ და მხოლოდ საინსტალაციო წრით შემოიფარგლნენ. მხოლოდ სესიის მეორე ნახევარში დაიწყეს გუნდებმა აქტიური მუშაობა.


პირველი პრაქტიკა \"მერსედესის\" პილოტმა ნიკო როსბერგმა მოიგო, რომელმაც საუკეთესო წრე წუთსა და 16.195 წამში გაიარა. მასთან წამზე ნაკლები წააგო შვიდმა პილოტმა. გარდა ამისა, როსბერგმა ყველაზე მეტი დისტანცია დაფარა - 30 წრე.


* * *


მსოფლიოს ჩემპიონატის ამ ეტაპის წინ, ექსპერტების დიდი ნაწილი უპირატესობას \"მერსედესს\" ანიჭებდა. წინა რბოლებში გერმანული საჯინიბოს წევრები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ კვალიფიკაციის დროს და შემდეგ, რბოლაში თმობდნენ პოზიციებს. იმის გამო, რომ მონაკოში ძალიან რთულია გასწრება და საბურავების ცვეთის მხრივ დიდ პრობლემებსაც არ ელიან, მომავალ რბოლაში ფავორიტებად სწორედ ნიკო როსბერგსა და ლუის ჰემილტონს ასახელებენ.


და გუშინდელმა მეორე თავისუფალმა პრაქტიკამ ეს ვარაუდი დაადასტურა - ნიკომ და ლუისმა მეორე ვარჯიშისას დუბლი შეასრულეს - პირველი და მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირეს. მესამე და მეოთხე ადგილები \"ფერარის\" პილოტებმა - ალონსომ და მასამ დაიკავეს, შემდეგ მოდიან მარკ უებერი, კიმი რაიკონენი და რომენ გროსჟანი...


 


მონაკოს გრანპრი


ჩატარების ადგილი: მონტე კარლო (მონაკო)


წრის სიგრძე: 3.340 კმ


წრის რეკორდი: 1:14,439 (მიხაელ შუმახერი, 2004)


საერთო ჩათვლა


1. ფეტელი (რედ ბული) - 89 ქულა


2. რაიკონენი (ლოტუსი) - 72


3. ალონსო (ფერარი) - 72


4. ჰემილტონი (მერსედესი) - 50


5. მასა (ფერარი) - 45


6. უებერი (რედ ბული) - 42


7. გროსჟანი (ლოტუსი) - 26


8. დი რესტა (ფორს ინდიან) - 26


უქმეების განრიგი


25 მაისი, 13:00 – III პრაქტიკა


25 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია


26 მაისი, 16:00 - რბოლა

carusel_title
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes ML350
Mercedes CLK200
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
Mercedes E320