მეოთხე თაობის Cadillac Escalade
16.10.2013
“კადილაკმა” წარმოადგინა წლის მთავარი სიახლე - მეოთხე თაობის Escalade.

გარეგნულად ეს ყველგანმავალი განსხვავდება წინამორბედისგან რადიატორის გისოსით, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ავტომატურად იხურება, დიოდური ოპტიკით და განსხვავებული ბამპერით. სალონში განსხვავება მეტია, მაგალითად, გაჩნდა ორი ეკრანი, რომელთა დიაგონალი შეადგენს 12.3 და 8 დუიმს.
“კადილაკის” ახალმა მანქანამ მიიღო თანამედროვე მოდელებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, მათ შორის, ნავიგაციის სისტემა, Bluetooth, Blu-Ray-ის პლეიერი, “ბრმა” ზონების მონიტორინგისა და გზიდან გადასვლის კონტროლის სისტემები. ეს ყველაფერი მანქანას საბაზო კომპლექტაციაში მოყვება.



ტექნიკური თვალსაზრისით, ყველგანმავალმა ასევე მიიღო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, გაიზარდა ბენზინის 6.2-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე. ახლა, ის გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას, იმ დროს, როცა წინა ვერსია 409 ცხენის ძალისა იყო.
ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდება. Cadillac Escalade-ის შეძენა ორი ვერსიით შეიძლება: სტანდარტული და საბურავების გაზრდილი ბაზით. მეორე შემთხვევაში, მანქანა მიიღებს რვა სამგზავრო ადგილს.



ყველგანმავალის კონსტრუქციებში უფრო მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ავტომობილი შესამჩნევად მსუბუქი გახდა.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
სანამ ტრაგედია მოხდებოდეს: დამცავი ჩაფხუტი ფეხბურთშიც აუცილებელია?!
ფიფამ "ბარსელონას" ტრანსფერების წარმოება 2015 წლამდე აუკრძალა
"ზესტაფონი" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზას აშენებს [PHOTO]
სხვა სიახლეები
მინი-სახანძრო
02.04.2014
როგორ შეიძლება, რომ სახანძრო ავტომობილი ასეთი პატარა იყოს? თურმე შესაძლებელი ყოფილა - ყოველ შემთხვევაში, ვუპერტალში.
სრულად
ყველაზე მსუბუქი ელექტროტაქსი გერმანიაში გამოჩნდება
02.04.2014
კომპანია Adaptive City Mobility-ის (ACM) ტაქსის პროტოტიპი მხოლოდ 550 კილოგრამს იწონის და ორ მგზავრს მცირე ბარგთან ერთად იტევს.
სრულად
ვისია ეს ოქროს ფერარი?
01.04.2014
ხანდახან მართლაც ყველაფერი ოქროა, რაც ბრწყინავს...
სრულად
გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ს სივრცის ლიდერია
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ
შარშან ლიდერთა სამეულში ”სოკარი”, ”ტოიოტა” და ”საქართველოს რკინიგზა” მოხვდნენ
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მერსედეს ე 270
იყიდება სუზუკი გრანდ ვიტარა
ქირავდება მერსედეს E230 უნივერსალი
ნისან პრესაჟე