ამბოხებული ირლანდიელები ითხოვენ: Drink and Drive!
12.09.2013
ირლანდიელი პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაშიც დაშვებული იყოს და რაც მთავარია, გასაოცარი არგუმენტები აქვთ! AUTO BILD-მა ამბოხებული ირლანდიელები პაბში მოინახულა
ირლანდიიდან გავრცელებული ინფორმაცია საჭესთან ალკოჰოლის გარკვეული დოზით ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ იმდენად სენსაციური იყო, რომ ყველანი მივხვდით: ამ ამბავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვებოდა. და მართლაც: მეორე დღეს არგენტინიდან დაწყებული, ვიდრე ზიმბაბვემდე, ყველა გაზეთი ერთსა და იმავეს წერდა - „ნუთუ ირლანდიელებმა საბოლოოდ გააფრინეს?“ ამგვარი ჰედლაინები აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან სამხრეთ ირლანდიურმა გრაფობა Kerry-მ მართლაც გადაწყვიტა, პარლამენტში საჭესთან ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობის დაშვება მოითხოვოს.
ვერაფერს იტყვი, ეს მართლაც სენსაციური ცნობაა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რა არგუმენტები აქვთ ირლანდიელებს საიმისოდ, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტაბუდადებული თემა დაძრეს? ერთი სიტყვით, AUTO BILD-ისთვის ეს საკმარისი მიზეზი იყო საიმისოდ, რომ მთავარ ინიციატორს გავსაუბრებოდით და მისი მოსაზრებები თქვენთვის გაგვეცნო. სწორედ ამიტომ გავემგზავრეთ ირლანდიაში და სენსაციური იდეის ავტორს მისსავე პაბში შევხვდით.
დენი დათქმულ დროს არ გამოცხადდა, მაგრამ ამას არასერიოზულობაში არ ჩავუთვლით, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი 40 ძროხიდან ერთ-ერთს სწორედ იმ დროს დაეწყო მშობიარობა, დენი კი ის კაცია, რომელიც თავის ძროხას ასეთ დროს არაფრისდიდებით არ მიატოვებსო - გვითხრეს მისმა ძმაკაცებმა და კიდევ თითო კათხა ლუდი ჩამოგვისხეს. „თუ თქვენც მოხვალთ და მოგვეხმარებით, ამ საქმეს უფრო სწრაფად მოვრჩებით,“ - გვითხრა დენიმ ტელეფონზე ყველასათვის ცნობილი ირლანდიული აქცენტით, მისი სიტყვების მიღმა კი მართლაც ისმოდა ძროხის ჭმუნვა. „არა, გმადლობთ! გვირჩევნია, დაგელოდოთ და სანამ მოხვალთ, აქაურობას თვალს შევავლებთ,“ - ასეთი იყო ჩვენი პასუხი.

დენის სოფელს კილგარვანი ჰქვია და აქ 80 ირლანდიელი ცხოვრობს, მისი პაბი კი სოფლის გეოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში მდებარეობს. პაბისა და მეძროხეობის გარდა, დენი კიდევ რამდენიმე საქმითაა დაკავებული: აქვს გზების მშენებელი ფირმა, ავტობუსი, რომელიც სკოლას ემსახურება, აქირავებს სამშენებლო ტექნიკას... მოკლედ, ექვსი შვილის მამა ყველაფერს აკეთებს და აქაურები დიდ პატივს სცემენ.
დენი ჰილი-რეი 52 წლის ამაყი კაცია, რომელმაც აქცია „Drink ’n’ Drive“ ახლახან წამოიწყო და ამ კამპანიამ უკვე უდიდესი პოპულარობა მოუტანა. დენი ახლა არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთელი ირლანდიისთვის გმირია. ხალხი უკვე ეიფორიაშია - ყველას უნდა, რომ რამდენიმე კათხა ლუდის მირთმევის შემდეგ ავტომობილის მართვა დაშვებული იყოს, მაგრამ თავად ინიციატორი საქმეს პრაგმატულად უდგება. დენი ამბობს, მას მერე, რაც 2011 წელს პრომილების (ალკოჰოლის დოზა პრომილებით იზომება) ზღვარი შეამცირეს და ევროკავშირის სტანდარტებს შეუსაბამეს, ირლანდიაში სოციალურმა პრობლემებმა იმატაო.
