რალი: კუბიცა რალიში მოშინაურდა
რალი: კუბიცა რალიში მოშინაურდა
04.06.2013
ფოლკსვაგენმა მეოთხე ეტაპი მოიგო

გასულ უქმეებზე გაიმართა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - ცნობილ \"რალი აკროპოლისს\" საბერძნეთმა უმასპინძლა.


WRC2-ის კატეგორიაში გაიმარჯვა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, პოლონელმა რობერტ კუბიცამ, რომელიც Citroen DS3 RRC-ის მანქანით გამოდიოდა.


კუბიცა თავის კატეგორიაში მთელი დისტანციის განმავლობაში დომინირებდა. წინა ეტაპებისგან განსხვავებით, როცა ის ავარიაში ხვდებოდა, ამჯერად, პოლონელმა თავიდან აიცილა ყველანაირი უსიამოვნება. საბოლოოდ, მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან – უკრაინელ იური პროტასოვთან წუთნახევარი შეადგინა.


რაღაც მომენტში, კუბიცა აბსოლუტური ჩათვლის ათეულშიც კი შედიოდა, მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთზე მე-11 ადგილამდე ჩამოაქვეითეს.


ძირითად კატეგორიაში გაგრძელდა “ფოლკსვაგენის” დომინირება. ამჯერად, წინა პლანზე გამოვიდა ფინელი იარი-მატი ლატვალა. მის დომინირებას ხელი შეუწყო იმან, რომ მეორე დღეს არ გაუმართლა იარის თანაგუნდელს, ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ოჟიეს. ფრანგი ავარიაში მოხვდა და საბოლოოდ, მეათე მივიდა ფინიშთან.


ლატვალამ “ფოლკსვაგენის” მანქანით პირველად მოიგო რალის ეტაპი, გერმანული ავტოკონცერნისთვის კი ეს იყო მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება. წელს, “ფოლკსვაგენი” მხოლოდ მაშინ აგებდა, როცა ტრასაზე გადიოდა ლეგენდარული ფრანგი, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, მაგრამ, ეს უკანასკნელი არასრულფასოვან სეზონს ატარებს და “ფოლკსვაგენის” კონკურენტი ვერ იქნება. მეორე ადგილზე 1.50-წუთიანი ჩამორჩენით დანი სორდო გავიდა, რომლისთვისაც ეს არის პირველი პოდიუმი ამ სეზონში. მესამე ადგილი ერგო ტიერი ნოივილს, რაც მის კარიერაში მეორედ მოხდა.


საბერძნეთის რალი


1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 3:31.01,2; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - +1.50,0; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +2.14,1; 4. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +3.55,1; 5. ნასერ ალ-ატიია (კატარი, Ford) - +4.12,6; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +5.48,7; 7. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +8.00,7; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +8.01,2...


საერთო ჩათვლა


1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 126 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 74; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 68 ; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 63; 5. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 50; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 47; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - 46; 8. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - 31...

carusel_title
  • რობერტ კუბიცა
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
დღეს "დინამო არენას" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
სხვა სიახლეები
რა გველის ამ უქმეებზე: კლასიკური რალი გრძელდება, DTM იწყება
03.05.2013

უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ

სრულად
კუბიცა რალიში წავიდა
05.03.2013

პოლონელმა პილოტმა სიტროენ რეისინგთან გააფორმა კონტრაქტი

სრულად
რალი: ფოლკსვაგენმა დაიწყო!
12.02.2013

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა

სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 200 3600 $
BMW X5 12000 $
Mercedes-Benz C 200 4500 $
Opel Zafira 3800 $