X4 უფრო მაგარია, თუ Evoque? (+ვიდეო)
X4 უფრო მაგარია, თუ Evoque? (+ვიდეო)
14.10.2013
არ ვიცით, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს SUV-კლასი ისეთივე მოდურია, როგორც კაბრიოლეტები.

თუკი ბარებში, პაბებსა თუ ფიტნეს-კლუბებში ავტომობილებზე საუბრობენ, უმეტესად ქროსოვერებზე მიდის ხოლმე დისკუსია. კამათობენ მათ დიზაინზე, სტილსა და ახალ-ახალ ფუნქციებზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით SUV-კლასის ყველაზე მაგარ ტიპებად SUV-კუპეები მიიჩნევა, მათ შორის კი Range Rover Evoque გამორჩეულად პოპულარულია. ეს არის ავტომობილი, რომელიც შარმისა და მოდურობის შერწყმას წარმოადგენს და შესაბამისად, იდეალური ვარიანტია იმისათვის, რომ შევაფასოთ და დავასკვნათ, რა შანსები აქვს თანამედროვე საავტომობილო სამყაროში ახალ BMW X4-ს, რომელიც მზის სინათლეს გაისად იხილავს.

განიერი და ხარივით მომზერალი Evoque მაშინვე თვალში გეცემა. მისი კაპოტი BMW-ს კაპოტზე ერთი ხელის სიგანით მაღალია, სახელწოდება კი მსუქანი შრიფტითგრილის თავზე, მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული - Range Rover, რა თქმა უნდა. წარწერა ისეა შესრულებული, რომ ძახილის ნიშანი არა აქვს, მაგრამ იგულისხმება. ცხაურის ქვემოთ კი ოფროუდის სტილია გამოკვეთილი.

Auto Bild

მიუხედავად იმისა, რომ Evoque 4.37-მეტრიანი სიგრძით BMW X4-ზე მნიშვნელოვნად მოკლეა, მისი ცხვირი ბავარიელზე მასიური გვეჩვენება, რაც ძარის ამაღლებული კიდეებისა და ვიწრო ფანჯრების დამსახურებაა. ძარის კონსტრუქციის მთავარი დეტალი, რა თქმა უნდა, უკან ვარდნადი სახურავია, რაც ხილვადობას საშინლად ამცირებს და უკანა რიგში კი ბავშვები სიამოვნებით ითამაშებენ წყალქვეშა ნავობანას.

მაგრამ ამ ავტომობილში მხოლოდ სახურავი როდია კუპესებრი. ცხადია, უკანა ფანჯარას ამ კატეგორიაში ვერ გავიყვანთ - კუპეს სტილზე ექსტრემალური პროპორტციები და ძვირფასი ოპციები უფრო მიუთითებს. მაგალითად, სახურავი Santorini Black ტონალობაში, რაც 600 ევრო ღირს, ანაც ძვირფასი დისკები. მარტო გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გერმანელები საშუალოდ ერთ Evoque-ში 55 000 ევროს იხდიან. სერიული Terrain-Response-სისტემის ჩამრთველი, რომელიც ცენტრალურ კონსოლზეა განთავსებული, ბევრს, შესაძლოა, SOS-ღილაკი ეგონოს, სინამდვილეში კი სრული ამძრაობის პროგრამის შერჩევის ფუნქცია აკისრია. „რენჯს“ არ უნდა, რომ ბევრი კონკურენტის მსგავსად ბორბლებზე შემდგარი „ლაკის ტუფლი“ იყოს - მისი მიზანი „მაჩომობილის“ სტატუსის ბოლომდე გამართლებაა.

Auto Bild

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მის გვერდით BMW X4 უფრო კლასიკური ავტომობილი ჩანს. გვერდითა ფანჯრების ქრომირებული კანტები ძარას ელეგანტურად მოსავს და ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს წინ რომელიმე ჩვეულებრივი კომპაქტი კი არა, განსაკუთრებული პრემიუმ-კლასის ავტომობილი დგას. თავისი სიგრძე X4-ს Evoque-ზე ბრტყელ ავტომობილად წარმოაჩენს - მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არაა „რენჯზე“ ბრტყელი.

მისი დაჭიმული ძარის მთავარი ინსტრუმენტიც სახურავია, რომელიც B-საყრდენიდან ნაზად მიექანება დაბლა და გვერდებზე მოხდენილად გადადის - იმდენად ლამაზია, რომ შეიძლება, ხელით გარეცხვა ამჯობინო. ამაში გასაკვირი არაფერია - ეს ხომ BMW-ა, ბავარიელებს კი კუპეები ყოველთვის ძალიან კარგად გამოსდიოდათ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზუალურად BMW X4 უფრო შეესაბამება კუპეს სტილს, ვიდრე Range Rover Evoque, რაც ძრავების არჩევანიდანაც ჩანს. თუკი ბრიტანული ქროსოვერის მაქსიმუმი ბენზინის ძრავებში 4 ცილინდრი და 240 ცხენის ძალაა, BMW შესანიშნავ 6-ცილინდრიანსაც შემოგვთავაზებს, რომლის სიმძლავრე 313 ცხენის ძალამდე იქნება. ეს ძრავა X4-ს არა მარტო ფაქტობრივად, არამედ აკუსტიკურადაც დამატებით პეწს შესძენს.
მოსალოდნელზე გაცილებით დიდი განსხვავებაა ფასშიც. BMW X4-ის მინიმალურ ფასად 50 000 ევრო ივარაუდება, Evoque-ს ფასი კი 33 000 ევროდან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ „რენჯი“ და X4 სიმძლავრისა და ფასის მხრივ ერთ ლიგაში არ ითამაშებენ.

დასკვნა
Range Rover Evoque, რომელმაც თავი უკვე დაიმკვიდრა და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული SUV-კუპეა, აქცენტს ოფროუდის სტილის ვიზუალზე აკეთებს, მასზე დიდი და ძვირადღირებული BMW კი კუპეს სტილზეა ორიენტირებული. ფაქტია, რომ გაისად X4-ს ამ „რენჯზე“ არანაკლებ სასურველი ავტომობილის იმიჯი ექნება.
იოახიმ შტაატი



Evoque – ლენდ როვერის პატარა ბესტსელერი

Auto Bild

ბრიტანელებმა პატარა ქროსოვერი პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინეს და 2011 წლიდან ეს ავტომობილი მდიდარი ქალაქელების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელი გახდა. 2012 წელს Evoque ყველაზე გაყიდვადი „ლენდ როვერი“ იყო (108 599 ეგზემპლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით) და სწორედ ამ ავტომობილის დამსახურებაა, Hailwood-ის ქარხანაში 1500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი რომ გაჩნდა. უმთავრესი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი, აშშ, იტალია და გერმანია. იწარმოება სამკარიანი ვერსიაც, მაგრამ გაყიდვებში მისი წილი მხოლოდ 15 პროცენტია.

იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი
carusel_title
  • Evoque-ს სწორი, მოდური კიჩო აქვს და BMW-ში კი კუპეს კლასიკური პროპორციებია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes CLK240
Opel Vectra
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3
Mercedes E220