„2011 წლის შემდეგ სოფლებში მცხოვრები მარტოხელა ადამიანები პაბებში სიარულს ერიდებიან. დაჯარიმების ან მართვის მოწმობის დაკარგვისა ეშინიათ, სახლებში მარტონი რჩებიან და დეპრესიულები ხდებიან. ჰკითხეთ ფოსტალიონებს, მათ ყველაფერი იციან! სანამ თვითმკვლელობის შემთხვევები მომრავლებულა, რაღაც უნდა შევცვალოთ!“ - ამბობს დენი.
მისი აზრით, ეს ყველაფერი სწორედ საჭესთან დასაშვების ალკოჰოლის დოზის 0.8 პრომილიდან 0.5 პრომილამდე შემცირებაა. ყველგანმავლის ან ტრაქტორის მართვის შემთხვევაში კი ზღვარი 0.02 პრომილს შეადგენს. „სწორედ ეს არის განსაკუთრებით სერიოზული პრობლემა, რადგან აქ, ამ სოფელში ყველას უგზოობის ავტომობილი ჰყავს. ოფროუდერის გარეშე აქ მხოლოდ თითო-ოროლა სახლამდე თუ მიაღწევ და დამერწმუნეთ, ირლანდიაში ასეთი სოფელი ძალიან ბევრია! ერთი სიტყვით, პაბში თავისი ყველგანმავლით მოსული კაცი ერთ კათხა ლუდსაც ვეღარ სვამს,“ - ასეთია დენის არგუმენტები.
თუ მისი კამპანია შედეგს გამოიღებს, მიზანი მხოლო ისაა, რომ 2-3 კათხა ლუდი იყოს დასაშვები: „ცხადია, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ მთვრალ კაცს ავტომობილის მართვის ნება დართონ. საკუთარი თავის მტრები ხომ არ ვიქნებით? რა თქმა უნდა, არა! ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ ასეთი ხალხისთვის ინდივიდუალური მიდგომა დამკვიდრდეს. მაგალითად, დასაშვები იყოს 2-3 კათხა ლუდი ისეთი მძღოლისთვის, რომელიც სოფელში ცხოვრობს და რომელსაც პაბიდან სახლამდე შეიძლება სულ ორიოდე ავტომობილი შეხვდეს. თანაც, აქ ისეთ გზებზეა ლაპარაკი, რომელზეც 30-40 კმ/სთ-ზე სწრაფად ვერც გაივლი!“
ვერაფერს იტყვი, კარგი ლოგიკაა და მიუღებელიც არაფერი ჩანს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ნაქირავები ავტომობილით გარემო დაგვეთვალიერებინა და გზები შეგვემოწმებინა. ლანდშაფტი აქ მართლაც იმდენად მელანქოლიურია, რომ თუ მარტოხელა ადამიანს წასასვლელი და გასართობი არ ექნა, მართლაც დეპრესიაში ჩავარდება. სახლები ერთმანეთისგან ზოგჯერ კილომეტრითაა დაშორებული. პაბიდან წამოსვლის შემდეგ ერთი საათი გავიდა და გზად არც ავტომობილი შეგვხვედრია და არც სულიერი.
საღამოს ისევ დენის პაბში დავბრუნდით და იქ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ირლანდიული პაბის ფენომენი მართლაც გენიალურია! დაუჯერებლად თბილი ხალხი დაგვხდა - მათთვის ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად სმა ისევე აუცილებელია, როგორც თევზისთვის წყალი. ვეზიარეთ ირლანდიული კულტურის კიდევ ერთ შედევს - აქაურ ხალხურ მუსიკას, რომელიც გერმანული ფესვების მქონე ირლანდიელებმა, ურსულა და ფრანკ ო’კიფიმ შემოგვთავაზეს (w).
„ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ხალხი ადრევე არა სოფლებში არამედ, ერთმანეთისგან ძალიან მოშორებით ცხოვრობდა. შესაბამისად, Public House-ბი მათი თავშეყრის, გართობის და ერთმანეთთან ურთიერთობის საუკეთესო ადგილები იყო. სახელწოდება პაბიც სწორედ Public House-დან მოდის. პაბებში ლამის ყოველდღე იკრიბებოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლუდს სვამდნენ და კარგ ხასიათზე დგებოდნენ. დღესაც ასეა და აქაურ ხალხს ერთმანეთთან სწორედ ასეთი სიახლოვე და ურთიერთობა სჭირდება,“ - აგვიხსნა ურსულამ.
დენი ფიქრობს, რომ მისი ინიციატივის შესახებ ყველაფერი ბრიუსელში გადაწყდება, რადგან ფაქტია, რომ დუბლინში ამ თემას ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ, რადგან დენი ჯეკი ჰილი-რეის შვილია, ეს უკანასკნელი კი 2004 წლამდე ირლანდიის წარმატებული პარლამენტარი გახლდათ, რომელიც არცერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფერმერთა ინტერესებს იცავდა. დენის მამას ირლანდიის ყველა სოფელში აფასებდნენ და უყვარდათ, მთავრობას კი სძულდა და მისი ეშინოდა. დიდი კაცის შვილს, დიდი მიზნები აქვს.


რამდენად საშიშია 2-3 კათხა ლუდის მირთმევის შემდეგ საჭესთან დაჯდომა?

ბევრი ფიქრობს, რომ 2 კათხა ლუდის დალევა მძღოლისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, რადგან ყველა ადამიანის სიტუაცია ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. საქმე იმაშია, რომ ერთის შემთხვევაში შეიძლება მართლაც მისაღები იყოს, მეორე კი ერთმა კათხამაც ისე შეაზარხოშოს, რომ ასეთ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა უკვე სახიფათო გახდება. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: დალევის ტემპზე, ვართ თუ არა და სმის დროს დანაყრებული, სხეულის წონასა და მდგომარეობაზე, მედიკამენტებზე დამოკიდებულობასა და სულიერ მდგომარეობაზეც. თუნდაც მცირე დოზით ალკოჰოლი ზემოქმედებისას მძღოლის რეაქციის სისწრაფე კლებულობს, რისკიანობა კი იზრდება! აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით, ნასვამობის გამო ავარების 90 პროცენტს მამაკაცები იწვევენ...

carusel_title
  • „2-3 კათხა ლუდის დალევის შემდეგ პაბიდან სახლამდე მისვლა ირლანდიის სოფლებში დასაშვები უნდა იყოს!“ - დენი ჰილი-რეი
  • „აკრძალვის გამო ხალხი პაბებში ვეღარ დადის, სახლში მარტო სვამენ და დეპრესიულები ხდებიან“ - ყოფილი პოლიტიკოსი ჯეკი ჰილი-რეი
  • წარწერა კილგარვანის პაბზე: „ლუდი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მნიშვნელოვანია“
  • აი, ასეთ გზებზეა საუბარი: აქ მანქანაც იშვიათად გხვდება და ადამიანიც. შესაბამისად, ოდნავ ნასვამი მძღოლი გაცილებით უხიფათოა, ვიდრე ქალაქში ან ავტობანზე
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური გარაჟი
26.03.2014
ის ლოს ანჯელესშია - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა
სრულად
ამერიკული ოცნება
10.03.2014
მანქანა ნაღდი ამერიკული განცდებისთვის: ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩავედით
სრულად
07.02.2014
კლასიკური ლენდ როვერი პენსიაზე გადის. თუმცა მანამდე, 1948 წლის, ანუ, უპირველესი ”ლენდი” თანამედროვე ”დეფენდერს” შევახვედრეთ
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ტოიტა რავ 4
იყიდება მაზდა დემიო
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით