რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
შორ გზაზე წასვლამდე ავტომობილის შემოწმება აუცილებელია. ამისათვის მანქანის პროფილაქტიკაში მიყვანაა საჭირო, მაგრამ ვისაც ხელების დასვრის არ ეშინია, ამას თვითონაც შეძლებს.

რისი შემოწმებაა აუცილებელი?

ძრავის ზეთის, გაგრილების სისტემის, მინათმწმენდების სითხისა და აკუმულატორის შემოწმება ძალიან მარტივია და პრობლემას არც სითხეების დამატება წარმოადგენს. თუკი ავტომობილი „ზეთს ჭამს“, საკმარისი რაოდენობით აუცილებლად თან უნდა წაიღოთ. გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის არევა არაა რეკომენდებული.

Auto Bild

სამუხრუჭე სითხის ნაკლებობის შემთხვევაში უმჯობესია, პროფილაქტიკას
მიმართოთ. სასურველია სალონის ფილტრის შემოწმება და, თუ საჭიროა, გამოცვლაც. თვალი შეავლეთ აალების სანთლებსაც - ჩაშავებული არ უნდა იყოს. თუ ძველი ავტომობილი გყავთ, უმჯობესია, ყოველი შემთხვევისთვის თან წაიღოთ სათადარიგო სანთლები და მცველები.

საბურავები

Auto Bild

►როცა ავტომობილი სრულად დატვირთულია, საბურავები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბერილი. არ დაგავიწყდეთ სათადარიგო საბურავის წნევის შემოწმებაც. ამასთან, საბურავების ზედაპირი ან გვერდები დაზიანებული არ უნდა იყოს. საბურავის პროტექტორის სიმაღლე მინიმუმ 2,5 მილიმეტრი მაინც უნდა იყოს.

► რაც შეეხება სათადარიგო ან სპეციალურ, ე.წ. სასწრაფო საბურავს: ის აბსოლუტურად კარგ მდგომარეობაში უნდა
იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში მართლაც უსაფრთხო იყოს მისი დაყენება. თუკი სათადარიგო საბურავის ასაკი 6 წელზე მეტია, მის გამოცვლაზე უნდა იფიქროთ. საქმე იმაშია, რომ გამოუყენებელი საბურავიც კი არ არის უსაფრთხო, თუკი მას ვადა გაუვიდა. ასე რომ, 6-7 წლის შემდეგ უხმარი საბურავიც კი უკვე ძველია. ყველა საბურავს აქვს 4-ნიშნა ე.წ. DOT-ნომერი გვერდებზე, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მისი ასაკი გაიგოთ. მაგალითად: ნომერი 1105 ნიშნავს იმას, რომ საბურავი 2005 წლის მე-11 კვირაშია (ან თვეში) წარმოებული.

განათება

Auto Bild

► ჰალოგენის ნათურების გამოცვლა არცისე რთულია, განათების თანამედროვე საშუალებების (LED) შეცვლას კი ყოველთვის ვერ შეძლებთ - ასეთ შემთხვევაში სერვის ცენტრს უნდა მიმართოთ. რა თქმა უნდა, ყველა ნათურა უნდა მუშაობდეს - ცხადია, მოხვევის ციმციმებიც.

ზეთი

Auto Bild

► არასდროს დაამატოთ იმდენი, რომ ნიშნულ მაქსიმუმზე ავიდეს - ძრავას ზედმეტი ზეთიც ავნებს. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომდენდებული ზეთი. თუ თქვენი ავტომობილი ზეთს იკლებს (ჭამს), აუცილებლად თან უნდა წაიღოთ ჩასამატებელი ზეთი და, საუკეთესო შემთხვევაში, სათადარიგო ზეთიც იდენტური სპეციფიკაციების მქონე უნდა იყოს იმ ზეთთან, რაც ბოლოს ჩაასხით.

► თუ ზეთის დონის შემოწმებისას გეჩვენებათ, რომ ზეთი ზედმეტად მუქი ფერისაა, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ძრავა გამართულად არ მუშაობს და წვა არ ხდება გეგმაზომიერად, ანაც ზეთი უკვე ძალიანაა დაძველებული. და თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან მალე ძრავის სერიოზული პრობლემა უკვე გარდაუვალი იქნება.

აკუმულატორი

Auto Bild

► ავზების ასავსებად გამოიყენეთ მხოლოდ დემინერალიზებული ან გამოხდილი წყალი. კარგი იქნება, თუ დამუხტავთ კიდეც.

