ჰემილტონი: ფეტელი შეუდარებელია, მაგრამ...
ჰემილტონი: ფეტელი შეუდარებელია, მაგრამ...
10.10.2013
ლუისის აზრით, სებას მუდმივი გამარჯვებები ჩემპიონატს მოსაწყენსა და იოლად პროგნოზირებადს ხდის

“მერსედესის” ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს თავის ურთიერთობას სებასტიან ფეტელთან. “ტვიტერში” თავის გვერდზე ლუისმა დაწერა, რომ გერმანელი “დიად ჩემპიონად” მიაჩნია და მისი წინა გამონათქვამები “რედ ბულის” პილოტის მისამართით არაკორექტულად იყო ინტერპრეტირებული.
კორეის გრანპრის შემდეგ, “რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი შედის ფორმულა 1-ის უდიადეს პილოტთა რიცხვში და ის უნდა დავაყენოთ მიხაელ შუმახერისა და ხუან-მანუელ ფანხიოს გვერდით, რომლებსაც ზედიზედ ოთხჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონობა.
როცა ჰემილტონს სთხოვეს ჰორნერის განცხადების კომენტირება, მან უპასუხა: “ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვის აქვს უფლება განსაზღვროს, ვინ არის რეალურად საუკეთესო?”
გარდა ამისა, ჰემილტონმა აღნიშნა, რომ ფეტელის მუდმივი გამარჯვებები ჩემპიონატს მოსაწყენსა და იოლად პროგნოზირებადს ხდის. მისი აზრით, ასეთი ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ მაყურებლებს.
თუმცა თავის “ტვიტერზე” ბრიტანელმა პატივისცემა გამოხადა ფეტელის მიღწევებისადმი. ლუისის თქმით, სებასტიანი სავსებით იმსახურებს თავის გამარჯვებებსა და ტიტულებს.
“ბევრმა წაიკითხა ჩემი კომენტარები სებასტიან ფეტელის მისამართით, - წერს ჰემილტონი. - მიმაჩნია, რომ განმარტება უნდა მივცე ჩემს სიტყვებს. სებასტიანი დიადი ჩემპიონია! და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის - შესანიშნავი ადამიანია, მხიარული და მოკრძალებული. მან დაიმსახურა ეს წარმატება.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი შრომისუნარიანობით, სტაბილურად და უშეცდომოდ მუშაობით. ეს ჭეშმარიტი ჩემპიონის თვისებებია. იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ თქვენ და მე მის მანქანაზე, საერთო ჯამში, ის შესანიშნავდა ართმევს თავს თავის სამუშაოს. მოხარული ვარ, რომ ერთ ეპოქაში გამოვდივარ ისეთი შესანიშნავი პილოტის გვერდით, როგორიც სებასტიანია”.

carusel_title
  • “ტვიტერში” თავის გვერდზე ლუისმა დაწერა, რომ გერმანელი “დიად ჩემპიონად” მიაჩნია და მისი წინა გამონათქვამები “რედ ბულის” პილოტის მისამართით არაკორექტულად იყო ინტერპრეტირებული
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა.
სრულად
მერსედესმა ჩინეთშიც იგრიალა! (+ VIDEO)
20.04.2014
პირველი ჰემილტონი, მეორე როსბერგი! ფეტელს კი თანაგუნდელმაც გაასწრო...
სრულად
მერსედესის პირველი დუბლი 60 წლის შემდეგ
31.03.2014
გასულ უქმეებზე შედგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მალაიზიის გრანპრი, რომელზეც "მერსედესმა" 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა...
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 24°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
Mercedes Vito
Mercedes ML350
იყიდება ბმვ X 5