როგორ გავყიდოთ მანქანა სარფიანად?
13.10.2013
რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა. AUTO BILD გაგაცნობთ ხუთ ნაბიჯს ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

1. გარეცხეთ და გაწმინდეთ

ხომ გაგიგონიათ, თვალი ყიდულობსო... ცხადია, თვალიც ყიდულობს! გარეცხეთ გასაყიდი ავტომობილი და გაუკეთეთ მას პოლირება. გაწმინდეთ სალონი, ჩაუტარეთ ქიმწმენდა და საფუძვლიანად გაწმინდეთ ძრავა და მისი მიდამოებიც. კაპოტქვეშ ფოთლის ნაგლეჯიც კი არ უნდა იყოს. ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება დაეზარება, დაახლოებით 100-150 ლარად (გააჩნია ჭუჭყს) ავტომობილს გაუკრიალებენ, პოლირების ფასი კი ყველგან სხვადასხვანაირია.

2. ფოტოები


პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ავტომობილს მთავარი ფოტო ისეთ ადგილზე უნდა გადაუღოთ, სადაც ფონი მანქანაზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ავტომობილი ფონზე გამოკვეთილი უნდა იყოს. კარგად დააკვირდით: შეიძლება, მანქანა მარცხნიდან უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მარჯვნიდავ. არ დაგავიწყდეთ დეტალების ფოტოებზე აღბეჭდვა: გადაიღეთ კოკპიტი, სალონი, სავარძლები. გადაუღეთ ფოტო ყველაფერს, რასაც მნიშვნელოვნად და თქვენი ავტომობილის კარგ ატრიბუტად მიიჩნევთ. უმჯობესია, გადაიღოთ ზედმეტად ბევრი, ვიდრე ცოტა ფოტო. დეტალებს ფოტოები პირდაპირ უნდა გადაუღოთ (იხილეთ საბარგულის ფოტო) და არამც და არამც გვერდიდან, ზემოდან ან ქვემოდან. აღბეჭდეთ ნაკაწრებიც - პოტენციური მყიდველი ასეთ გულახდილობას ყოველვის აფასებს. ეს ნდობას იწვევს, თქვენ კი, როგორც გამყიდველს, ნდობა ყველაზე მეტად გჭირდებათ!


3. განცხადება

დღეს განცხადების განთავსება პირველ რიგში ინტერნეტშია რეკომენდებული. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული ფასი სწორი იყოს, გადაამოწმეთ გასაყიდი მანქანის იდენტური მოდელების ფასები. შეეცადეთ, რომ თქვენი ფასი შეძლებისდაგვარად დაბალი იყოს, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ვაჭრობა და დაკლება აუცილებლად მოგიწევთ. ასე რომ, არასდროს დააწეროთ განცხადებაზე ბოლო ფასი. აღწერეთ ავტომობილის მდგომარეობა გულახდილად. დაწერეთ, რა რა დროს გაუკეთეთ ან გამოუცვალეთ ავტომობილს, ხომ არაა გამოსაცვლელი კბილანა ღვედი ახლო მომავალში? დადეთ რაც შეიძლება ბევრი ფოტო (ოღონდ, სხვადასხბა კადრები).

4. ტესტ-დრაივი

ტესტ-დრაივი აუცილებელია, ამის გარეშე მანქანას ვერ გაყიდით. სასურველია, რომ ავტომობილის საქმეში ნახვამდე მყიდველს მართვის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოთ. არ გაატანოთ პოტენციურ მყიდველს მანქანა თქვენს გარეშე და მით უმეტეს მაშინ, როცა ავტომობილი დაზღვეულია.

5. გაყიდვა და გადაცემა

ავტომობილის გადაფორმება და გასაღების გადაცემა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ხდება. თუ მყიდველს არ ენდობით, მიაკითხეთ ნებისმიერ ბანკს და შეამოწმებინეთ კუპიურები.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში?
19.03.2014
როგორი შეიძლება იყოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში? რა უნდა გაითვალისწინონ მართვის მოწმობის აღების მსურველებმა?
სრულად
როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
13.03.2014
მანქანაში მინები განსაკუთრებით მაშინ იორთქლება, როცა გარეთ ცივა, თოვს, ან წვიმს. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ამას სინესტე იწვევს და შეიძლება, მანქანაში ყველა კუთხე კუნჭულიც შემოწმებული გქონდეთ, მაგრამ საქარე მინა და ფანჯრები მაინც იოლად იორთქლებოდეს.
სრულად
როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
13.12.2013
აფეთქება, ცეცხლი, საწვავის წვა და დგუშები, რომლებიც წუთში რამდენიმე ათასჯერ ადი-ჩადიან - სწორედ ეს ყველაფერი ხდება თქვენი ავტომობილის ძრავში გასაღების გადატრიალებისა და მანქანის დაქოქვის შემდეგ.
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ნისან ტერანო 2 (მრავალი ფუნქციით)
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
სასწრაფოდ! ბმვ 316