როგორ დავაკლებინოთ ფასი?
05.07.2013

მეორადი ავტომობილის ყიდვისას

1. მოიძიეთ ინფორმაცია


მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია გასაყიდი მეორადი ავტომობილების ვებ-გვერდებზე: გაარკვიეთ, სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. დასვით შეკითხვები სხვადასხვა ავტოფორუმებზე სასურველი მოდელის შესახებ, გაარკვიეთ, რა სისუსტეები ახასიათებს მას.


 


2. ფასის ლიმიტი


დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო ინსპექციის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.


 


3. შეამოწმეთ ავტომობილი


წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა სჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამიდველი ექნება მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.


 


4. იყავით თავდაჯერებული


სასურველია, რომ იყოთ სოლიდურად ჩაცმული. ივაჭრეთ თამამად და მკაცრად! მაგრამ ნუ გადაამეტებთ და შეეცადეთ, რომ კრიტიკა იყოს აგრუმენტირებული. არ შეურაცხყოთ ავტომობილი და მით უმეტეს გამყიდველი, იყავით სამართლიანი. მოლაპარაკებების დროს კარგ ატმოსფეროს და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეთანხმების შანსს ზრდის. მოლაპარაკებების დროს ყველაზე მთავარი ჯანსაღი თავდაჯერებაა და თუ გრძნობთ, რომ თავდაჯერებას კარგავთ, შეწყვიტეთ მოლაპარაკება - ალტერნატივა ხომ უამრავია.


 


5. არ აყვეთ გრძნობებს


„ეს ჩემი ოცნების ავტომობილია! ხუთი წლისაა და მაინც რა კარგად გამოიყურება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეგზემპლარია მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს!“ - ვინც ასე, ან დაახლოებით ასე იწყევბს მოლარაკებას გამყიდველთან, ფასს არ დაუკლებენ. გამყიდველმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ამ მანქანის ყიდვა ძალიან გინდათ. თუ მიხვდა, რომ ერთი სული გაქვთ, როდის გაიფორმებთ ამ ავტომობილს, ფასს მხოლოდ ოდნავ თუ დააკლებს (რას ისედაც ჰქონდა გათვალისწინებული). დაიხსომეთ: პირველად ნათქვამი ბოლო ფასი თითქმის არასდროს არ არის ბოლო ფასი!


 


6. მოსაფიქრებელი დრო


ნუ დათანხმდებით სწრაფად, მოითხოვეთ დრო მოსაფიქრებლად. მეორადი ავტომობილის ყიდვისას დაშვებული შეცდომა უმეტესად გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა. სერიოზული გამყიდველი მანქანის იმ დღესვე შეძენას არასდროს გაიძულებთ. წადით სახლში და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, არის თუ არა ეს თქვენთვის სასურველი ავტომობილი, რომელშიც იმ თანხის გადახდა გიღირთ. გაიხსენეთ გამყიდველთან საუბარი დეტალურად - ხომ არ იცრუა სადმე? ერთი ტყუილიც კი ბევრს ნიშნავს! თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, დაგეგმეთ ყიდვის პროცედურა.


 


7. საბოლოო შეთანხმება


როცა საქმე ხელის საბოლოო ჩამორთმევაზე მიდგება, ხელის გაწვდამდე ფასის კიდევ უფრო დაკლების ბოლო შანსიც გამოიყენეთ. „მოკლედ, ამ ფასად ვყიდულობ! ამაზე მეტს არ ვიხდი, შევთანხმდით?“ - ამ სიტყვების მოსმენისა და გამოწვდილი ხელის დანახვის შემდეგ გამყიდველი ხშირად დგამს თქვენთვის სასურველ კიდევ ერთ ნაბიჯს. თუ უარი თქვა, ყოველთვის შეგიძლიათ იმ ფასად ყიდვა, რასაც ითხოვს და ის ფაქტი, რომ ორიოდე წამის წინ „ამაზე მეტს არ იხდიდით“ ნამდვილად არ არის სამარცხვინო. ეს ბიზნესია! საბოლოო შეთანხმებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ აღარ განაგრძოთ დისკუსია ავტომობილისა და მისი ფასის შესახებ! საჭიროების შემთხვევაში გადაიტანეთ საუბარი სულ სხვა თემაზე, გაიფორმეთ ავტომობილი და სულ მწვანეზე გევლოთ.

carusel_title
  • მოლაპარაკების დროს თავდაჯერებულობა აუცილებელია. სასურველია, რომ იყოთ სოლიდურად ჩაცმული
  • ახალი საბურავები საკმაოდ ძვირია. თუ ატყობთ, რომ ავტომობილის საბურავები ძველია, ამ არგუმენტით ფასის დაკლება შესაძლებელია
  • შეამოწმებინეთ ავტომობილის სავალი ნაწილი პროფესიონალს
  • თუ ძრავის ზეთი გამოსაცვლელია, ეს ფასის დაკლების ერთ-ერთი არგუმენტია
  • თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამიდველი ექნება მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება
  • როცა საქმე ხელის საბოლოო ჩამორთმევაზე მიდგება, ხელის გაწვდამდე ფასის კიდევ უფრო დაკლების ბოლო შანსიც გამოიყენეთ
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში?
19.03.2014
როგორი შეიძლება იყოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში? რა უნდა გაითვალისწინონ მართვის მოწმობის აღების მსურველებმა?
სრულად
როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
13.03.2014
მანქანაში მინები განსაკუთრებით მაშინ იორთქლება, როცა გარეთ ცივა, თოვს, ან წვიმს. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ამას სინესტე იწვევს და შეიძლება, მანქანაში ყველა კუთხე კუნჭულიც შემოწმებული გქონდეთ, მაგრამ საქარე მინა და ფანჯრები მაინც იოლად იორთქლებოდეს.
სრულად
როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
13.12.2013
აფეთქება, ცეცხლი, საწვავის წვა და დგუშები, რომლებიც წუთში რამდენიმე ათასჯერ ადი-ჩადიან - სწორედ ეს ყველაფერი ხდება თქვენი ავტომობილის ძრავში გასაღების გადატრიალებისა და მანქანის დაქოქვის შემდეგ.
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან პრესაჟე
იყიდება ნისან მურანო
მერსედეს ე 270
იყიდება მაზდა დემიო