► რაც შეეხებათ ისეთ აკუმულატორებს, რომლებსაც სერვისი არ ჭირდებათ: ასეთ აკუმულატორებს უმეტესად სპეციალური პატარა ”ფანჯარა” აქვთ, რომელიც კონტროლის საშუალებას ფერების მაჩვენებლებით იძლევა.



გაგრილების სისტემა

Auto Bild

► არ მოხსნათ თავსახური მაშინ, როცა ძრავა ცხელია. დაამატეთ მხოლოდ გამოხდილი წყალი ან ანტიფრიზი.

სამუხრუჭე სისტემა

Auto Bild

► შვებულებაში გამგზავრების წინ ყველა მძღოლმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს სამუხრუჭე სისტემა და სამუხრუჭე სითხე. თუ სამუხრუჭე სითხის დონე მინიმუმს ჩასცდა, აუცილებლად უნდა დაამატოთ. მიუხედავად ყველაფრისა, სამუხრუჭე სითხე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოთ.

აალების სანთლები

Auto Bild

► მცირე ზომის ყავისფერ შეფერილობას არა უშავს, მაგრამ თუ ჩაშავებულია, უნდა შეცვალოთ.

სოლისებრი ღვედი

► ზოგადად, კაპოტის ქვეშ სიტუაციის შეთვალიერება აუცილებელია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ სოლისებრ ღვედს (”კლინოვოი რემენს”), კაბელებს, შლანგებს. სოლისებრი ღვედი მაინც ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს - იმიტომ, რომ იოლად წყდება. თუ წრიპინის ან ჭრიალის მსგავსი ხმა ისმის, ესე იგი გამოსაცვლელია.

მინათმწმენდები

► არ დაგავიწყდეთ მინათმწმენდების და იმ ავზის შემოწმება, საიდანაც საქარე მინა ირეცხება. ზაფხულში ზაფხულის შამპუნია საჭირო, რომელიც მწერებს და ხეებიდან ჩამონადენ სითხეს კარგად აშორებს.

მაჩვენებლები

► ყურადღება მიაქციეთ მაჩვენებელთა დაფას ან ეკრანს, სადაც ავტომობილი თვითონ გვამცნობს სხვადასხვა პრობლემების შესახებ. არასდროს გაუკეთოთ იგნორი რომელიმე მაჩვენებელს.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2021-10-30 04:40:37
კომპანიამ Toyota ოფიციალურად წარმოადგინა პირველი სერიული ელექტრო-ქროსოვერი bZ4X,
article image
Cat Image
2021-10-28 17:33:56
მილიონერების საყვარელი სათამაშო დაბრუნდა!
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი თაობის Range Rover-ის შესახებ
2021-10-27 20:00:00
კომპანია Land Rover-ის ფლაგმანმა მოდელმა თაობის ცვლა განიცადა.
სრულად
როგორ განვათავსოთ საწოლი პატარა ზომის სახლში – 9 საინტერესო შემოთავაზება
17 იდეა აგარაკისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენს ნაკვეთში
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში - სად ცხოვრობს მეამბოხე წყვილი
ავტო
 ავტო
39200
2017 Mitsubishi Outlander
6000
2017 Ford C-Max
7300
2017 Volkswagen Jetta
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
105000
იყიდება 5 ოთახიანი ბინა დიდუბეში
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ზლატანი ბათუმში - შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით..." - ვახო სანაია საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება
AS: მამარდაშვილის მოულოდნელი "აფეთქება" - ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს
სხვა სიახლეები
როგორ დავიცვათ თავი ამერიკულ აუქციონზე ჩაძირული და დაზიანებული ავტომობილის ყიდვისგან
15.02.2019
საქართველოში არსებული ავტოპარკის 60% ამერიკული მანქანებია
სრულად
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
22.09.2015
რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს
სრულად
საბურავი არ გაპატიებთ!
12.01.2015
საბურავი უყურადღებობას არავის პატიობს და შურისძიებაც სჩვევია...
სრულად
ახალი წლისთვის ფიტნეს აბონიმენტებზე ფასებს სავარაუდოდ, კიდევ გავზრდით - "რეფორმერი ფიტნესი"
იპოთეკური სესხების მოცულობა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, იზრდება
რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება - ვის შეეხება ცვლილება
მამუკელაშვილი All Stars-ის დონეზე ავა - ამერიკული გამოცემა ქართველის მომავალზე
არ მინდა შვილი "პედერასტებს" უყურებდეს - უკრაინაში ვერ ცხრებიან
"გული ძალიან მტკივა, რადგან..." - მესი "ბარსელონაზე" საუბრობს...